x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
სამხრეთ კორეის შოკისმომგვრელი თავისებურებები, რომლებიც ყველა ტურისტს შოკში აგდებს

image


10 მილიონიანმა სამხრეთ კორეის დედაქალაქმა - სეულმა 2010 წელს "საუკეთესო დიზაინის მქონე დედაქალაქის" საპატიო წოდება დაიმსახურა. ეს ულამაზესი ქალაქი, რომლის ასაკიც ორნახევარ ათას წელს უახლოვდება, მსოფლიოს თითქმის ყველა წერტილიდან ტურისტებს მაგნიტივით იზიდავს. თავად კორეელებიც საოცარი ხალხია, რომლებმაც მიუხედავად გლობალიზაციის შემოტევისა მრავალი უნიკალური ტრადიციის შენარჩუნება შეძლეს, ამ ტრადიციების და მახასიათებლების უმრავლესობა ქვეყანაში ჩასულ ბევრ ევროპელ ტურისტს შეიძლება საკმაოდ სპეციფიკურადაც კი მოეჩვენოს, მოკლედ, დღევანდელ სტატიაში მსურს წარმოგიდგინოთ სამხრეთ კორეის რამდენიმე უჩვეულო თავისებურება, რომელიც ამ ქვეყანაში ჩასულ ყველა სტუმარს კულტურულ შოკში აგდებს.




1. სამხრეთ კორეაში ტუალეტთან დაკავშირებული იუმორი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს


image


სამხრეთ კორეაში ტუალეტის თემაზე სასაცილო ხუმრობებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით. დეფეკაციის პროცესი იქ იმდენად სასაცილოდ ითვლება, რომ მას ღია ცის ქვეშ მდებარე უაღრესად საინტერესო ინსტალაციებითა და რეალისტური ქანდაკებებით აღჭურვილი მთელი პარკიც კი ეთმობა, ასევე საკონდიტროებშიც ხშირად შეხვდებით ამ უცნაური ფორმის ორცხობილებსა და ტკბილეულს, ხოლო სუვენირების მაღაზიები ამ თემას უკიდეგანო ფანტაზიის სივრცეებს უხსნის. ადგილობრივებს ამ თემის ასეთი გაფეტიშება არც შოკში აგდებთ და არც აღაშფოთებთ. იქ ამით უბრალოდ ყველა ხალისობს.






2. მეგობრული ჩახუტება


image


ევროპა საზოგადოებრივ ადგილებში წყვილების მხრიდან გამოხატული სითბოსა თუ ალერსის მიმართ უკვე დიდი ხანია რაც გულგრილია, ხოლო თუკი ამას ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლები აკეთებენ, შესაბამისად, ისინი უკვე არატრადიციულ წყვილად აღიქმებიან. სამხრეთ კორეაში, ამასთან დაკავშირებით რადიკალურად განსხვავებული მიდგომა არსებობს, მაშინ როდესაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს შორის ერთმანეთის მიმართ ალერსის გამოხატვა უხამსობად ითვლება, ერთი სქესის მქონე ადამიანების ხელიხელჩაკიდებული სიარული, ერთმანეთის მუხლებზე ჯდომა ან ერთმანეთისთვის ნაზად თმის გასწორება საზოგადოების მიმართ უპატივცემულობის გამოხატვის ფორმად ან არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის გამოვლინებად სულაც არ ითვლება.







3. პლასტიკური ქირურგიით ახალგაზრდების გატაცება


image


დღეს, სამხრეთ კორეა ერთ სულ მოსახლეზე პლასტიკური ოპერაციების რაოდენობის მიხედვით მსოფლიოს ერთ-ერთ ლიდერად ითვლება. ქვეყანაში კარგი პლასტიკური ქირურგების რიცხვი იმდენად დიდია, რომ მათთან კონსულტაციაზე ადგილობრივების გარდა, უცხოელი ტურისტებიც კი ჩადიან. გარდა ამისა, კორეაში პლასტიკურ ოპერაციებზე ფასი ევროპასთან და ამერიკასთან შედარებით გაცილებით დაბალია, რის გამოც წლიდან წლამდე ქვეყანაში ეს ბიზნესი სულ უფრო და უფრო ვითარდება და ახალ მწვერვალებს აღწევს. სამხრეთ კორეაში ერთ - ერთ ყველაზე გავრცელებულ ოპერაციად ქუთუთოების პლასტიკა ანუ - ბლეფაროპლასტიკა ითვლება. "ევროპული" თვალის ჭრილზე მეოცნებე ყველა სამხრეთ კორეელი განურჩევლად სქესისა აღნიშნულ ქირურგიულ კორექციას დაუფიქრებლად იკეთებს.





4. მოტელები ხორციელი სიამოვნებისთვის


image


ამ ქვეყანაში ღირსეული ოჯახის ახლგაზრდა წარმომადგენლის მხრიდან პარტნიორისადმი საზოგადოებრივ ადგილებში საკუთარი სათუთი გრძნობების გამოხატვა დაუშვებლად ითვლება. ოჯახებში მშობელთა კონტროლიც ასევე უჩვეულოდ მკაცრია. ვერაფერს გააწყობ ასეთია ხარკი საუკუნოვანი ტრადიციებისადმი გაღებული, თუმცა კორეელებმა პურიტანული ტრადიციების, თანამედროვე ემანსიპაციასთან შეთავსების საკმაოდ ეშმაკური გზა იპოვეს, კერძოდ კი, ახალგაზრდა წყვილები მოძალებული სექსუალური ვნებების დასაცხრობად ევროპის მსგავსად არა უახლოესს პარკებს სტუმრობენ, არამედ მინი - მოტელებს, რომელთა რაოდენობაც სამხრეთ კორეაში საკმაოდ დიდია.





5. "K-Pop" მუსიკა


image


"K-Pop"- ასე უწოდებენ კორეულ პოპ - მუსიკას. მას საკმაოდ ბევრი სპეციფიკური მახასიათებელი გააჩნია და საკმაოდ დიდი პოპულარობით არა მხოლოდ თავად სამხრეთ კორეაში, არამედ აზიის სხვა ქვეყნებშიც სარგებლობს. ამ მუსიკალურ ჟანრში მოღვაწე ჯგუფები, ძირითადად 16-დან 24 წლამდე ასაკის რამდენიმე ბიჭისგან და გოგონასგან შედგება. "K-Pop"-ის ჟანრის მუსიკალური კომპოზიციები ძირითადად რიტმ-ენდ-ბლუზის, ჰიპ - ჰოპისა და ელექტრო - პოპის ელემენტებს აერთინებს, ტექსტები კი, როგორც წესი, არა კორეულ, არამედ ინგლისურ ენაზე ჟღერს. "K-Pop"-ის თაყვანისმცემელთა რაოდენობა იმდენად დიდია, რომ ის შეიძლება საერთაშორისო ახალგაზრდულ სუბკულტურადაც კი ჩაითვალოს.




6. აჯუმა


image


აჯუმა - ასე უწოდებენ სამხრეთ კორეაში ხანდაზმულ ქალბატონებს. კორეული კულტურის ერთ – ერთი განსაკუთრებული თვისება მოხუცების მიმართ საზოგადოების უმცროსი წევრების უაღრესად მოკრძალებული დამოკიდებულებაა. ხანდაზმული ქალბატონები ასაკთან ერთად საოცრად მაღალ სტატუსს იძენენ, რომლის წყალობითაც ყველაფრის გაკეთების უფლება ენიჭებათ, რითიც სისტემატურად სარგებლობენ კიდეც, მათ შორის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც კი, სადაც ყველა ვალდებულია მათ ადგილი დაუთმოს. ისინი საკუთარ მოვალეობად თვლიან ასაკით პატარა, ყველა ახალგაზრდას ხმამაღალი შენიშვნა მისცენ, ხოლო თუკი მათ თავხედობა ეყოფათ და მათ რჩევებს არ გაითვლისწინებენ, აჯუმას თავისუფლად შეუძლია მათ შეაფურთხოს კიდეც და ამის გაპროტესტებას თქვენ წარმოიდგინეთ და, ვერავინ გაბედავს.






7. ალკოჰოლის გადაჭარბებული სიყვარული


image


სამხრეთ კორეაში ამ ბოროტებას ნამდვილად აქვს ციკლოპური მასშტაბები, ქვეყანა ძლიერი ალკოჰოლური სასმელების მოხმარებით მოწინავე პოზიციებს იკავებს. სამუშაო დღის ბოლოს, სამხრეთ კორეის ქუჩები ნასვამი ადამიანებით ყოველთვის გადავსებულია, თუმცა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი კორეელები წესიერად იქცევიან, აქ ჩხუბი იშვიათი მოვლენაა. კორეული "კორპორატიული კულტურის" თანახმად თუ ხელმძღვანელი ქვეშევრდომს სამუშაოს დასრულების შემდეგ დასალევად დაპატიჟებს, უარის თქმა პრაქტიკულად შეუძლებელია.ასე რომ, "ახალწვეულებს" სმა ჯერ იძულების წესით უწევთ, შემდეგ კი უკვე საკუთარი სურვილით.





8. კორეული ახალგაზრდული ტრენდი - ერთნაირი სამოსის ტარება


image


თუკი ევროპაში ერთნაირ სამოსში გამოწყობილი ადამიანების შეხვედრა სრულ ფიასკოს უტოლდება, სამხრეთ კორეაში ეს პოპულარულ ტრენდად ითვლება. ახალგაზრდები განგებ ცდილობენ ტყუპებივით ერთნაიარად ჩაიცვან. სწორედ ამ უჩვეულო ხერხით ახდენენ ისინი გარშემომყოფებისთვის იმის დემონსტრირებას, რომ ისინი კარგი მეგობრები არიან. მაღაზიის მფლობელებმა ამ მოდური ტრენდის შესახებ ბრწყინვალედ იციან და თავიანთ ერთგულ მომხმარებლებს ერთნაირი კოსტიუმების შერჩევაშიც ყოველთვის სიამოვნებით ეხმარებიან.






9. რესტორნიდან საკვების მიწოდების უსწრაფესი სერვისი


image


თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანაში სხვადასხვა საკვების მიწოდების სერვისი იდეალურად მუშაობს, მაგრამ სამხრეთ კორეაში ის ვირტუოზულ დონემდეა აყვანილი. მომხმარებელი წესიერად შეკვეთის გაფორმებსაც კი ვერ ასწრებს, რომ კარებთან უკვე მის მიერ შეკვეთილი საკვებია მიტანილი, რაც შეეხება ჭურჭელს, მას როგორც წესი, შემკვეთი ტრაპეზის შემდეგ საკუთარ კართან ტოვებს, რის შემდეგაც კურიერი თავად მიდის და გასარეცხი ჭურჭელიც უკანვე მიაქვს.




10. ულტრა- მინი ქვედაბოლო


image


მინი ქვედაბოლოს სიგრძით დღეს უკვე ვეღარავის გააკვირვებ, თუმცა სამხრეთ კორეელებს ეს მაინც შესანიშნავად გამოსდით. მოდას აყოლილი გოგონების ქვედატანი როგორც წესი, იმდენად მოკლეა რომ კიბეზე ჩასვლისას სხეულის ინტიმური ნაწილის დაფარვა მათ ხან ჩანთის, ხანაც გაზეთის საშუალებით უწევთ, რათა გამვლელები მეტისმეტად არ ააღელვონ, მაგრამ თუკი გოგონა საკმაოდ მოკრძალებული დეკოლტის ჩაცმას გადაწყვეტს, გარშემომყოფების მხრიდან გამკიცხავი მზერის გარდა, შეურაცხმყოფელ შენიშვნასაც დაიმსახურებს, ხოლო თუკი სადმე აჯუმას (სამხრეთ კორეაში მოხუცებული ქალის სტატუსი, რომელთაც ყველაფრის უფლება აქვთ) რომელიმე წარმომადგენელს გადააწყდება ის არა მხოლოდ უკანასკნელი სიტყვებით გაილანძღება, არამედ ფურთხის ღირსიც კი გახდება.









0
349
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
349