x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
გასული ეპოქის "ცხელი" პლაჟები - 14 ისტორიული კადრი, რომლებიც გულგრილს ვერცერთ თქვენგანს ვერ დატოვებს

image


ზაფხული თვალსა და ხელს შუა გაქრა, ხოლო ბევრმა ჩვენგანმა მდინარეში ბანაობაც კი ვერ მოასწრო, რომ აღარაფერი ვთქვათ ზღვაზე დასვენებაზე. ჰოდა, ეს ამბავი როგორმე რომ გამოვასწოროთ მოდით, გავემგზავროთ წარსულის მზიან სანაპიროებზე... აბა, რას იტყვით ასეთ ვირტუალურ ექსკურსიაზე? მზად ხართ? მაშინ მოდით ყველაფერს ქრონოლოგიურად მივყვეთ ანუ დავიწყოთ წარსულიდან და გადმოვინაცვლოდ აწმყოში.


image


1898 წლით თარიღდებულ ფოტოზე ცურვის ინსტრუქტორი და მისი დარცხვენილი მოსწავლე ნიუ-იორკში, მიდლენდ - ბიჩზე გვეგებებიან. ყურადღება მიაქციეთ, რომ გოგონას მხოლოდ სახე და ხელები აქვს ღია, ისიც - იდაყვებამდე. ერთ დროს სანაპიროზე დამსვენებელთათვის სწორედ ასეთი მკაცრი კანონები მოქმედებდა.


image


1905 წლის ფოტოზე კი ქალი შვილებთან ერთად "ბანაობს". ის წყალში კოჭებამდე კაბითა და ქუდით არის შესული, მისი 5-7 წლის გოგონებიც კი მთლიანად დახურულ საცურაო კოსტიუმებში არიან გამოწყობილი.


image


1922 წლის 30 ივნისით დათარიღებულ ფოტოზე ვაშინგტონელი პოლიციელი ბილ ნორტონი ამოწმებს რომ მუხლსა და ქალის საცურაო კოსტიუმს შორის 15 სანტიმეტრზე მეტი არ ყოფილიყო. დიახ, ასეთი იყო კანონი.


image


ამასობაში, მოდით, თვალი გადავავლოთ საფრანგეთის დოვილის სანაპიროს, გარეთ 1925 წელია და ფოტოზე აღბეჭდილი მადმუაზელი სავარაუდოდ, იმ დროსთვის მეტისმეტად თამამად გამოიყურება!



image


დავბრუნდეთ კვლავ აშშ-ში, თუმცა უკვე 1938 წელს, და ეს სულაც არ გახლავთ პურიტანული საცურაო კოსტიუმების მოდელები, არამედ თქვენ წინაშეა სანაპიროს პორტატული გამოსაცვლელი კაბინები.



image


დამსვენებლებით გადაჭედილი სანაპირო ატლანტიკ - სიტიში, ნიუ - ჯერსი, 1908 წელი. ფოტოზე ნათლად ჩანან თითქმის ჩაცმულ-დახურული ადამიანები. რა უცნაურია, სანაპიროზე ზოგიერთი ბატონი კოსტიუმებსა და ბოულერის ქუდებშიც კია გამოწყობილი.


image


აბა, 1940 წელს გადაღებულ ამ კონი - აილენდის სანაპიროს ფოტოზე რას იტყვით? რამდნიმე წლის წინ კი ზოგიერთი ადამიანი აჭარის სანაპირო ზოლზე დამსვენებელთა სიმრავლეზე წუწუნებდა.



image


ზემოთ მოცემულ ფოტოზე ყურადღებიანი მკითხველი უკვე შეამჩნევდა, რომ ამ დროისთვის ჩრდილოეთ ამერიკის საჯარო პლაჟებზე ორივე სქესის წარმომადგენელთა სიშიშვლე მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა ბიკინის გამოგონებამდე და მოდაში მის მასობრივ დანერგვამდე ჯერ კიდევ შორი იყო. აგერ, ბატონო. 1950 წელს ოთხი მოდელი ფლორიდის სანაპიროზე ნებივრობისას საცურაო კოსტუმების უახლესი დიზაინის დემონსტრირებას ახდენს. თანამედროვე სტანდარტებით, ეს ოთხი საცურაო კოსტიუმი მინი-კაბას უფრო ჰგვავს.


image


ახლა კი, მოდით გადავინაცვლოდ 7 წლით კიდევ უფრო წინ იტალიაში რიმინის სანაპიროზე, აი, ასე აჯარიმებს უფროსი პოლიციელი ქალს ... ბიკინის ტარებისთვის.


image


ეს კი 1964 წელს ფლორიდის სანაპიროზე რასიზმის ნათელი გამოვლინებაა, ფოტოზე თეთრკანიანებისთვის განკუთვნილ პლაჟს ხედავთ, სადაც ფერადკანიანი მომიტინგეები შეიჭრნენ, თეთრკანიანებმა კი მათ ზღვაში ბანაობის საშუალება არ მისცეს, კადრში სწორედ ის მომენტია აღბეჭდილი როგორ იჭერენ ისინი აფროამერიკელებს და ნაპიროს დატოვებას აიძულებენ. მომდევნო ფოტო კი გახლავთ ფოტოგრაფ კეიტ მაკმანუსის დიდი ფოტოსერიიდან ფრაგმენტი. ის 11 წლის განმავლობაში ფლორიდას ერთსა და იმავე სანაპიროს სტუმრობდა და საზოგადოების წეს-ჩვეულებებს აღბეჭდავდა. აი, ორიოდე ფოტო მისი შემოქმედებიდან:


imageimage


შემდეგი კადრი კი, უბრალოდ შეუდარებელია. მასზე მაკმანუსმა აღბეჭდა ერთი პურიტანელი გოგონას მიერ მოწყობილი პიკეტი, რომელიც მიმართული იყო იმ დამსვენებლების წინააღმდეგ, რომელთაც სანაპიროზე დასვენება თამამ საცურაო კოსტიუმებში უყვარდათ. სხვათაშორის, გარეთ 1985 წელი იდგა, ხოლო პოსტერზე წარწერა ითარგმნება: "ჯოჯოხეთში წახვალთ!"


image


ფოტოზე, რომელზეც თანამედროვე საცურაო კოსტიუმებში გამოწყობილ დამსვენებლებს ვხედავთ ასევე იკითხება მომიტინგე ქალის მიმართ სრული იგნორიც. ყველაფერი ისეა, როგორც ცნობილ სერიალ "მაშველებში". წითელ საცურაო კოსტიუმში გამოწყობილ პამელა ანდერსონის ფოტოებს ინტერნეტში თავადაც უპრობლემოდ იპოვით, მე კი იმდროინდელ სრულიად განსხვავებული მაშველის ფოტოს წარმოგიდგენთ:


image


ეს ვანკუვერის ყველაზე პირველი მაშველი ჯო ფორტესია. ფოტო 1905 წელს "English Bay Beach"-ის სანაპიროზეა გადაღებული. ოფიციალურად მას 29 ადამიანის გადარჩენას მიაწერენ.







0
455
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
455