x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
საახალწლო და საშობაო ხეები ქვეყნებში, სადაც ნაძვი არ ხარობს

image


ჩვენთან, ახალი წლის სიმბოლოდ, ნაძვის ხე ითვლება და ეს დღესასწაულიც სწორედ მასთან ასოცირდება. ნაძვის ხის გარდა, ჩვენ საახალწლო სიმბოლოდ, ჩიჩილაკიც გვაქვს. ამიტომ, ზოგი ნაძვის ხესთან ერთად, სახლში ჩიჩილაკსაც დგამს. მაგრამ, ნაძვის ხე და მითუმეტეს ჩიჩილაკი, ყველგან არ არის და ამიტომ, სხვა ქვეყნებში, ამ დღესასწაულის სიმბოლოდ, სულ სხვა მცენარეები ითვლება. მაგ, :


ბრაზილიაში და მექსიკაში, ახალი წლისთვის, პალმებს რთავენ. მართალია, ის ახალი წლის სიმბოლოდ არ აღიქმება, მაგრამ სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად, – გამოდგება.image


ჩინეთის სამხრეთ რეგიონების მაცხოვრებლები, სადღესასწაულოდ, პატარა მანდარინის ხეს ან კუმკვატს იყენებენ. ჩინეთში ყვითელი და ნარინჯისფერი მმართველების სამოსის და ბედნიერების ფერად ითვლება.image


მიუხედავად იმისა, რომ კუბელებს თავიანთი ჯადოქრების - მოგვების სჯერათ და არა თოვლის პაპის, ან სანტა კლაუსის, ისინი ზღაპრულ გარემოზე უარს არ ამბობენ და კაქტუსებს რთავენ. image


აფრიკის ქვეყნებში, მცენარეებიდან, საახალწლო ატრიბუტი – ბამბუკია. მას არასდროს ჭრიან, ხოლო სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად, ხეებს გირლანდებით აფორმებენ.image


ტრადიციული ვიეტნამური საახალწლო ხე – კეი ნეუა, რომელიც ბამბუკის ჯოხს წარმოადგენს, ზემოდან ფოთლების პატარა კონით. ადგილობრივები მას ბუმბულით, ზარებით და ქაღალდით დამზადებული კონუსებით აფორმებენ.image


დიდ ბრიტანეთში, შობის ტრადიციული სიმბოლო – ბაძგია. ზოგიერთი ვერსიით, სწორედ მისი ტოტებით გააკეთეს ქრისტეს გვირგვინი. ხოლო, წითელი ნაყოფი – სისხლის წვეთების სიმბოლოდ ითვლება. image


დეკემბერი – ყველაზე ცხელი თვე არის ავსტრალიაში და სწორედ ამ თვეში ყვავდება მეტროსიდროსი – ხე ულამაზესი წითელი ყვავილებით. ამ ხეს, ახალი წლის სიმბოლოდ, მხოლოდ ავსტრალიელები კი არა, ახალი ზელანდიელებიც მიიჩნევენ.image


არაუკარია – წიწვოვანი მცენარეების უძველესი წარმომადგენელია. ამ მცენარეს საახალწლოდ, ჰავაელები რთავენ.image


სუდანში, ახალი წლის სიმბოლოდ, თხილის ხე ითვლება, რომელიც სიმდიდრის და ჯანმრთელობის განსახიერებად ითვლება.image


ნიკარაგუაში, სადღესასწაულო – ნაყოფით დახუნძლული ყავის ხე არის. ასე, რომ, მას მორთვა არ სჭირდება. ის სიმდიდრის და ნაყოფიერების სიმბოლოს წარმოადგენს და უბრალოდ, თვალისთვისაც სასიამოვნოა.image


სინამდვილეში, არც ისე მნიშვნელოვანია, რომელ ხეს მორთავენ საახალწლოდ, ან იქნება, თუ არა ის საერთოდ. დღესასწაულის დროს, მთავარი ადამიანები და მათი ემოციებია... სხვა ყველაფერი – მხოლოდ დამხმარე ელემენტებია...


image

სხვა სიახლეები:


* 20 საინტერესო ფაქტი ჩვენს ფსიქოლოგიაზე, რომელიც ბევრ რამეს ხსნის

* ტიბეტში აღმოჩენილი უძველესი ბიბლიოთეკა, წარმოუდგენელ ინფორმაციას ინახავს

* ბაზ ოლდრინმა განმარტა მთვარის მისიაზე უარის თქმის ნამდვილი მიზეზი

* ღვიძლის გაწმენდა თაფლის საშუალებით მარტივად და ეფექტურად



0
94
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
94
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0