x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134526
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
ქალის თეთრეული, რომელიც სასწრაფოდ უნდა გადაყაროთ თქვენი კარადიდან
შოპინგი - თერაპია დიდ გავლენას ახდენს განწყობასა და ჯანმრთელობაზე. ამ ეფექტის გასამყარებლად საჭიროა არა მხოლოდ იყიდოთ რაღაც მართლაც აუცილებელი და ლამაზი, არამედ გადაყაროთ ძველი და არასაჭირო ნივთები. თუ ამას არ გააკეთებთ, თქვენი კარადა გადაიქცევა ზედმეტი მოგონებების ყუთად. ეს ეხება არა მარტო ტანსაცმელს, არამედ ქალის თეთრეულსაც.



image



ხშირად ვინახავთ არასაჭირო ნივთებს, მათ შორის საცვლებსა და ბიუსტჰალტერს. დღევანდელ სტატიაში გირჩევთ, თუ როგორი თეთრეული უნდა გადაყაროთ კარადიდან სასწრაფოდ.



ქალის თეთრეული, რომელიც სასწრაფოდ უნდა გადაყაროთ თქვენი კარადიდან




1. თეთრეული, რომელიც თვალსაჩინოა ტანსაცმელზე. image


თუ ბიუსტჰალტერი სხეულის კონტურებს არ აჩენს და ისე დგას თქვენს სხეულზე, თითქოს პერანგის შიგნიდან კიდევ გაცვიათ სხვა რამ და ასევე, საცვალი, რომელიც შარვლის წელს ზემოთ იჭყიტება ან შარვლის ქვეშ მისი კონტურები მკაფიოა, სასწრაფოდ გადაყარეთ კარადიდან.





2. საცვალი ან ბიუსტჰალტერი გაწელილი და ფორმა დაკარგული.image

მაშინაც კი, თუ ეს თქვენი საყვარელი საცვალია, რადგან ის ოდესღაც იდეალურად ინარჩუნებდა თავის ფორმას, დროა აღიაროთ, რომ წარსულს ჩაბარდა თუ წელის ზოლი ტალღოვანია. დაიმახსოვრეთ, მისი საუკეთესო დღეები უკან დარჩა.





3. საცვალი მჭიდრო ზოლით/რეზინით.image

ყველაფერში უნდა იყოს ბალანსი და თუ საცვლებს მჭიდრო ელასტიური ზოლით იპოვით, მაშინვე შეგიძლიათ გადააგდოთ, რადგან რეზინის მჭიდრო ზოლი გვერდებს ჭრის. პირველ რიგში, ეს არის საცვალი, რომელიც ხელს უშლის სისხლის ნორმალურ მიმოქცევას და შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები. მეორეც, ასეთი საცვლები ნებისმიერ გამხდარ ქალსაც კი გვერდებს გაუჩენს.





4. ფერდაკარგული საცვალი და ბიუსტჰალტერი. image

ეს წესი ძირითადად თეთრ საცვლებზე ვრცელდება. მრავალრიცხოვანი რეცხვა იწვევს ქსოვილის ცვეთას, რაც სრულიად ლოგიკური პროცესია. თუ თქვენ თეთრეულს დაედო ნაცრისფერი ელფერი, მაშინ მასი ადგილი არ არის თქვენს კარადაში.



0
148
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
148
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0