x
image
ლურჯი თოლია
ქართველი სულთნები ოსმალეთის იმპერიაში - უმაღლესი თანამდებობის ქართველი ქალები

ჰარემი

ოსმალეთის იმპერიის ჰარამხანაში მოხვედრილი ქალები ხარჭებად ითვლებოდნენ, მას შემდეგ რაც სულთანთან ან მის რომელიმე ვაჟთან ღამეს გაატარებდა და მოწონებას დაიმსახურებდა, მისი რჩეული ხდებოდა. თუ ვაჟი ეყოლება, ის სულთნის სტატუსს მიიღებდა და სულთნის ცოლად ითვლებოდა, გოგონას გაჩენის შემთხვევაში ის მხოლოდ ფავორიტად რჩებოდა, ამასთანავე როგორც საგვარეულოს წევრის დედა, სხვა რჩეულებისაგან განსხვავდება.

ოსმალეთის იმპერიაში პირველი ქართული წარმოშობის სულთანი იყო ჰალიმე სულთანი. ის დაიბადა 1570 წელს აფხაზეთში. იყო მეჰმედ III-ის ერთ-ერთი ხარჭა, მოგვიანებით ცოლი. ჰარემში ტახტის მემკვიდრეს მან 3 შვილი გაუჩინა. უფლისწულის გაჩენის შემდეგ მიიღო ტიტული "სულთანი". მისი უფროსი ვაჟი - მაჰმუდი მოკლეს მამის ბრძანებით, მეორე ვაჟი მუსტაფა ორჯერ გახდა იმპერიის მმართველი სულთანი, თუმცა ის გიჟი იყო და იმპერიას ჰალიმე სულთანი მართავდა, როგორც "დედა სულთანი". მისი ვაჟი ორივეჯერ ჩამოაგდეს ტახტიდან. ამის შემდეგ ის სასახლიდან გააძევეს. ჰალიმე სულთანი ცნობილია, როგორც ყველაზე გულმოდგინე სულთანი. უცნობია სად და როდის გარდაიცვალა.

მიჰრიშაჰ ვალიდე სულთანი - მუსტაფა III-ის ცოლი და სელიმ III-ის დედა. მიჰრიშაჰ სულთანის დაბადების თარიღად მიჩნეულია 1745 წელი. მას ერქვა აგნესა და სავარაუდოდ მღვდლის შვილი იყო. 1761 წელს შეეძინა ვაჟიშვილი, შეჰზადე სელიმი. მისი შვილის, სელიმ III-ის ტახტზე ასვლიდან გამომდინარე ის გახდა დედა სულთანი (1789-1805). მიჰრიშაჰ ვალიდე სულთანმა თავისი გარეგნული სილამაზით, სათნოებითა და ქველმოქმედებით წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა თანამედროვეებზე. მიუხედავად იმისა, რომ დედას უზარმაზარი გავლენა ჰქონდა შვილზე და მთლიანად მხარს უჭერდა ახალგაზრდა რეფორმატორ ხელმწიფეს, ის არ ერეოდა პოლიტიკაში და საქველმოქმედო საქმიანობას მიუძღვნა თავისი ცხოვრება. მან დიდი კვალი დატოვა ოსმალეთის ისტორიაში. გარდაიცვალა 1805 წლის 16 ოქტომბერს.

ნაკშიდილ ვალიდე სულთანი - აბდულჰამიდ I-ის მეუღლე და მაჰმუდ II-ის დედა. ნაკშიდილ ვალიდე სულთანი 1766 წელს საქართველოში დაიბადა. 1785 წელს სულთნის სასახლეში შეეძინა ვაჟიშვილი მაჰმუდი. 1808 წლის 6 ივლისს, თოფკაფის სასახლეში შესაბამისი ცერემონიალით მისი შესვლა ოსმალეთის ისტორიაში დარჩა, როგორც სულთნის დედის უკანასკნელი საჯარო საზეიმო მსვლელობა თოფკაფის სასახლეში. თანამედროვენი გადმოგვცემენ, რომ ნაკშიდილ ვალიდე სულთანს დიდი გავლენა გააჩნდა თავის შვილზე. ის 1817 წლის 22 აგვისტოს გარდაიცვალა.

0
122
შეფასება არ არის
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
122
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0