მოვლენები დაუვიწყარი მოდური პერსონაჟები 90-იანების სერიალებიდან 22 იანვარი, 12:04 90-იანების ეპოქა ნამდვილად, ყოველმხრივ, საუკეთესო, ეპოქა იყო, რაც კი ამქვეყნად არსებულა. მოდის ტენდენციები, ფილმები, წიგნები, მუსიკა, ტექნოლოგიები ყველაფერი ვითარდებოდა და ვითარდებოდა. ამ ეპოქის შემდეგ მართალია, უკვე 30 წელიწადზე მეტია, რაც გავიდა, მაგრამ 90-იანები მოდიდან არასოდეს გადავა! ამის დასამტკიცებლად, რამდენიმე დაუვიწყარი მოდური პერსონაჟის მაგალითს მოგიყვანთ, ჩვენი საყვარელი, 90-ანების, სერიალებიდან. 1. რეიჩელ გრინი ("მეგობრები'' 1994-2004) რეიჩელ გრინი, ტყუილად არ ითვლება 90-იანები ეპოქის ყველაზე გამორჩეულ ''fashion icon''-ად, მან ეს წოდება, სრულიად, დამსახურებულად მოიპოვა. მისი ჩაცმის სტილი ისეთი მარტივი, მოსახერხებელი და ამავდროულად, ძალზე დახვეწილი და კლასიკური იყო, რომ შეუძლებელი იყო ეს პერსონაჟი "მოდის დედოფლად'' არ გეღიარებინათ. 2. ბაფი სამერსი (''ბაფი, ვამპირების გამანადგურებელი ''1997-2003) ალბათ, ვამპირების თემატიკაზე შექმნილი ათობით სერიალი, თქვენც ჩემსავით, ნანახი გექნებათ და გემახსოვრებათ, მათი თანამედროვე და ამავდროულად, ძველმოდური და გამორჩეულად, დასამახსოვრებელი, ჩაცმულობა. თუმცა, ნანახი გაქვთ რომ სერიალი ვამპირების გამანადგურებელზე და მისი ''fashion look''-ებისთვის თუ მოგიკრავთ, საერთოდ, თვალი? ბაფის, ''თამამად მოკრძალებული'' ჩაცმის სტილი, უბრალოდ, დახვეწილობის ნამდვილ მასტერკლასს წარმოადგენდა 90-იანების ეპოქაში. 3. ფრენ ფაინი ("ძიძა'' 1993-1999) ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და კეთილშობილი სიტკომი ალბათ, თითქმის, ყველას, გვახსოვს ან მისი რუსული რიმეიქი მაინც გვემახსოვრება უმეტესობას, რომელიც ასეთი პოპულარული იყო ჩემს ბავშვობაში. ფრენ ფაინის ჩაცმულობა, სწორედ ისაა, რასაც 90-იანები, საკუთარ თავში, მოიაზრებდა. მისი კლასიკური, თანამედროვე, ზოგჯერ კი "ძალზე'' გადაპრანჭული ჩაცმულობა, სწორედ ის, ''trademark''-ი იყო, რომელმაც მისი პერსონაჟი, ათწლეულების განმავლობაში, დაგვამახსოვრა. 160 2-ს მოსწონს
|