x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
წარსულის ლამაზმანები, ვისთვისაც მამაკაცები ჭკუას კარგავდნენ

image


გოგონები, რომლებიც სილამაზის თანამედროვე სტანდარტებზე მორგებას ცდილობენ, წარსულში პუბლიკის აღფრთოვანებას ძნელად თუ შეძლებდნენ. მე-20 საუკუნეში ქალის მიმზიდველობაზე თავისებური შეხედულებები არსებობდა. ბუნებრიობა სათანადოდ ფასდებოდა, ხოლო ქალბატონებს ერთადერთი სურვილი ამოძრავებდათ, ყოფილიყვნენ უნიკალურები და არა ერთმანეთის მსგავსნი. სწორედ ამიტომაც იყო წარსულში ამდენი განსხვავებული, თუმცა ერთნაირად უნაკლო ლამაზმანი. დღევანდელ სტატიაში გადავწყვიტე გაგახსენოთ ის მსახიობები, მოდელები და სპორტსმენები, რომელთა ეკრანზე ყოველი გამოჩენა მამაკაცებს 30, 50 და თითქმის 100 წლის წინაც გულს უჩქარებდა, ზოგიერთი მათგანის შარმი და მიმზიდველობა კი დღესაც იმდენად ძლიერია, რომ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებში ჯერ კიდევ აღძრავს ფანტაზიას.




ჯენა დე როსნეი


image


ჯენა - ჩვეულებრივი მოდელი არ გახლავთ. მან შვიდჯერ დაამყარა სიჩქარის ნაოსნობის რეკორდი, ხოლო როდესაც სპორტული კარიერა დაასრულა, დე როსნეი საცურაო კოსტიუმების შექმნით დაკავდა.





ელიზაბეტ მონტგომერი


image


ეს ამერიკელი მსახიობი ცნობილი გახდა რეჟისორ უილიამ ეშერის ფილმით "მოჯადოებული". ელიზაბეტი არა მხოლოდ საოცარი სილამაზით, არამედ უნიკალური იუმორის გრძნობითაც გამოირჩეოდა.





კიმ ნოვაკი


image

ეფექტურ მოდელ კიმ ნოვაკს სინამდვილეში მერლინი ერქვა, თუმცა გოგონას ფსევდონიმის აღება აიძულეს, რათა ის იმ პერიოდის ასევე ცნობილ ვარსკვლავთან - მერლინ მონროსთან არ არეოდათ.





ები ლეინი


image


ები ლეინი მსახიობი, მოცეკვავე და მოდელი გახლდათ. ყველაზე ხშირად მას, როგორც უნაკლო ფიგურის მქონე გოგონას, სარეკლამო რგოლებისთვის საცურაო კოსტიუმებში პოზირებას ანდობდნენ.





ჯინა ლოლობრიჯიდა


image


იტალიელი მსახიობი ჯინა ლოლობრიჯიდა ოპერის მომღერლობაზე ოცნებობდა, თუმცა რეჟისორებმა ასეთი ლამაზმანის ხელიდან გაშვება ვერ შეძლეს. ასე აღმოჩნდა იტალიური კინოს მშვენება კინოინდუსტრიაში.



ავა ნორინგი


image


ამერიკელი მსახიობი ავა ნორინგი მაყურებელმა "კილიმანჯაროს თოვლიან მთაში" იხილა, ჰოლივუდი მას აღმერთებდა, თუმცა სხვა ქვეყნებში, გარდა მისი მშობლიური უნგრეთისა, მას ნაკლებად იცნობდნენ, უნგრეთში კი მზად იყვნენ ავა ხელში აყვანილი ეტარებინათ.





შონ იანგი



image


მსახიობმა შონ იანგმა ითამაშა ფილმებში "სამართებელზე მორბენალი" და "დიუნი". ის ასევე რუსულ კინოშიც გამოჩნდა, როდესაც 2005 წელს სერიალში "ესენინი" აისედორა დუნკანის როლი შეასრულა.





ნატალი ვუდი


image


ნატალი ვუდმა - იგივე ნატალია ზახარენკომ - სამჯერ მიიღო "ოსკარის" ნომინაცია, ის გახლდათ ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალი, რომელიც სრულიად დამსახურებულად ითვლებოდა მამაკაცებისთვის სილამაზის ეტალონად.





ჰელენ მირენი


image


კიდევ ერთი ვარსკვლავი რუსული ფესვებით - ჰელენ მირენი ან უბრალოდ ელენა მირონოვა გახლავთ. ბევრმა ის მაშინ გაიცნო, როდესაც მსახიობი უკვე 50 წელს გადაცილებული იყო, თუმცა მათ წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, რამდენად მომხიბვლელი იყო ის ახალგაზრდობაში.







0
614
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
614