x
image
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
მთავრობამ გიორგი კეკელიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა

image




საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე წერს, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თანამდებობის დატოვება მოსთხოვა.



"პარლამენტის თავმჯდომარე შემხვდა და მითხრა, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან", რადგან 11 წელი ბევრია (ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობა ე.წ."უვადოა") მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვმუშაობდი და განახლების დროა. მე მშვიდად ვუთხარი, რომ იურიდიულად ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ არსებობს სხვა სამართალი და ამ სამართლით, ეს არის ძალიან დიდი უსამართლობა. მერე გამოვედი, პარლამენტის კიბეზე ჩამოვჯექი და ვფიქრობდი იმ საოცარ გეგმებზე, საოცარ ხალხთან ერთად რომ მქონდა, იმ წლებზე, დღეებზე და წუთებზე, რომელიც ამ საქმეს შევალიე და რომ მქონდა ერთი დიდი ოცნება - გამეხსნა ლეგენდარული პირველი კორპუსი, რომლის რესტავრაცია უკვე დაიწყო და მე უკვე შორიდან გავიხარებ ამ ამბით. და მერე გამახსენდა, რომ ეს არის ჩვენებური ალგორითმი და რომ ეს ასეც უნდა მომხდარიყო.





P.S. და ისიც ვიცი, რომ ახლა იქნება სამდღიანი წუხილი და სამდღიანი დაგეგმილი ლანძღვა - მერე რა, რომ უმიზეზო. და მერე ყველაფერი იქნება ჩვეულებრივად, ძალიან ჩვეულებრივად. და ეს ასეც უნდა იყოს, " - წერს კეკელიძე ფეისბუქში.





ეროვნული ბიბლიოთეკა არის საქართველოს პარლამენტის დაქვემდებარებაში და წარმოადგენს ქვეყნის ძირითად სამეცნიერო ბიბლიოთეკას.



საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ კანონის მე-10 მუხლის თანახმად ბიბლიოთეკის დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.





გიორგი კეკელიძე ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის თანამდებობას 11 წლის განმავლობაში, 2012 წლიდან იკავებდა, მისი წინამორბედი იყო მირიან ხოსიტაშვილი. გიორგი კეკელიძეს კონსტანტინე გამსახურდია ჩაანაცვლებს. ეს ინფორმაცია გამსახურდიამ დაადასტურა:



0
106
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
106
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0