x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
როგორ აკრძალა საშობაო ნაძვის ხე სტალინმა და შემდგომ როგორ დააბრუნა
image

თითქოსდა, ახალი წლის და შობის აღნიშვნის ტრადიცია ყოველთვის იყო. თუმცა, საბჭოთა კავშირის არსებობის გარიჟრაჟზე, ხელისუფლება გააფთრებული ებრძოდა "ბურჟუაზიულ" ხეს.


ჩვეული დღესასწაულები ახლით შეიცვალა, ხოლო შობას აქტიურად აკრიტიკებდნენ გაზეთებსა და ჟურნალებში.

აკრძალული იყო ნაძვის ხის სათამაშოების გაყიდვა, მათი მწარმოებელი ქარხნები ნაჩქარევად დაიხურა, ხოლო სკოლებსა და წრეებში მასწავლებლები სთავაზობდნენ ბავშვებს საკუთარი ხელით კი არ გაეკეთებინათ საშობაო დეკორაციები, არამედ დემონსტრაციულად დაემტვრიათ ძველი საშობაო სათამაშოები.


image


1925 წლისთვის "კომკავშირული შტურმი " რელიგიაზე მინელდა. იგი შეიცვალა მართლმადიდებლური დღესასწაულების წინააღმდეგ სისტემატური ბრძოლით, მათ შორის შობაზე, შესაბამისად, ნაძვის ხისა და ნაძვის ხის მორთულობა, რამაც გამოიწვია ფართომასშტაბიანი ანტისაშობაო კამპანია 1927-1928 წლებში დასრულდა დღესასწაულის საბოლოოდ გაქრობით. XVI პარტიულმა ყრილობა, რომელიც ჩატარდა 1929 წლის აპრილში, დაამტკიცა "უწყვეტი" სამუშაო წელი და ხუთდღიანი კვირა, ერთი დღე დასვენებით ანუ ყოველ მეხუთე დღეს.


image

ამრიგად, ყოფილი რელიგიური დასვენებები გადაკეთდა ჩვეულებრივ სამუშაო დღეებად, ხოლო განსხვავებები შაბათს, კვირას და სამუშაო დღეებს შორის უბრალოდ აღარ არსებობდა.

სსრკ-ში ანტირელიგიური კამპანიის ერთ-ერთმა იდეოლოგმა, ბოლშევიკმა ემელიან იაროსლავსკიმ ამ გადაწყვეტილებას უწოდა "ყველაზე მნიშვნელოვანი", რადგან, მისი აზრით, იგი ფუნდამენტურად სხვაგვარად აყენებდა რელიგიური დღესასწაულების საკითხს და ხელს უწყობდა დაჩქარებული წესით "რელიგიური ცხოვრების ამოძირკვას“.


სკოლაში "ახალგაზრდა ათეისტების" წრეებში დასწრება გახდა არა მხოლოდ რეკომენდირებული, არამედ სავალდებულოც, ხოლო ახალი წლის აღნიშვნა "ბურჟუაზიული სიმბოლოთი" - მორთული ნაძვის ხით - მკაცრად ისჯებოდა, მათ შორის კომკავშირის რიგებიდან გარიცხვითაც. ქვეყანაში დაიწყო „უღმერთოთა“ ბრიგადების, სახელოსნოების, ქარხნებისა და კოლმეურნეობების შექმნა, რომლებიც მიზნად ისახავდნენ რელიგიურ დღესასწაულებთან ბრძოლას.

image

მოსახლეობის, განსაკუთრებით ბავშვებისთვის, რელიგური დღესაწაულების ჩანაცვლება ხდებოდა ალტერნატიული დღესასწაულის ან სპორტული ღონისძიებების გამართვით, როგორიცაა "ზამთრის დღე", სადაც ბავშვები მოდიოდნენ ლოზუნგებით „ძირს ძველი დღეასწაულები“, „ჩვენ - სკოლამდელი ბავშვები - ახალი ცხოვრებისთვის“.

image

პოპულარული მასობრივი ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავდა ნაძვის ხის საზოგადოების ცნობიერებიდან წაშლას, იყო ეგრეთ წოდებული „ნაძვის ხის დაკრძალვა“ და „საშობაო ნაგავი“.


image

ხატვის მასწავლებლები ბავშვებს სთხოვდნენ დაეხატათ ნაძვის ხე და შემდეგ გადახაზათ იგი ჯვარედინად.


საბჭოთა მწერლები, პოეტები და ხელოვანები მობილიზებულნი იყვნენ შობისა და ნაძვის ხის წინააღმდეგ საბრძოლველად.

იმ დროინდელი ტიპიური ლექსი

„ნაძვის ხით ვინც იზეიმებს,

მღვდლების მეგობარია.

მე და შენ ვართ მღვდლების მტრები,

შობა არ გვიხარია“


თუმცა მოულოდნელად ერთ დღეს ყველაფერი იცვლება.1936 წლის 28 დეკემებერს "პრავდაში" იბეჭდება წერილი, რომლის ავტორიც პაველ პოსტიშევი იყო.


„რევოლუციამდე ბურჟუაზია და ბურჟუაზიის ჩინოვნიკები საახალწლოდ თავიათი ბავშვებისთვის ყოველთვის რთავდნენ ნაძვის ხეს. მშრომელების ბავშვები ხარბად შესცქეროდნენ ფანჯრებიდან სხვადასხვა ფერად აბრჭყვიალებულ ნაძვს და მდიდრების ბავშვებს, რომლებიც მის გარშემო მხიარულობდნენ. ჩვენი სკოლები, საბავშვო ბაღები, ბაგები, ბავშვთა კლუბები, პიონერთა სახლები საბჭოთა ქვეყნის მშრომელების ბავშვებს ამ სიამოვნებას რატომ აკლებენ?“... პოსტიშევი წერდა, "ამიერიდან ნაძვის ხე ყველას უნდა ჰქონდეს, ყველგან უნდა დადგანო."



როგორ ფიქრობთ გაბედავდა ვინმე სტალინის თანხმობის გარეშე ასე გაზეთში ასეთ თამამ წინადადებას?რა თქმა უნდა არა!

image

ხრუშჩოვი თავის მემუარებში ჰყვება, როგორ მგზავრობდა სტალინთან და პოსტიშევთან ერთად მანქანით და პოსტიშევმა თქვა: „ნაძვის ხე ხომ არ დავაბრუნოთ? ხომ არ დავწეროთ ამის შესახებ?“ რაზეც სტალინმა უპასუხა: „დაწერე“.

image

ნაძვის ხე დაბრუნდა, მაგრამ უკვე არა შობის, არამედ ახალი წლის აღსანიშნავ ატრიბუტად, რომელსაც დღესაც საბჭოთა ეპოქას გამოვლილი ადამიანები შეცდომით საახალწლო ნაძვის ხეს ვუწოდებთ. რა თქმა უნდა, მას ისე არ რთავდნენ, როგორც ევროპაში. საბჭოთა ნაძვის ქვეშ არ ეწყო რელიგიური დეკორაციები- ყრმა იესოს, მარიამისა და მოგვების ფიგურები.


image

იქ ახლა "სანტა -კლაუსის"(წმ. ნიკოლოზი) ალტერნატივას „დედ მოროზს“ და „სნეგუროჩკას“ თუ იხილავდით. ნაძვის წვერზე დამაგრებული ვარსკვლავი კი, რომელიც ბეთლემში მაცხოვრის შობისას გამოჩენილ ვარსკვლავს განასახიერებდა - საბჭოთა ხუთქიმიან ვარსკვლავად გადაიქცა.


image

0
61
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
61
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0