x
image
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
10 განსაკუთრებული უნარი, რომლებიც ადამიანის სხეულს გააჩნია

დაღლილობა, ტკივილი და შიში არის ყველაფერი, რაც ხელს გვიშლის ჩვენი გასაოცარი ძალების გამოყენებაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში და არ შეგვიძლია ობიქეტურად იმის შეფასება რაც გაგვაჩნია.


ჩვენ ძალიან ბევრი მიზეზი გვაქვს იმისთვის, რომ გვიყვარდეს და დავაფასოთ საკუთარი სხეულები. შეიძლება ითქვამს სუპერძალებიც კი გაგვაჩნია, მაგრამ ამას ყურადღებას არ ვაქცევთ.


სტატია თარგმნილია brightside-დან, სადაც საუბარია რამდენიმე მათგანზე.





1. ადამიანის ყურებს მოლეკულების ხმა ესმით


image



ჩვენ შეგვიძლია წყლის მოლეკულების ხმის გაგება. ამის მარტივი მაგალითი იქნება თუ სხვადასხვა ჭიქაში ცხელ და ცივ წყალს ჩავასხამთ ისე, რომ თვალით არ შევხედავთ. სმენით კი, შევძლებთ განვასხვავოთ რომელია ცივი და რომელი - ცხელი.

ეს იმიტომ ხდება, რომ ცივ წყალში მოლეკულებს ნაკლები ენერგია აქვთ, რაც წარმოქმნიან დაბალი სიხშირის ტონებს, ხოლო ცხელ წყალს უფრო მეტი ენერგია აქვს და შესაბამისად უფრო მაღალი ტონები.






2. ჩვენს სხეულს ამინდის პროგნოზირება შეუძლია


image


ზოგიერთი ადამიანისთვის თავის ტკივილი მხოლოდ დაღლილობის მაჩვენებელი არაა. ალბათ, ხშირად თუ არა, ერთხელ მაინც, გსმენიათ უფროსი ასაკის ადამიანებისგან, რომ თავი სტკივა და მალე გაწვიმდება. ეს არ არის მოგონილი ამბავი, ან მითი.


კვლევებით დასტურდება , რომ ტემპერატურისა და წნევის ცვლილება მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე, რაც იწვევს თავის ტკივილსაც მათ შორის.







3. ემბრიონს შეუძლია განკურნოს დედა


image


ორსულობის დროს, ემბრიონის უჯრედები მოძრაობენ პლაცენტის მეშვეობით და ბინადრობენ ქალის სხეულის სხვადასხვა ნაწილში. ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს დედის ჯანმრთელობაზე.


სინამდვილეში, ცნობილია, რომ ეს უჯრედები სხეულში რჩება ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბავშვის დაბადებიდანაც კი. ყველაზე საოცარი კი ისაა, რომ მათ შეუძლიათ დაეხმარონ დედას გამოჯანმრთელებაში იმ ორგანოს დაზიანების შემდეგ, რაც ორსულობის დროს მიიღო.






4. სუნმა შეიძლება დროში დაგაბრუნოთ


image


როდესაც ვგრძნობთ რაღაცის სუნს, რომელსაც აქვს კავშირი ჩვენი წარსულის რაიმე მნიშვნელოვან მომენტთან, პირველი რასაც განვიცდით, არის ემოციები, რაც იმ მომენტში გვქონდა და შემდეგ გვახსენდება ის დრო. შეიძლება ბოლომდე ვერ გავიხსენოთ წარსულის ის სიტუაცია, მაგრამ იგივე ემოციებს აუცილებლად განვიცდით.






5. ჩვენი ტვინი გამოიმუშავებს საკმარის ელექტროენერგიას პატარა ნათურის გასანათებლად


image


ადამიანის ტვინს აქვს დაახლოებით 100 მილიარდი უჯრედი, რომელსაც ნეირონები ეწოდება. როდესაც ჩვენ ვმოძრაობთ, ვხედავთ, ვფიქრობთ, ვოცნებობთ, ან ვიცინით, ეს ხდება მაშინ, როდესაც ელექტრული სიგნალები და ქიმიური ნივთიერებები მოძრაობენ მილიარდობით ნეირონს შორის.


მართალია ერთი ნეირონი ძალიან მცირე რაოდენობით ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, მაგრამ ყველა მათგანს ერთად შეუძლია შექმნას საკმარისი ელექტროენერგია დაბალი სიმძლავრის ნათურის გასანათებლად.





6. ტვინს აქვს უნარი დაიტიოს 2, 5 პეტაბაიტი მეხსიერება


image


ჩვენს ტვინს დაახლოებით 1 მილიარდი ნეირონი აქვს. თითოეული მათგანი ქმნის 1000 კავშირს სხვა ნეირონებთან, რაც მთლიანობაში ქმნის ტრილიონ კავშირს. ეს აძლევს ტვინს შენახვის მოცულობას დაახლოებით 2, 5 პეტაბაიტამდე, რაც 1 მილიონი გიგაბაიტს შეადგენს. თუ მას შევადარებთ ციფრული ვიდეოს ხანგრძლივობას, ეს იქნება 3 მილიონი საათის სატელევიზიო შოუ, რაც ნიშნავს უწყვეტად ჩართულ ვიდეოს 300 წლის განმავლობაში.





7. შეგვიძლია ყურებით დანახვა


image


ვიცით როგორ დადიან ბრმები ჯოხის, ხმისა და ბგერების გამოყენებით.


მეცნიერებმა შეისწავლეს ბრმა ადამიანის დანიელ კიშის ტვინი. დანიელი თავის ხედვას აღწერს, როგორც „სამყაროს დანახვა სინათლის ბნელ ციმციმებში“.


როდესაც მისი ტვინის შესწავლა მიმდინარეობდა, ნაწილი, რომელიც აკონტროლებს მის ვიზუალურ კონტექსტს, ფაქტობრივად ანათებდა მაშინ, როცა ის უსმენდა ექოს, რომელიც ეხმარება მას ნავიგაციაში დაწკაპუნების გამოყენებით. თუმცა, როცა ის სხვა ხმებს უსმენდა, ეს მხარე საკმაოდ ჩუმად იყო. ამან მეცნიერები მიიყვანა დასკვნამდე, რომ დანიელი ნამდვილად განიცდიდა რაღაც ხილვებს.






8. მეტი ძალა რომ გვქონდეს, ჩვენი ნაწლავი უნდა დაიხუროს


image


ჩვენ გვსმენია ისტორიები, როდესაც ადამიანები წევენ მანქანებს საყვარელი ადამიანების გადასარჩენად. ეს სუპერძალა რეალურად ადრენალინისგან მოდის, მაგრამ იმისათვის, რომ მან სრულად იმუშაოს, საჭიროა საჭმლის მომნელებელი სისტემის დახურვა. შემდეგ ენერგიის დონისა და გაზრდილი ჟანგბადის ერთობლიობა აძლიერებს ჩვენს კუნთებს.


სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია მუდმივად გვქონდეს ეს ძალები, რადგან ამან შეიძლება გააუარესოს ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა, იმუნური სისტემა, გულის მუშაობა, ან გამოიწვიოს სხვა დაავადებები.






9. ორსულობის დროს ქალის ტვინი იკუმშება


image


კვლევამ დაადასტურა, რომ ორსულობის დროს ტვინი ფაქტობრივად იკუმშება, მაგრამ ეს არ არის უარყოფითი. რაც უფრო პატარა ხდება, ის უფრო ეფექტური ხდება და ქალი ამზადებს დედობისთვის. ეს ცვლილებები ორსულ ქალში აძლიერებს უნარს, მიჯაჭვული გახდეს ჩვილთან და გაზარდოს მისი ჰიპერმგრძნობელობა საფრთხეების მიმართ, რათა უფრო სწრაფად დაიცვას ბავშვი და საკუთარი თავი.






10. შეგვიძლია ავწიოთ 50 კილოგრამიანი ადამიანი, მაგრამ ვერ ავწიოთ 50 კილოგრამიანი ქვა


image


შეგიმჩნევიათ ალბათ, რომ "ცოცხალი წონის" აწევა უფრო მარტივია ვიდრე, რაიმე საგნის.

როდესაც ჩვენ ვწევთ "ცოცხალ წონას"ეს უფრო ადვილია, რადგან ადამიანს შეუძლია მოერგოს გრავიტაციას და გადაანაწილოს თავისი წონა მეტი მიმართულებით. მას ასევე შეუძლია შემოხვიოს ხელები, რაც კიდევ უფრო გაამარტივებს საქმეს. მაგრამ ისე მარტივად ვერ ავწევთ იმავე წონის ქვას, ან იმავე წონის რაიმე სხვა ნივთს.

რადგან საგანს არ შეუძლია თავისი სიმძიმისა და წონის განაწილება, გრავიტაცია ნაგულისხმევ მდგომარეობაშია და ეს ართულებს მის აწევას.







0
164
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
164
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0