x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
ყაზახეთში ცოლმა ქმარს დაბადების დღეზე მეორე ცოლი აჩუქა(ვიდეო)
image

ცოლმა ეს იმიტომ გააკეთა, რომ თავიდან აიცილოთ ქმრის " მარცხნივ" სიარული და ყოველთვის მეთვალყურეობის ქვეშ ყავდეს.



უკიდურესად წინდახედულმა და მახვილგონიერმა ქალმა ატირაუში (ყაზახეთი) ქმრის დაბადების დღეზე ცოლმა მადლობა გადაუხადა მეუღლეს ერთად გამოვლილი განსაცდელებისთვის და უჩვეულო საჩუქარი გადასცა, - მეორე ცოლი


ის გახლავთ 23 წლის გოგონა, რომელიც მისმა მეუღლემ ქმრისთვის მეორე ცოლად წარადგინა.



აღმოჩნდა, რომ ეს გოგონა მედდად მუშაობდა იმ საავადმყოფოში, სადაც ქალი დიდი ხნის განმავლობაში მკურნალობდა. თუ რამ აიძულა ახალგაზრდა მედდა დათანხმებოდა მეორე ცოლობაზე, ისტორია დუმს.


საინტერესოა, რომ ის ასეთ თანაცხოვრებაზე აბსოლუტურად თანახმაა . მეტიც, ვრცელდება ინფორმაცია, რომ გოგონას მშობლებმაც ყველაფერი იციან და არ არიან წინააღმდეგი.



ყოველ შემთხვევაში, რეალურმა ცოლმა ასე განუმარტაქმარს: „როდესაც საავადმყოფოში ვიწექი და ძალიან ცუდად ვიყავი, ეს ექთანი მივლიდა. ის 2000 წელს დაიბადა და ყველაფერზე თანახმაა“.



ცნობილია, რომ ცოლ-ქმარი ქორწინებაში 10 წელია ცხოვრობს. ვიდეო ერთ-ერთ სოციალურ ქსელში გავრცელდა და მაშინვე ვირუსული გახდა.


საინტერესოა, რომ ყაზახეთი ითვლება საერო სახელმწიფოდ, მაგრამ მრავალცოლიანობის წეს-ჩვეულებები ჯერ კიდევ არსებობს, თუმცა ფარულად. ოფიციალურად მეორე ქორწინების დარეგისტრირება აკრძალულია, მაგრამ ტარდება მუსლიმური რიტუალი, რომლის მიხედვითაც მამაკაცი ირთავს მეორეს და შემდგომ ცოლს.რელიგიის მიხედვით ყველა ეს შემდგომი მეუღლე პირველი ცოლივით ითვლება კანონიერად.


0
441
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
441
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0