x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134554
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508613
ავსტრიაში მანიაკი იოზეფ ფრიტცლი, რომელიც საკუთარ ქალიშვილს 24 წლის განმავლობაში აუპატიურებდა, შეიძლება ციხიდან გაათავისუფლონ
image

88 წლის ელექტროინჟინერი იოზეფ ფრიტცლი ავსტრიის ქალაქ ამშტეტენიდან, რომელსაც საკუთარ ქალიშვილი სახლის სარდაფში 24 წლის განმავლობაში ჰყავდა დამწყვდეული, აუპატიურებდა და მასთან შვიდი შვილი გააჩინა, შესაძლოა მალე ციხიდან გაათავისუფლოს.


BBC News-ის ცნობით, ფრიცტლის ადვოკატი ცდილობს მანიაკის გათავისუფლებას, რადგან ის „სრულიად უვნებელი გახდა“.


ავსტრიის საზოგადოებრივი მაუწყებელი ORF -ს ცნობით, ახალ ფსიქიატრიულ დასკვნაში ნათქვამია, რომ ფრიტლცი დემენციით არის დაავადებული, ამიტომ, ის აღარ წარმოადგენს საფრთხეს საზოგადოებისთვის.ის შესაძლოა ციხიდან მოხუცებულთა სახლში გადაიყვანონ.




ელიზაბეტ ფრიტლცის საქმე



ავსტრიელ ელექტრიკოსს, იოზეფ ფრიტლცს 24 წლის განმავლობაში ჰყავდა დამწყვდეული საკუთარი ქალიშვილი, 11 წლიდან მოყოლებული მამამ ლიზი სარდაფში დაამწყვდია, რა დროსაც იგი გამუდმებით სცემდა და აუპატიურებდა.


როდესაც ლიზი 18 წლის გახდა, მამამისმა პოლიციაში ძებნაზე განცხადება შეიტანა, თითქოს მისი ქალიშვილმა დაუტოვა წერილი, სადაც ის იტყობინებოდა, რომ მას ამიერიდან ცალკე ცხოვრება სურდა.


სარდაფში ტყვეობის დროს ელიზაბეტმა საკუთარი მამისგან 7 შვილი გააჩინა, ამათგან სამ შვილს არასდროს დაუტოვებია სარდაფი, აქედან ერთი გარდაიცვალა, დანარჩენებზე კი საზოგადოებას არწმუნებდა, რომ თითქოს "აღვირახსნილმა ქალიშვილმა" უკანონოდ გაჩენილი შვილები მშობლებს მიუგდო გასაზრდელად.


საქმე მხოლოდ 2008 წელს გაიხსნა, როდესაც ინსცესტით დაბადებულ უფროს ქალიშვილს 19 წლის კერსტინს თირკმლის უკმარისობის სინდრომი აღმოაჩნდა, ექიმებმა საბუთებში ეჭვი შეიტანეს, არც ავადმყოფობის ისტორია აღმოჩნდა და არც გოგონას დედა ჩანდა, რომელიც "დაკარგულად" ითვლებოდა, საქმეში ჩაერია პოლიცია და ყველაფერი გაირკვა.

image

2009 წელს იოზეფ ფრიტლცს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა, იგი სასჯელს მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში იხდის.

1
77
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
77
  
25 იანვარი, 22:15
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Sexy18.pw
0 1 1