x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ვარსკვლავები, რომლებმაც ფოტოშოპს "ომი" გამოუცხადეს

image


სულ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს ისეთი "ნატურალური" ფოტოები, რომლებზეც ფოტოშოპის ნატამალიც კი არ არის. თუ ყველაფერი ასეთი ტემპით გაგრძელდა "პრიალა" ჟურნალებით შთაგონებული მოდა მალე დავიწყებასაც კი მიეცემა. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ იმ ცნობილ ქალბატონებს, რომლებმაც ფოტოებზე საკუთარი ვიზუალის "ბუნებრიობას" პირველებმა დაუჭირეს მხარი.




ქეით უინსლეტი


image


2003 წელს მსახიობმა მონაწილეობა მიიღო ჟურნალის "GQ" გარეკანისთვის მოწყობილ ფოტოსესიაში, რომლის დროსაც მისი ფიგურა იმდენად დაამუშავეს, რომ მისი ცნობაც კი შეუძლებელი გახდა: ბრიტანელ ვარსკვლავს მოაშორეს ზედმეტი კილოგრამები, დაუვიწროვეს თეძოები და წელი. 2013 წელს სიტუაცია განმეორდა: ქეითის სახე ჟურნალ "Vogue"-ის გარეკანზე ნიღაბს უფრო ჰგავდა. სწორედ მაშინ გადაწყვიტა "ოსკაროსანმა" ვარსკვლავმა ყველა ფოტოგადაღებას მხოლოდ ერთი პირობით დათანხმებოდა - არა ფოტოშოპს!




ჯიჯი ჰადიდი


image


მოდელს ხშირად აკრიტიკებენ მოდელისთვის შეუფერებელი მეტისმეტად მადისაღმძვრელი ფორმების გამო, თუმცა გოგონამ იცის კრიტიკოსებს როგორ უპასუხოს: "დიახ, მე მაქვს მკერდიც და თეძოებიც, თუმცა მე ჩვეულებრივი ზომის მოდელად ვითვლები. თქვენი კომენტარები და გრაფიკული რედაქტორების დახმარებით ჩემი ფორმების "დავიწროების" მცდელობა კი ვერ მაიძულებს ჩემი სხეულის შეცვლას".






ზენდაია


image


მომღერალი და მსახიობი ზენდაია კოულმანი აღშფოთებული იყო იმით, თუ როგორ დამუშავდა მისი ფოტო ჟურნალ "Modeliste"-სთვის. მან საკუთარ "ინსტაგრამზე" ორიგინალის რეტუშირებული ფოტო გამოაქვეყნა. "დღეს ჩემი ახალი ფოტოები გამოვიდოდა, რითიც შოკირებული ვიქნებოდი. ფოტორედაქტორმა საკმარისზე მეტად "იმუშავა" ჩემს სხეულზე. სწორედ ეს აქცევს ქალებს დაკომპლექსებულად და ქმნის სილამაზის არარეალურ იდეალებს. ვინც მე მიცნობს, იცის რომ მე საკუთარი თავის მიმართ მხოლოდ პატიოსანი და წმინდა სიყვარულის მომხრე ვარ... მადლობა გამოცემას იმისთვის, რომ ეს ფოტოები მოაშორეს და ყურადღება რეტუშის საკითხზე გაამახვილეს".




ლედი გაგა


image


მომღერალი აღნიშნული ფოტოს გამო ჟურნალ "Glamour"-ზე ძალიან გაბრაზდა. "ჩემი კანი ზედმეტად იდეალურად გამოიყურება, ხოლო თმა კი მეტისმეტად გლუვია. დამიჯერეთ, დილით ახალგაღვიძებული სულ სხვანაირად გამოვიყურები"- აღნიშნა აღშფოთებულმა ეპატაჟურმა პოპ- ვარსკვლავმა.





ბიონსე



image


მომღერალი აღშფოთებული იყო იმით რომ ჟურნალის რედაქორები, რომელთა გამოცემისთვის ის საცურაო კოსტიუმში პოზირებდა, მისი მადისაღმძვრელი თეძოების დავიწროვებას და ფიგურის კორექციას აპირებდნენ. ბიონსემ საკუთარი სხეულის დაცვა შეძლო: ფერი, სიკაშკაშე და კონტრასტულობა შეცვლილი იქნა, ხოლო მისი სხეულის ფორმების მოცულობა კი ხელუხლებელი დარჩა.





კირა ნაითლი


image


სანამ კირა ნაითლი ჟურნალ "Interview"-სთვის ტოპლეს პოზირებას დათანხმდებოდა, მსახიობი დაჟინებით ითხოვდა, რომ მისი სხეული ფოტოშოპში არ დაემუშავებინათ, შემდეგ კი ვარსკვლავი ინტერვიუში იმის გამო აღშფოთდა, რომ მის მკერდს ზემოაღნიშნულ გრაფიკულ რედაქტორში გამუდმებით ამუშავებენ.



ლარა სტოუნი


image


2015 წელს მოდელი ლარა სტოუნი ჟურნალ "System"-ისთვის შიშველი პოზირებდა. ფოტოები დამუშავებული არ იყო და ყველაფერი ისე იყო ნაჩვენები როგორც სინამდვილეშია. "ყველა ნამშობიარებ ქალს მოშვებული მკლავები და ჩამოწეული მკერდი აქვს. ეს ასეა. ახლა უბრალოდ ამის მიღებას ვცდილობ", - აღიარა ტოპ-მოდელმა.




ლილი ოლდრიჯი


image


თავის ერთ-ერთ ინტერვიუში "Victoria's Secret"-ის "ანგელოზმა" აღიარა: "გულწრფელად არ მიყვარს ფოტოშოპი. როცა ადამიანები შენს ფოტოებს ამუშავებენ, მაშინ ხვდები, რომ მათზე შენ უკვე სულაც აღარ ხარ, რადგანაც ადამიანის მთელი ბუნებრივი სილამაზე ქრება. მაგალითად, მე კბილებს შორის ღარი მაქვს და მას ხშირად როგორც წესი, აშორებენ, მე კი ის მომწონს, მე მიყვარს ჩემი კბილები".











0
140
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
140