x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
მილიარდერთა ქონება წელს 1,5 ტრილიონი დოლარით გაიზარდა,რომელ ადგილზეა ბიძინა ივანიშვილი?
image

Bloomberg: მსოფლიოს 500 უმდიდრესმა ადამიანმა 2023 წელს $1, 5 ტრილიონი გამოიმუშავა.


მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანებმა 2023 წელს 1, 5 ტრილიონი დოლარით გაზარდეს თავიანთი ქონება. ამის შესახებ Bloomberg-ი იუწყება.


500 უმდიდრესი მილიარდერიდან, შემოსავალი უფრო იმათ გაეზარდათ, ვინც ტექნოლოგიურ კომპანიების მფლობენ. რეცესიის შიშის, მუდმივი ინფლაციის, მაღალი საპროცენტო განაკვეთებისა და გეოპოლიტიკური არეულობის მიუხედავად, ისინი 658 მილიარდი დოლარით უფრო გამდიდრდნენ (პლუს 48 პროცენტით წლიურ ასახვაში). მიზეზი ხელოვნური ინტელექტის (AI) გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი გახდა.



Bloomberg Billionaires Index-მა ამერიკელი მეწარმე ილონ მასკი დაასახელა ყველაზე მდიდარ ადამიანად, რომელმაც ფრანგ მაგნატსა და LVMH-ის ხელმძღვანელს ბერნარ არნოს აჯობა და რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა. წლის განმავლობაში მან Tesla-სა და SpaceX-ის წარმატების წყალობით გამოიმუშავა 92 მილიარდი დოლარი და ამჟამად მისი ქონება 229 მილიარდი დოლარით ფასდება. 2023 წელს Amazon-ის დამფუძნებლის ჯეფ ბეზოსის ქონება გაიზარდა 70 მილიარდი დოლარით და შეადგინა 177 მილიარდი დოლარი.მეოთხე პოზიცია უკავია "მაიკროსოფტის" დამფუძნებელს და ფილანტროპს ბილ გეიტსს-141 მილიარდი დოლარი, მეხუთეზეა ბიზნესმენი, "მაიკროსოფტის" ყოფილი აღმსარულებელი დირექტორი და საკალათბურთო კლუბის "ლოს ანჯელეს კლიპერსის" მფლობელი სტივ ბალმერი.--131 მილიარდი დოლარი, წლევანდელი მატება 45 მილიარდი დოლარია, ხოლო "მეტას" აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა წელს 82 მილიარდით დოლარით მეტი გამოიმუშავა.-სულ 128 მილიარდი დოლარი.

image

საერთოდ შეერთებული შტატებმა შეუძლია იამაყოს მილიარდერთა ყველაზე მეტი რაოდენობით, სულ 735 მილარდერი ჰყავს ამ ქვეყანას, რომელთა საერთო ქონება 4, 5 ტრილიონი დოლარია. ჩინეთი (მათ შორის ჰონგ კონგი და მაკაო) რჩება მეორე ადგილზე 562 მილიარდერით და 2 ტრილიონი დოლარით, შემდეგ მოდის ინდოეთი 169 მილიარდერით და 675 მილიარდი დოლარით.



რომელ ადგილზე ბიძინა ივანიშვილი?Bloomberg Billionaires Index-ის მაჩვენებლით ყველაზე მდიდარ ქართველს რეიტინგში მე-400 ადგილი უკავია 6, 6 მილიარდი დოლარით, გამოცემის მტკიცებით ივანიშვილის ქონება გასულ წელთან შედარებით 17%-ით გაიზარდა.

1
191
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
191
  
2023, 31 დეკემბერი, 22:49
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Xmiss.pw
0 1 1