x
image
Yoona
უწყვილოდ სამხრეთ კორეაში – რა დამოკიდებულება აქვთ კორეელებს მარტოხელების მიმართ და ვინ არის სამპოს თაობა
კორეელი ქალი, სახელად ჰიონი, სამხრეთ კორეაში ცხოვრობს და თავისი ქვეყნის და მისი მაცხოვრებლების შესახებ საინტერესო ფაქტებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. ამჯერად გოგონა წერს, რა დამოკიდებულება აქვთ კორეაში მარტოხელების მიმართ, რატომ არის აქ მნიშვნელოვანი წყვილის ყოლა და რატომ არ სურს ზოგიერთ ახალგაზრდა ქალს ურთიერთობა. ნახეთ, რას წერს კორეელი ქალი. სტატიაში მოყვანილია ავტორის სიტყვები.



image



გყავს წყვილი?



თუ კორეელს შეხვდით, სავარაუდოდ, რამდენიმე ჩვეული კითხვის შემდეგ გკითხავთ, გყავთ თუ არა შეყვარებული. არ შეგეშინდეთ: კორეაში ნორმალურად ითვლება ამის კითხვა პირველივე შეხვედრაზე. ჩვენთვის ურთიერთობა ღია თემაა და წყვილის ყოლა ძალიან მნიშვნელოვანია კორეელის ცხოვრებაში, გარკვეულწილად მოდასაც გვაგონებს.





image




ჩემი აზრით, კორეაში პირადი ცხოვრების კონცეფცია არც ისე დიდი ხნის წინ გაჩნდა, ამიტომ ჯერ მიჩვეული არ ვართ, როგორ დავიცვათ პირადი ცხოვრება და არ ჩავერიოთ სხვების პირადში. ბევრი კორეელი ვერც აცნობიერებს, რომ მათი კითხვები შეიძლება იყოს უხერხული, ამიტომ უყოყმანოდ კითხულობს, რისი კითხვაც უნდა.



უცნაური ადამიანი წყვილის გარეშე

image



კორეელები ხშირად ფიქრობენ, რომ თუ ადამიანს არ ჰყავს პარტნიორი, ის „განსაკუთრებულია“ ან რაღაც პრობლემა აქვს, ფიზიკური ან ფსიქოლოგიური. ადგილობრივები ამას ნაკლთან აიგივებენ. სინამდვილეში, ვიღაცას მოსწონს მარტოობა, მაგრამ კორეელთა უმეტესობა დარწმუნებულია, რომ უწყვილოდ ყოფნა ადამიანის პირადი არჩევანი არაა, არამედ ურთიერთობაში მისი წარუმატებლობის შედეგი.



სოლო დედის მუცლიდანვე

image



აქ უწყვილო ადამიანს ვუწოდებ „სოლოს“, რადგან კორეაში ასე ეძახიან. ასე მარტივი იქნება კორეული ტერმინის ახსნა. კორეაში არსებობს სპეციალური სიტყვა უწყვილო ადამიანის აღსანიშნავად, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც არასდროს ჰქონია ურთიერთობა. ასეთ ადამიანებს უწოდებენ „სოლოს დედის მუცლიდანვე“. ჩვეულებრივ, ისინი ცდილობენ დამალონ, რომ არავისთან ურთიერთობა არ ჰქონითა, მაგრამ მეგობრებმა ამის შესახებ იციან და მუდმივად დასცინიან.



კორეაში, კონფუციანური ტრადიციის თანახმად, მდედრობითი და მამრობითი სქესის მოსწავლეები / სტუდენტები განცალკევებულად სწავლობენ. თუ ბიჭები, რომლებიც აბარებენ ბიჭების საშუალო სკოლაში, შემდეგ ბიჭების უმაღლეს სკოლაში, ხოლო სკოლის დასრულებისთანავე ჯარში მსახურობენ, დიდი შანსია გახდნენ „სოლო დედის მუცლიდანვე“. მათ ხომ გოგოების გაცნობის დრო და შესაძლებლობა არ აქვთ. ასევე კორეაში არის ქალების საშუალო სკოლა, ქალების უმაღლესი სკოლა და ქალთა უნივერსიტეტიც. ასეთ ადგილებში სწავლისას გოგოებს ურთიერთობის დაწყების მცირე შანსი აქვთ.



ურთიერთობის მოდა

image



კორეაში შეყვარებულის ყოლა მოდურია, ამიტომ ბევრი ადამიანი ოცნებობს ურთიერთობის დაწყებაზე. სკოლის მოსწავლეებიც შეყვარებულზე ოცნებობენ. ინტერნეტში შეგიძლიათ ნახოთ ბევრი პოსტი, რომელიც პარტნიორის პოვნას ეძღვნება. ჩვენთან წიგნების მაღაზიებში იყიდება წიგნები ურთიერთობაზე და მარტო ცხოვრების შესახებ. მაგალითად, წიგნი „სოლოსგან გაქცევის სახელმძღვანელო“ ან „რატომ ხართ მარტო“. ტელევიზორში აჩვენებენ პროგრამებს სოლო მდგომარეობიდან გამოსვლის შესახებ.



ყოველდღიურად მარტოხელებს ბევრ რჩევას აძლევენ, როგორ იპოვონ სიყვარული და დაიწყონ ურთიერთობა. ხშირად ეს რეკომენდაციები „სოლოსთვის“ შეურაცხმყოფელია. მაგალითად: „თუ ცოტას დაიკლებ, შანსი გაქვს შეყვარებული იპოვო“ ან „სხვანაირად უნდა ჩაიცვა და პარტნიორს იპოვი“. ხშირად სთავაზობენ შეხვედრას მათ ნაცნობებთან და მეგობრებთან.



საიდან მოდის ასეთი ყურადღება წყვილის ყოფნა–არყოფნაზე?

image



კორეაში ურთიერთობის კულტურა ძალიან განვითარებულია. მედიის უმეტესობა გაცნობას და ქორწინებას ხელს უწყობს. თითქმის ყველა კორეული დრამა რომანტიულია. არსებობს ბევრი სპეციალური მარკეტინგული შეთავაზება წყვილებისთვის. არის პროდუქტი, რომელიც ორ ადამიანზეა გათვლილი, ადგილები ორ სტუმარზე. მაგალითად, წყვილი ქეისები ტელეფონებისთვის, წყვილი საათები, წყვილი მაისურები, ბოტასები წყვილებისთვის, სავარძლები წყვილებისთვის კინოთეატრში და ფასდაკლებები მობილურ კავშირებზე.



ურთიერთობები სულიერ სამყაროსთან ახლოსაა, მაგრამ ვფიქრობ, კორეელები თვლიან, რომ ურთიერთობა მატერიალურ ობიექტს ჰგავს. არის თუ არა ფული, არა თუ არა პური და ძეხვი, გყავს თუ არა პარტნიორი – ყველა თემა თითქმის ერთნაირი ტონით განიხილება. სწორედ ამიტომ, კორეელები ღელავენ, თუ მათ ნაცნობს პარტნიორი არ ჰყავს: „რატომ არ ხარ ურთიერთობაში? შემიძლია დაგეხმარო?“




​სამპოს თაობა

image



სამპოს თაობა – თაობა, რომელმაც უარი თქვა სამ რამეზე: პაემნებზე, ქორწინებაზე და შვილების გაჩენაზე.



სკოლადამთავრებულთა დაახლოებით 90% უნივერსიტეტში აბარებს. კორეის უნივერსიტეტთა უმეტესობა კერძოა, ამიტომ სწავლის საფასური მერყეობს 7 ათასიდან 10 ათას დოლარამდე. სტუდენტები იღებენ სტუდენტურ სესხს ბანკიდან, რის შემდეგაც უწევთ სესხის პროცენტის გადახდა და ჯიბის ფულის შოვნა. მათ მეგობრებთან ერთად გართობის და ვინმეს გაცნობის დრო არ აქვთ, ამიტომ ბევრი ამ იდეაზე უარს ამბობს.



image



უფრო სერიოზული პრობლემაა ის, რომ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სამსახურის შოვნა ძალიან რთულია. თუ სამსახური იშოვეს, 2–5 წლის შემდეგ კორეელთა უმეტესობა დაოჯახებისთვის მზადაა. კორეაში ქორწინების საშუალო ასაკია 33 წელი მამაკაცებისთვის და 31 წელი ქალებისთვის.



სახლი დაოჯახებისთვის აუცილებელი წინაპირობაა. კორეა პატარა ქვეყნაა, მასში 51 მლნ ადამიანი ცხოვრობს, ამიტომ აქ უძრავი ქონება ძვირია. სახლის საკუთარი ძალებით ყიდვა თითქმის შეუძლებელია, ამიტომ წყვილი ბინას ყიდულობს / ქირაობს მშობლების დახმარებით ან ბანკს მიმართავს. უმეტესობა, ვისაც არ სურს სესხის აღება ან ვერ იღებს, ქორწინების იდეაზე უარს ამბობს და მარტო ცხოვრობს. ეს არ არის ნებაყოფლობითი უარი, ამიტომ სოციალური პრობლემა ხდება.



ასეთ სიტუაციაში ბევრი კორეელი ამჯობინებს მარტო ცხოვრებას დაქორწინების გარეშე. შესაბამისად, ავტომატურად უარს ამბობს ბავშვებზე. ეს ჩემი თაობაა, ხალხი, რომელიც უარს ამბობს სამ რამეზე: პაემნებზე, ქორწინებაზე და შვილებზე.



მარტოხელების თაობა

image



ზოგი მარტობას ირჩევს და არც ცდილობს, პაემნებზე იაროს. ბევრი ნაცნობებსა და მეგობრებსაც არ ხვდება, რადგან იღლებიან პირად ცხოვრებაზე კითხვებით ან იმიტომ, რომ ამას ბევრი ფული სჭირდება.



კორეაში სოციალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია. გუნდს უფრო აფასებენ, ვიდრე ინდივიდს, ამიტომ ყურადღებას აქცევენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა, საიდან ხარ, სად სწავლობდი და ვისთან გქონდა ადრე ურთიერთობა.



image



ჩვენს ტრადიციებში და კულტურაში არის ბევრი რამ, რასაც ერთად ვაკეთებთ. მაგალითად, ერთად დავდივართ რესტორნებში, ბარებში, მთაში და ა.შ., რომ ჯგუფში ყოფნის გრძნობა გაჩნდეს. თუმცა ბოლოს დროს მარტოობის პოპულარიზაციის გამო ბევრი კაფეში მარტო დადის, მარტო სვამს და მარტო დადის კინოში. ასეთი მარტოსული ქმედებებისთვის სახელებიც არსებობს: ჰონპაბი – მარტო ჭამა, ჰონსული – მარტო დალევა.



ასევე დაგაინტერესებთ:

1. უბრალოდ მამაკაცებს ვერ ამჩნევს: მარტოხელა ქალების ამოცნობის მეთოდები

2. რატომ მოსწონს ხალხს მარტო ყოფნა: 10 ყველაზე პოპულარული პასუხი

3. ფოტოგრაფმა გაამხილა, რომელი 3 კადრი მიუთითებს მალე განქორწინებაზე

4. ამ კაცს ცოლი აწუხებდა და 62 წელი თავს ყრუ-მუნჯად აჩვენებდა. საიდუმლო ინტერნეტის გამო გამჟღავნდა

5. უკვალოდ გაუჩინარებულები: ძუჰაცუ – რეალური ცხოვრებიდან გაქცევის იაპონური ფენომენი

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი
0
166
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
166