x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134571
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508651
"გუშინ ჭუტლექსაანებმა გამოაცხადეს, ყველაზე მდიდრული ახალი წელი მთელს ევროპაში აქ არიო"-გელა ზედელაშვილი
image


"იცით, ყველაზე სასაცილო რა არი?


ხანდაზმული თაღლითები და ევროპელი პენსიონერების მძარცველები სხვას რომ ნაძვისხის ფულს უთვლიან, ეგ არი!

*


გუშინ ჭუტლექსაანებმა გამოაცხადეს, ყველაზე მდიდრული ახალი წელი მთელს ევროპაში აქ არიო, კახა კალაძე ნაძვისხეში, ქუჩების მორთვასა და საახალწლო კონცერტში 5 მილიონ ლარს ხარჯავსო.

ჩვენ ინფორმაცია გამოვითხოვეთ პრაღიდან, ჰელსინკიდან და ვილნიუსიდან, მთელ ევროპაში 156 ათას ევროზე მეტს არავინ ხარჯავსო.

image


ესე იგი, სამი ქვეყნიდან ინფორმაცია გამოითხოვეს და მთელი ევროპაო.

პრინციპში, ამათ თვლა სამამდე იციან, მერე იძახიან ხოლმე, ბევრიო - ერთი, ორი, სამი და ბევრი!

*

ვიღაცა სათვალიანი დედაკაცი გამოიყვანეს, არც გვარი დაწერეს, არც სახელი, არც თანამდებობა, უეჭველი რომელიღაცა ენჯეოდან იყო, მაგან დაიწყო მტკიცება, კალაძე 10 მილიონ ლარს ხარჯავსო.

ესე იგი, ჭუტლექსაანები იძახიან, 5 მილიონიო, ამან კიდე, არა, 10 მილიონიო. თან რაღაცა საბუთი აგვიფრიალეს, მგონი შიგ სულ სხვა რაღაცები ეწერა, მე თქვენ გეტყვით, თვალს მიგადევნებინებენ და წაგაკითხებენ, აი. რაღაცას მოგაჩვენებენ და გეტყვიან, მტკიცებულებააო, წადი და სდიე შავნოდარას, ერთი წაგვაკითხეო. ჩემი ფეხები, ისე დაიწყებს წინდებში ჩატანებული შარვლის ტოტების პარჭყვას, ქვესკნელიდან ამომძვრალი ეშმაკი გეგონება.

*

არა, ამათ რომ თვლა და ანგარიში არ იციან, ამაში არაერთხელ დავრწმუნდით, მაგრამ ხუთისა და ათი მილიონის განსხვავებას რა დიდი განათლებულობა და ალღოიანობა სჭირდება? ან კიდე სამი ქვეყანა რომ მთელი ევროპა არ არი, მაგის გასარკვევად განსაკუთრებული “ნიჭივრობაა'' აუცილებელი?!"-წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი.


0
272
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
272
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0