x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ვარსკვლავების "შ#შველი" კაბები, რომლებშიც არა თუ სიარული, სუნთქვაც კი ჭირს
image


სელებრითები ყოველთვის ცდილობენ გარშემომყოფების გაოცებას, რასაც როგორც წესი, "შიშველი" სამოსის საშუალებით ახერხებენ. ეს შესანიშნავი ვარიანტია მათთვის, ვისაც ყურადღების მიპყრობასთან ერთად მაყურებლის შოკში ჩაგდებაც სურს. სამწუხაროდ, ასეთი კაბები ყოველთვის კომფორტული არ არის, ხოლო იმისთვის რომ ერთი დაუფიქრებელი მოძრაობით სამყაროს თქვენი ყველა ღირსება არ დაანახოთ, დიდი ძალისხმევაა საჭირო. სწორედ დღევანდელ სტატიაში გავარკვევთ რომელი სელებრითი გამოირჩევა განსაკუთრებული გაბედეულობით და რომელი მათგანი არ ამბობს "შიშველი" კაბების ტარებაზე არასდროს უარს.



როუზ მაკგოუენი


image


სერიალ "მოჯადოებულის" ვარსკვლავს როუზ მაკგოუენს სამყაროსთვის საკუთარი ღირსებების დემონსტრირების ნამდვილად არ ეშინია, და ამ ფორმაში მას დასამალიც უკვე აღარაფერი დარჩა: თვლებიანი სრულიად გამჭვირვალე ბადე - კაბა წითელ ხალიჩაზე მსახიობის სხეულს მთლიანად აშიშვლებდა. ლეოპარდის პრინტიანი ბიკინი კი როუზის ბოიფრენდის, მერლინ მენსონის პრინტულ კოსტიუმს 100%-ით შეესაბამებოდა.




რიანა


image


რიანამ "2014 წლის სტილის ხატის" ჯილდო ადამ სელმანის კაბაში გამოწყობილმა მიიღო. სამოსის კონცეფცია როუზ მაკგოუენის იმიჯს ძალიან ჰგავდა: სვაროვსკის კრისტალებიანმა ბადემ მომღერლის სხეულის არც ერთ სანტიმეტრი დაფარული არ დატოვა. ეს გახლავთ ზუსტად ის კაბა, რომელშიც ოფიციალურად - "სტილის ხატად" უნდა იქცეთ.



ბიონსე


image


მართალია, საკუთარი კოლეგებისგან განსხვავებით ბიონსემ სხეულის ყველაზე ინტიმური ნაწილები დაიფარა, თუმცა მომღერალმა კაბის ფაქტურის არჩევისას მათი პრაქტიკა გამოიყენა: რაც შეიძლება მეტი თვლები და ბადე! უნდა აღინიშნოს რომ პოპ - მომღერალი წითელ ხალიჩაზე მართლაც შთამბეჭდავად გამოიყურებოდა.




რიტა ორა



image


რიტა ორას შავი, გამჭვირვალე კაბა, სქელი ჩანართებით უხერხულ მდგომარეობაში მათაც კი აგდებდა, ვინც მას ეკრანიდან უმზერდა. ასეთ უხერხულ კაბაში გამოწყობილ ბრიტანელ მომღერალს მთელი საღამოს განმავლობაში დიდი ძალისხმევა დასჭირდა რომ საზოგადოებისთვის რაიმე ზედმეტი არ ეჩვენებინა.


ბელა ჰადიდი


image


ხოლო აი, რაც შეეხება ბელა ჰადიდს მას კი ნამდვილად გაუჭირდა. 2016 წელს კანის კინოფესტივალზე ტოპ-მოდელი" Alexandre Vauthier"-ის აბრეშუმის, თამამ, წითელ კაბაში გამოჩნდა, რითიც ყველა სტუმარი ერთნაირად მოხიბლა, თუმცა ღრმა ჭრილმა მოდელს კაბის ქვეშ საცვლების ჩაცმის საშუალება არ მისცა, რაც მისთვის ერთგვარ უხერხულობადაც კი იქცა: სიარული, და მით უმეტეს კიბეებზე ასვლა - ჩასვლა მოდელისთვის ნამდვილ გამოწვევად იქცა. მსოფლიო შოუ - ბიზნესის კიდევ რომელ წარმომადგენლებს უყვართ "შიშველ" კაბებში საკუთარი "ღირსებების" დემონსტრირება ამას უკვე ქვემოთ წარმოდგენილ ფოტოგალერეაში იხილავთ:


imageimageimageimageimageimageimageimageimage












0
285
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
285