x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
უკვე ზე ცნობილი ადამიანები, რომლებმაც ტიტანური მონდომებით მიაღწიეს წარმატებას
image
ჯოან როულინგს საზოგადოებისათვის გაცნობა ნამდვილად არ ჭირდება, მწერალი ქალბატონი იმდენად ცნობილი და პოპულარული 7 ნაწილიანი წიგნის "ჰარი პოტერის" ავტორია.


მაგრამ ძალიამ ბევრმა არ იცის მწერალს თუ რამხელა შრომა, მონდომება დასჭირდა იმისათვის, რომ წიგნის პირველი ნაწილი გამოეცა. ყველა გამომცემლობამ უარი უთხრა მწერალს წიგნის გამოცემაზე, მხოლოდ გამომცემლობა "Bloomsbury"-ი გახლდათ ერთადერთი გამომცემლობა, რომელიც დათანხმდა როულინგს გამოეცა მისი წიგნი, იმ პირობით, რომ მწერალს გადაუხდიდა მიზერულ თანხას 2500 ფუნტ სტერლინგის რაოდენობით.


ამასთან ერთად რედაქტორმა ჯოანს პირდაპირ უთხრა: "ჯოან, შენ ვერასდროს შესძლებ გამოიმუშაო სერიოზული თანხა საბავშვო წიგნების წერით".

გავიდა ცოტა ხანი და გამომცემლები უკვე კოლოსალურ თანხმებს სთავაზობენ ჯოან როულინგს "ჰარი პოტერის" ახალი წიგნების გამოცემაში.


ჯოან როულინგმა პოპულარობასთან ერთად ძალიან სოლიდური თანხა გამოიმუშავა "ჰარი პოტერის" 7 წიგნის გამოცემით.


image


1974 წელს მაიკლ კრაიტონმა დაწერა სცენარი რომანიდან "სასწრაფო დახმარება", მაგრამ ფილმის გადაღება მისი სცენარით არავის სურდა, რადგან თვლიდნენ, რომ ეს იქნებოდა ფულის წყალში გადაყრა.


პროდიუსერები სცენარის შინაარს თვლიდნენ დაულაგებელ და ქაოტურად დაწერილად. კრაიტონი წლების შემდეგ მოგონებებში დაწერს: " ჩემს მიერ დაწერილი სცენარი თაროზე იდო 19 წლის განმავლობაში, ვიღე ბდი ყოველ 5 წელიწადში ერთხელ, ვაახლებდი სცენარს და ვუგზავნიდი სტუდიებს და ტელეარხებს, თუმცა უშედეგოდ და სცენარი ისევ უბრუნდებოდა თაროს.

ასე გრძელდებოდა სანამ, "NBC"-მ არ გადაიღო სცენარის მცირე ნაწილი სინჯის სახით. სცენარის მიხედვით გადაღებულ ფილმს ისეთი წარმატება მოჰყვა, მალე მის სერიალად გადაღება გადაწყდა, გადაწყდა და გადაიღეს კიდეც. სერიალს დიდი წარმატება ხვდა წილად"-მოკრძალებით აღნიშნა კრაიტონმა სცენარის წარმატება.

კრაიტონი მოკრძალებული ადამიანი გახლდათ, სხვა მის ადგილზე სხვანაირად იტყოდა მისი სცენარით გადაღებული სერიალის წარმატებაზე.


რადგან მისი სცენარით გადაღებულმა სერიალმა "ემის" [რემია 22-ჯერ მიიღო.
ამასთან ერთად 1996 წელს მიიღო პრემია ყველაზე გამოჩენილი დრამატული ხასიათის სერიალისათვის.

0
91
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
91