x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
კედლებიდან "გადმოსული" ნახატები

ქუჩის მხატვრების ზოგიერთი ნამუშევარი, უბრალოდ, გასაოცარია! ისინი თავიანთ ნამუშევრებში, აქტიურად იყენებენ ოპტიკურ ილუზიებს და ქალაქის მოსაწყენ პეიზაჟებს გარდაქმნიან და უნიკალურს ხდიან.

ქუჩაში სამგანზომილებიანი გამოსახულებები, ნახატის დეფორმაციის ტექნიკის გამოყენებით იქმნება და ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს, სურათი კი არა, — ნამდვილი ქანდაკებაა.


image


ოპტიკური ხელოვნება (optical art) — მხატვრული მიმდინარეობაა, რომელსაც საფუძველი XX საუკუნის მეორე ნახევარში ჩაეყარა. ხოლო, ქუჩის მხატვრობაში, ეს მიმართულება, არც ისე დიდი ხნის წინ გაჩნდა და პოპულარული ამ საუკუნის დასაწყისში გახდა. მაგრამ, წარმოშობის ზუსტი თარიღის დადგენა რთულია, რადგან ევოლუცია, დროთა განმავლობაში გაიარა და განვითარდა.


ქუჩის მხატვრობაში, ოპტიკური ილუზიის მიმართულებას არაერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი ჰყავს და მათ შორის, ედგარ მიულერი (ედგარ მიულერი), კაიფა კოზიმო (Caiffa Cosimo) და სერხიო ოდეიტი (Sergio Odeith) არიან:


ედგარ მიულერი — ამ ხელოვნებით 20 წელზე მეტია დაკავებული. მხატვარი 3D სურათებს ასფალტზე ქმნის და მისი შემოქმედების ნაყოფი, შეიძლება, როგორც პატარა, ისე დიდი ზომის იყოს, მაგ., კალათბურთის მოედნის ხელა.



imageimageimageimage


კაიფა კოზიმო — ინტერაქტიურ ტილოებს ქმნის და ნებისმიერ გამვლელს შეუძლია მისი ნამუშევრის ნაწილი გახდეს. ის ოპტიკურ ილუზიებს ქმნის, რომლის დანახვა, მხოლოდ გარკვეული კუთხიდან შეიძლება. ქუჩის მხატვრობაში, ამ მიმართულებას «პოსტგრაფიტს» უწოდებენ.


imageimageimageimageimage


სერხიო ოდეიტმა კი, სახელი იმით გაითქვა, რომ ერთ–ერთი პირველი არის, ვინც ჰაერში მცურავი ოპტიკური ილუზიების შექმნა დაიწყო.



imageimageimageimageimage


გაგრძელება >>>


image

სხვა სიახლეები:


* ვარსკვლავებისკენ მიმავალი გზა, ახლა ბოსელზე გადის

* "სამი დღე მარსზე" – რა თქვა ასტრონავტმა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე?

* თაღლითი, თუ "მილიონერი მომავლიდან"?

* ინგლისური სახალისო ისტორიები



1
89
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
89
  
25 იანვარი, 22:04
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Sexy18.pw
0 1 1