x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134568
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
ამერიკაში 14 წლის მოზარდმა საშობაო საჩუქრებზე ჩხუბის გამო საკუთარი და მოკლა
image

აშშ-ში 14 წლის მოზარდმა დას ესროლა საშობაო საჩუქრებზე ჩხუბის დროს.




შეერთებულ შტატებში, ფლორიდის შტატში მოზარდმა დედმამიშვილებთან იჩხუბა მისი აზრით არასაკმარისი საშობაო საჩუქრების გამო და საბოლოოდ მოკლა თავისი და. ამის შესახებ გამოცემა People იუწყება.


ტრაგედია დატრიალდა პინელას ოლქში კვირას, 24 დეკემბერს. ორი ძმა და ერთი და - 14 წლის დამარკუსი, 15 წლის დარკუსი და 23 წლის აბრიელი - სავაჭრო ცენტრში წავიდნენ დედასთან ერთად საჩუქრების საყიდლად.



შოპინგის შემდეგ ისინი ბებიასთან მივიდნენ, სადაც არდადეგების გატარებას გეგმავდნენ. იქ ძმებმა დაიწყეს ჩხუბი, რადგან დამარკუსს სჯეროდა, რომ დარკუსმა მეტი საჩუქრები მიიღო. ცოტა ხნის შემდეგ მათი უფროსი და აბრიელი შეეცადა მათ გაშველებას უბრძანა შეწყვიტათ კამათი, „რადგან შობაა“. გავრაზებული 14 წლის დამარკუსმა აიღო პისტოლეტი და დას უთხრა, რომ ესროდა მის 11 თვის შვილს, რომელიც კენგურუ-ჩანთით ეკავა მის დას, ამის შემდეგ დას-აბრიელს მკერდში ესროლა და სახლიდან გავიდა.


ცოტა ხნის შემდეგ, დარკუსმა სხვა იარაღი აიღო, გავიდა გარეთ და ძმას გაეკიდა, ესროლა დამარკუსს, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა.


და -ძმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებმა აბრიელს ვერ უშველეს. მას ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა -6 წლის და 11 თვის . მისი ძმა სტაბილურ მდგომარეობაშია.

image

მოგვიანებით დარკუსი დაუკავშირდა დედას, რის შემდეგაც იგი გადაიყვანეს ფსიქიატრიულ კლინიკაში, რადგან ინციდენტის შემდეგ "საკუთარ თავზე ზიანის მიყენება სცადა". მას ბრალი მკვლელობის მცდელობაში და მტკიცებულებების გაყალბებაში ედება ბრალი. უმცროს ძმას, დამარკუსს კი ბრალი ედება განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი.

image

”იარაღი ამ მხარეში, ქუჩებში იარაღის ტარება გავრცლებული რამაა და იარაღი ამ ბავშვების ხელში არის ყველაზე ცუდი რამ, რაც კი ოდესმე მინახავს”, - აღნიშნა დეტექტივმა გულტიერმა.

1
175
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
175
  
2023, 31 დეკემბერი, 22:59
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Xmiss.pw
0 1 1