x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
საინტერესო ფაქტები "კარიბის ზღვის მეკობრეებზე" და ჯონი დეპზე

image


ყველამ ვიცით, რომ ჯონი დეპი — გამორჩეული მსახიობია და ის თავის როლებში, ყოველთვის გულსა და სულს დებს. ასე იყო "კარიბის ზღვის მეკობრეების" შემთხვევაშიც. ჯეკ ბეღურას როლზე, მისი დამტკიცების შემდეგ, მსახიობი მთლიანად თავის გმირზე გადაერთო და მეკობრის სახის წარმოსაჩენად, სცენარში გაწერილი სიუჟეტის გარდა, საკუთარი წვლილიც შეიტანა.


მაგ., ფილმის — "კარიბის ზღვის მეკობრეები: შავი მარგალიტის წყევლა" (2003) გადაღების დაწყების წინ, ჯონი დეპმა გადაწყვიტა, რომ ჯეკ ბეღურას ოქროს კბილები უნდა ჰქონოდა. მაგრამ, ეს იდეა არ მოეწონათ ფილმის შემქმნელებს. ამიტომ, ამ საკითხზე მოლაპარაკებაზე მისვლამდე, მსახიობმა სტომატოლოგთან შეიარა და ოქროს რამდენიმე ინპლანტი გაიკეთა, რამაც მწარმოებლები შოკში ჩააგდო... აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ოქროს კბილები მას, 2007 წლამდე არ მოუხსნია, ვიდრე ფილმის III ეპიზოდის — "კარიბის ზღვის მეკობრეები: მსოფლიოს დასასრული"–ს გადაღება არ დასრულდა.


image


ჯეკ ბეღურას პისტოლეტი, ფილმის პირველ ეპიზოდში — "კარიბის ზღვის მეკობრეები: შავი მარგალიტის წყევლა", გადასაღებ მოედანზე ერთადერთი ნამდვილი იარაღი იყო. კაჟის თოფი, რომელიც დეპის გმირს უკავია ხელში, 1765 წელს იყო დამზადებული და მას მხოლოდ იმ სცენებში იყენებდნენ, სადაც სროლა იყო საჭირო. სხვა შემთხვევებში, იარაღს რეკვიზიტით ანაცვლებდნენ.


image


ალბათ, მაყურებლის უმრავლესობას არ შეუნიშნავს, რომ მთავარ გმირს, მარჯვენა ყბაზე წითელი ლაქა აქვს. ესეც დეპის და ფილმის გრიმის ავტორის ხუმრობაა — წითელი ლაქა სიფილისის ნიშანი იყო და ის ფილმიდან – ფილმში, სულ უფრო შესამჩნევი ხდებოდა.


image


სცენარის მიხედვით, დეპის გმირს ტყავის ქუდი უნდა ხურებოდა და თავიდან ეს, ასეც იყო. მაგრამ იმის გამო, რომ "პირატი" ქუდს ხშირად კარგავდა და მას შემდეგ, რაც მან 10 ტყავის ქუდი ზღვას გაატანა, კოსტიუმების მხატვარმა, მისთვის რეზინის ქუდი გააკეთა, რომელიც წყალში ჩავარდნის შემთხვევაში, არ იძირებოდა.


image


ფილმში — "კარიბის ზღვის მეკობრეები: მკვდრის სკივრი" (2006), კაპიტანი ჯეკის სიმღერა "I’ve Got A Jar Of Dirt", მსახიობის მიერ იყო იმპროვიზებული.*



image


ჯეკ ბეღურას "კარიბის ზღვის მეკობრეები: უცნაურ ნაპირებზე" (2011) ლოყაზე "Х"–ის სახის მკვეთრად გამოსახული იარა გაუჩნდა. ამ იდეის ავტორიც, თავად მსახიობი იყო. როგორც დეპმა თქვა: "თუ სახეზე ჭრილობა გაგიჩნდათ, ეს უბრალოდ ჭრილობაა... მაგრამ, "Х"? – იმას ნიშნავს, რომ ერთხელ გაიღვიძე და დაინახე, რომ "Х"– ნიშანი ვიღაცამ განზრახ გაგიკეთა".


image


* საზოგადოების უმეტესობა ჯონი დეპს ჰოლივუდის სუპერვარსკვლავად მიიჩნევს და ცოტამ თუ იცის, რომ მას გამორჩეული მუსიკალური ნიჭი აქვს. ის მხოლოდ გამოჩენილი მსახიობი კი არა, ვირტუოზი გიტარისტიც არის. დეპი რამდენიმე ცნობილ მუსიკოსთან თანამშრომლობდა, რომელთა შორის ელის კუპერი და ჯო პერი იყო.


image


სხვა სიახლეები:


* ვარსკვლავებისკენ მიმავალი გზა, ახლა ბოსელზე გადის

* "სამი დღე მარსზე" – რა თქვა ასტრონავტმა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე?

* 10 ისტორიული ფოტო, რომელიც დღეს ძალიან უცნაურად გამოიყურება

* ინგლისური სახალისო ისტორიები



0
105
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
105
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0