x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134560
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508620
რუსეთმა 2023 წელს ხორბლის ექსპორტით მსოფლიო რეკორდი დაამყარა

image

რუსეთმა დაადასტურა თავისი პრეტენზია, როგორც ხორბლის მწარმოებელი ზესახელმწიფო.





სანქციების გამოცხადების შემდეგ ზოგიერთი უცხოელი ექსპერტი დიზელის საწვავის დეფიციტზე ალაპარაკდა, ისინი ამტკიცებდნენ, რომ რუსეთში დიზელის საწვავის საშინელი დეფიციტია, რაც რუს ფერმერებს აიძულებს ამ სეზონზე მოსავლის უმეტესი ნაწილი მინდვრებში დატოვონო დასალპობად.



2023 წელს რუსეთმა ხორბლის ექსპორტის აბსოლუტური მსოფლიო რეკორდი დაამყარა, რითაც 2018 წელს საკუთარ მიღწევას გადააჭარბა. დარგობრივი წყაროების მონაცემების საფუძველზე (რუსეთის ფედერალურმა საბაჟო სამსახურმა შეაჩერა საგარეო ვაჭრობის მონაცემების გამოქვეყნება), 2023 წელს ხორბლის ექსპორტი რუსეთიდან 52-დან . 55 მილიონ ტონამდე მერყეობდა . ამრიგად, «Русагротранс"ის მიერ გამოქვეყნებული ყოველთვიური მონაცემების შეჯამებით, ეს მაჩვენებელი 52 მილიონ ტონაზე მეტია, რუსეთის მარცვლეულის კავშირის მონაცემებით - დაახლოებით 55 მილიონი ტონა, გამოთვლები სასოფლო-სამეურნეო წლის ცალკეული პერიოდებისთვის (ივლისი-ივნისი) იძლევა მსგავს შედეგებს.


ამასთან, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 2023 წლის 11 თვეში ექსპორტირებული იყო 50 მილიონი ტონა ხორბალი; დეკემბრის ექსპორტი დარგობრივი წყაროების მონაცემებით 3-დან 4 მილიონ ტონამდეა შეფასებული. ამრიგად, რუსეთმა 20 პროცენტით გადააჭარბა 2018 წლის საკუთარ მსოფლიო რეკორდს, მაშინ ექსპორტზე გატანილი იყო 44 მილიონი ტონა ხორბალი, ხოლო წინა რეკორდი ეკუთვნოდა აშშ-ს რომელმაც 1981 წელს 43, 9 მილიონი ტონა ხორბალი გაყიდა.(ნახე ბმული)



რუსეთმა მთლიანად წელიწადში 104 მილიონი ტონა ხორბლის მოსავალი მიიღო, რითაც მე-3 ადგილს იკავებს მსოფლიოში. პირველ ადგილზეა ჩინეთი:137 მლნ.ტონა; მეორეზე ინდოეთი-107 მლნ.ტონა;


მთლიანად მარცვლეულის წარმოებაში(ხორბალი, სიმინდი, შვრია, წიწიბურა, ქერი და ა, შ) რუსეთს მე-4 ადგილი უკავია მსოფლიოში(153 მილიონი ტონა)



ახლახან ვწერდით ირლანდიელ ბიზნესმენზე, რომელიც უკრაინაში შეჭრიდან გამომდინარე დაწებული სანქციების ფონზე გაოცებული დარჩა მოსკოვის სუპერმარკეტში ნანახი სასმელების სიუხვით და მრავალფეროვნებით(მიყევი ბმულს)

1
49
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
49
  
21 იანვარი, 20:29
უცხოელი და ქართველი ექსპერტებიც ვინც რუსეთის კრახზე აკეთებდნენ პროგნოზებსს ყველანი არიან დაჩუტული ყლლლლლლლეეეეეეეეეეები. სანქციებმა, რა გასაკვირიც არ უნდა იყოს მხოლოდ გააძლიერა რუსეთი.
0 1 1