x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"სრული ფიასკო": ცნობილ ესპანელ ტელეწამყვანს კაბამ ყველაზე მოულოდნელ მომენტში უმტყუნა
image


ყოველდღიურ ცხოვრებაში მცირე კონფუზები მეტ- ნაკლებად თითქმის ყველა ჩვენგანს ემართება, თუმცა რიგითი ადამიანებისგან განსხვავებით, სელებრითების უხერხული მომენტები ინტერნეტსივრცეში მყისიერად ვრცელდება და შემდგომ წლობით განიხილება.


image


სწორედ ასეთი უხერხული ინციდენტი შეემთხვა წითელ ხალიჩაზე ცოტა ხნის წინ, ესპანელ ტელეწამყვან ადრიანა აბენიას მადრიდში გამართულ "GQ Awards of the Year"- ის ყოველწლიურ დაჯილდოვებაზე, სადაც თვალისმომჭრელ ესპანელ ლამაზმანს ულამაზესმა შავი საღამოს კაბამ სწორედ მაშინ უმტყუნა, როდესაც გოგონა მრავალრიცხოვანი ფოტოგრაფებისა და სტუმრების წინაშე თავმომწონედ პოზირებდა.


image



გოგონა პოზირებით იმდენად გაერთო, რომ კაბის თასმა ისე ჩამოუვარდა, ვერც კი მიხვდა, ამ მომენტის დაფიქსირების შანსი კი წვეულებაზე დამსწრე ათეულობით ფოტოგრაფმა ხელიდან არ გაუშვა. მეორე დღეს ესპანური ტაბლოიდური გამოცემები ერთმანეთის მიყოლებით ტელეწამყვანის მოშიშვლებული მკერდის სკანდალური ფოტოებით აჭრელდა.


image


დაჯილდოვების შემდეგ სოციალურ ქსელში გოგონამ ავბედითი ფოტო განათავსა, რომელსაც თან შემდეგი შინაარსის კომენტარი დაურთო: "ჩემს ფოტოარქივს კიდევ ერთი ფოტო შეემატა, რომელიც მთელი ცხოვრება გამყვება". ტელეწამყვანს გამომწერებმა იუმორი მოუწონეს და ურჩიეს ამასთან დაკავშირებით დიდად არ ენერვიულა.


image









0
198
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
198