x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134568
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
XXI საუკუნის დაავადება და საინტერესო ფაქტები ორშაბათის შესახებ

ტექნოლოგიების ერამ ცხოვრება გაგვიმარტივა. მაგრამ, ამავდროულად, ახალი დაავადებებიც წარმოქმნა, რომელთა შორის ერთ–ერთი, «ორშაბათის სინდრომია». თუმცა, ამ დაავადებას მედიცინასთან კი არა, უფრო ფსიქოლოგიასთან აქვს კავშირი.

ყველას სმენია გამოთქმა, რომ «ორშაბათი – მძიმე დღეა». სწორედ ეს ხსნის ამ სინდრომის არსს: ადამიანი, ორშაბათობით, თავს ცუდად გრძნობს, ცუდ ხასიათზეა და თითქოს, საქმესაც ვერ ართმევს თავს. რატომ ხდება ასე?


image


საქმე იმაშია, რომ როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, «ორშაბათის სინდრომი» – სხვა არაფერია, თუ არა მუდმივი შფოთვა, დასვენების შემდეგ, სამუშაოზე დაბრუნების წინ. მას თან ახლავს გაღიზიანება, პესიმიზმი და სასოწარკვეთა, პროფესიული მოვალეობების შესრულებისას.

ზოგიერთ შემთხვევაში, ეს სტრესის წყაროც კი არის, რომელიც უძილობას, საჭმლის მონელების დარღვევას, მადის დაკარგვას და სხვა სიმპტომებს იწვევს.

ყველაზე მეტად, ამ სინდრომით, 45-დან – 54 წლამდე ადამიანები იტანჯებიან.


აქვე გთავაზობთ სხვა საინტერესო ფაქტებს ორშაბათის შესახებ, რომელიც შესაძლოა, არ იცოდეთ:


ადამიანების უმეტესობა ორშაბათს, დილის 11:16 საათამდე არ იღიმება.


ორშაბათისთვის სიძულვილის გრძნობის დასაძლევად, საუკეთესო საშუალებაა ტელევიზორის ყურება, ონლაინ შოპინგი, შოკოლადის, ან კოსმეტიკის შეძენა და ასევე, შვებულების დაგეგმვა არის.


დასაქმებულთა 50%, ორშაბათს, სამსახურში აგვიანებს.


ადამიანების უმრავლესობა, კვირის პირველ სამუშაო დღეს, ორშაბათზე საწუწუნოდ, 12 წუთს ხარჯავს.


ორშაბათობით პერსონალი ნაყოფიერად მხოლოდ პირველი 3, 5 სთ–ს მანძილზე მუშაობს.


თვითმკვლელობების უმეტესობა ორშაბათზე მოდის.


ორშაბათობით ინფარქტის მსხვერპლთა რიცხვი 20%-ით იზრდება.


და პოზიტიურიც: ორშაბათი, მანქანის შესაძენად, საუკეთესო დღედ ითვლება. რადგან გაყიდვების უმეტესობა შაბათ–კვირაზე მოდის, გამყიდველები ნაკლებად ვარაუდობენ, რომ ამ დღეს, რამეს გაყიდიან... შედეგად, მათი დაყოლიება ფასდაკლებაზე უფრო მარტივია.


image

სხვა სიახლეები:


* ყველაზე წარმოუდგენელი ოპტიკური ილუზიები (25 ფოტო)

* ამ ფოტოებზე რა ხდება?

* "მოუსვენარი ტუსაღი" – ტაბუირებული თემა სტალინის შესახებ

* ინგლისური სახალისო ისტორიები



0
104
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0