x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
კახეთო, ჩემო კახეთო
image

ხელგაშლილი, გულუხვი კეთილშობილებით, გაზიარების გრძნობით სავსე საზოგადოება... შეიძლება ესე მხოლოდ ზღაპრებში იყოს, მაგრამ რეალობაში კახეთი ასეთია - მრავალჭირნახული და თვალწარმტაცი საქართველოს აღმოსავლეთის რეგიონი.

ლურჯი მთების გრძელი ჰორიზონტი, გაშლილი ხეობები, ბაღები, ტყეები, წყნარად მოჩუხჩუხე მდინარე ალაზანი, ოქროს სივრცე, რომელიც გფარავს თავის სითბოში... მშვიდი ხარ, აუჩქარებელი, რადგან ვერაფერი შეგაწუხებს, შენ კახეთში ხარ.

კახეთის სამეფო... კახეთის სამთავრო... საქართველოს განუყოფელი ნაწილის, კახეთის სტატუსი ისტორიის მანძილზე არაერთხელ შეცვლილა.


სხვადასხვა დროს კახეთმა მიიზიდა დამპყრობლების გადაჭარბებული რაოდენობა და საქართველოს ის რეგიონია, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა უცხოელი დამპყრობლებისგან. კახეთი არაერთხელ განადგურებულა, მაგრამ ის ყოველთვის რჩებოდა მთავარი საყრდენი და პურის კალათა მთელი ქვეყნისთვის.

image

„მარცვლეულით, ღვინით, ხილით, მსხვილფეხა საქონლით, ბეწვეულით, ბუმბულითა და თევზით მდიდარი”, - წერს ვახუშტი ბაგრატიონი.

ცივგომბორის მთა კახეთს ყოფს შიდა და გარე კახეთად. პირველს კახეთი ერქვა, მეორეს - კუხეთი. შიდა კახეთს მდინარე ალაზანი რწყავს, გარე კახეთს კი იორი.

წვიმისა და წყლის დეფიციტი კახეთში ყოველთვის იყო ყველაზე დიდი პრობლემა. ორი მდინარე ვერ აკმაყოფილებს უზარმაზარ ვენახებსა და მარცვლეულის მინდვრებს, თუმცა ეს ახლოსაც ვერ მივა მტრების მიერ მიყენებულ ზარალთან - განადგურება, იძულებითი აყრა, მოსპობა რელიგიური ნიშნით, უძველესი ვენახების აჩეხვა და ამოძირკვა.

კახეთი ყოველთვის მოწინავე იყო, ვინც მტერს პირისპირ გმირულად ებრძოდა, მათი წინსვლის შესაჩერებლად, რათა დანარჩენი საქართველო განადგურებისაგან ეხსნა.

კახელები იბრძოდნენ, შრომობდნენ და არასოდეს კარგავდნენ რწმენას.

image

„გულღია, ღირსეულ და პირდაპირ კახელებს სძულთ მზაკვრობა და მლიქვნელობა“ - ახასიათებს კახელებს იაკობ გოგებაშვილი.

ვახუშტი ბაგრატიონი კახელებს აღწერს შემდეგი ეპითეტებით __ „მშვენიერი, ნათელი სახის, მხიარული, ამაყი, ერთგული და დაჟინებული“

როგორც ჩანს, უნიკალური და ძლიერი იუმორის გრძნობაც მათ სისხლშია, მაგრამ ალაზნის ველზე გაჟღენთილი სევდიანი ურმული ხალხური სიმღერა ან კახური ჩაკრულო და მრავალჟამიერი ყველაზე მჭევრმეტყველად საუბრობს კახურ ბუნებაზე.

ამ ღვთიურ სიმღერებს ყელამდე ამოაქვს ქართველად ყოფნის სიამაყე და დიად საქმეებს შთაგაგონებთ. ამიტომაც ღირს კიდეც აქ ფეხით გავლა - კახეთის რელიეფზე.

დიდი დრო სჭირდება კახეთში ყველაფრის ნახვასა და მასზე დაფიქრებას, თითქოს ჰგავს კიდეც დროში მოგზაურობას - იქნება ეს თელავსა თუ ლაგოდეხში, ყვარელში თუ სიღნაღში, ახმეტასა თუ გურჯაანში მთელი თავისი ისტორიით, ყველა მათგანის გონებასა და სულში ღრმად ჩაიბეჭდება.

image

თელავი კახეთის უძველესი და ცენტრალური ქალაქია. გომბორის მთის ჩრდილოეთ კალთაზე განლაგებული სახლები, უფლის უძველესი ქრისტიანული ეკლესია, ერეკლე მეფის სასახლე და მისი ცნობილი აბანოები, რომელიც ადრე ბრწყინვალე ფრესკებით იყო შემკული.

სიღნაღი - კიდევ ერთი ციხე_ქალაქი და ცოცხალი ისტორიის მუზეუმი. აქ არის ნეკრესის ულამაზესი მონასტერი, სადაც კახელები ღორების მსხვერპლად სწირავენ, ამიტომ ხუმრობით უწოდებენ კიდეც ამ ადგილს „ღორების გაღვიძებას“. შუამთის მონასტერი, რომელიც თავშესაფარი იყო ქალებისა და ბავშვებისთვის შემოსევების დროს. აქ არის დავით გარეჯიც, რომელიც დააფუძნა ერთ-ერთმა ასურელმა მამამ.

ციხე-ქალაქი უჯარმა აშენებულია ანტიკურ პერიოდში, რომელიც შემდგომ ვახტანგ გორგასლის რეზიდენციას წარმოადგენდა. გრემის სამონასტრო კომპლექსიც უძველესი ნაგებობაა, რომლის შესახებაც ბევრმა უცხოელმა მოგზაურმა დაწერა.

ალავერდი, XI საუკუნის ულამაზესი და უმნიშვნელოვანესი ეკლესიაა კახეთში. ალავერდობა ერთ-ერთი უდიდესი რელიგიური დღესასწაულია, რომელიც აერთიანებს კახეთსა და სრულიად საქართველოს.

იყალთოს აკადემია, სადაც XII საუკუნეში მოღვაწეობდა არსენ იყალთოელი და გელათის აკადემიის შემდეგ მეორე მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ცენტრი იყო.

image

წინანდალი ერთ-ერთი ყველაზე რომანტიული ადგილია კახეთში, აქ არის ჭავჭავაძეთა რეზიდენციაც.

კახეთი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი რეგიონია ისტორიული ძეგლებითა და აქ აღმოჩენილი უძველესი ისტორიული არტეფაქტებით.

ქართული ნუმიზმატიკის ისტორიაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სოფელ საკობიანოში აღმოჩენილ ძველ ქართულ მონეტას. ეს მონეტა ძალიან ჰგავს თრაკიის მეფის ლისიმაქეს მონეტას და თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე III საუკუნით.

ამ კურთხეულ მიწაზე იმდენი რამ არის სანახავი და შესასწავლი - ეკლესიები და ციხე-სიმაგრეები, ნისლში გახვეული მთები, სიწმინდეები და ნაყოფიერი, სამკურნალო ნიადაგი.

თუმცა კახეთის მთავარი სიმდიდრე თავად მრავალფეროვანი კახელები არიან. კახეთს ვერავინ დატოვებს, თუ ჯერ ჩაქაფულს ან ხაშლამას ცხელი შოთის პურით არ გასინჯავს. რეგიონის მასშტაბით შეგიძლიათ დააკაკუნოთ ნებისმიერ კარზე, კონკრეტული მიმართულების მისაღებად და უცებ შინ მიპატიჟებული აღმოჩნდეთ. აქ ზღაპარი მართლაც მაშინ იწყება, როცა ადამიანი იწყებს კახური ღვინის დალევით სიამოვნების მიღებას.

image

კახეთი და ვენახები ერთმანეთისგან განუყოფელია. ღვინოს აქ ღმერთს მსხვერპლად სწირავენ. ამ ღვინოს ზედაშე ჰქვია. ზედაშე ნიშნავს "მფარველ ანგელოზს" და ამავე დროს შუამავალია ღმერთსა და კაცს შორის. ზედაშესთვის განკუთვნილი ქვევრი (თიხის ამფორა) არასოდეს ამოაქვთ მიწიდან, მაშინაც კი, როცა ოჯახი საცხოვრებლად სხვა ადგილას გადადის, როგორც თავად კახელები თვლიან, ეს უბედურებასა და წყევლის მომტანია ოჯახისთვის. ზედაშე ყოველთვის წითელი ღვინო უნდა იყოს.

image

ბევრი უცხოელი მოხიბლულია შესანიშნავი კახური ღვინით. ერთ-ერთმა სტუმარმა თავის შთაბეჭდილებებზე დაწერა: „აქ სვამენ მთელი წლის განმავლობაში, სვამენ ყველგან და ყოველთვის, მაგრამ არავინაა მთვრალი. სმაში მათ ვერც ფრანგები, ვერც ესპანელები და ვერც იტალიელები ვერ შეედრებიან.

კახეთში ოთხმოცზე მეტი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია, მათ შორისაა საფერავი, რქაწითელი, მწვანე, ბუდაშერი და თითა.

კახურ ღვინოებს არაერთი საერთაშორისო ჯილდო აქვს მოპოვებული, თუმცა ღვინოს, საუკეთესო გემო აქვს იმ მარანში, სადაც ღვინო დაიწურა.

როდესაც ფიქრობ, რომ ყველაფერი მოყევი შენს სამშობლოზე, შემდეგ კი აანალიზებ, რომ კახეთის მშვენიერებაზე ისტორიების და ლეგენდების მოყოლა მართლაც შეუძლებელი და დაუსრულებელია.

მართლაც და, როგორ შეიძლება?

კახეთი უნდა ნახოთ და შეიყვაროთ!

ავტორი: ეკა ქევანიშვილი

0
121
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
121
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0