x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
საცოლე და საქმრო ერთი და იმავე დღეს სხვადასხვა ავიაკატასტროფაში მოყვნენ და გადარჩნენ
image

იტალიელი საპატარძალო და საქმრო ერთი და იმავე დღეს 40 კილომეტრის დაშორებით სხვადასხვა ავიაკატასტროფაში მოხვდნენ და გადარჩნენ. ამის შესახებ Daily Mail იუწყება.



ავიაკატასტროფები 17 დეკემბერს პიემონტის რეგიონში მოხდა. 30 წლის სტეფანო პირილი და მისი 22 წლის შეყვარებული ანტონიეტა დემასი პილოტებთან ერთად ორი კერძო თვითმფრინავით ტურინიდან ქალაქ ასტიში გაფრინდნენ მეგობრებთან სუფრაზე შესახვედრად.


ვახშმის დასრულების შემდეგ ისინი ცალ-ცალკე ჩასხდნენ თვითმფრინავში და გაფრინდნენ ქალაქ სავონასკენ, რათა ზღვის ხედით დამტკბარიყვნენ.



როდესაც პარტნიორები ტურინის მახლობლად ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე ბრუნდებოდნენ, მოწმენდილი ცა და მზიანი ამინდი მოულოდნელად ნისლმა გადაფარა. „როდესაც დასაფრენი ბილიკისკენ ვეშვებოდით, ყველაფერი ნისლმა და სიბნელემ გადაფარა. ვიცოდით, რომ იქვე ელექტროსადენები იყო, მაგრამ სანამ აზრზე მოვიდოდით, მიწაზე დავეხეთქეთ და მინდორში არმოვჩნდით აღმოვჩნდით“, - იხსენებს პირილი. თვითმფრინავი ასაფრენი ბილიკიდან 100 მეტრში ჩამოვარდა.


პირილი ნამსხვრევებიდან გადმოვიდა და მეორე პილოტი გამოიყვანა. მან დარეკა 911-ში და შემდეგ სცადა, საცოლესთან-ანტონიეტასთან დაკავშირება, მაგრამ ის არ რეაგირებდა. შემთხვევის ადგილზე მისულმა მაშველებმა განაცხადეს, რომ კიდევ ერთი ავიაკატასტროფა ამ ავარიის ადგილიდან 40 კილომეტრში მოხდა.


„მე ვკითხე, იყო თუ არა მამაკაცი და გოგონა მეორე თვითმფრინავში და მათ მითხრეს, რომ იყვნენ. სიცივემ დამიარა სხეულში. მივხვდი, რომ ეს იყო ანტონიეტას თვითმფრინავი“, - ამბობს პირილი.


ორი ავია კატასტროფის შედეგად ანტონიეტა და ორი პილოტი მსუბუქად დაშავდნენ, პირილი უვნებელი გადარჩა . ყველა დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. გოგონა საავადმყოფოში გამოჯანმრთელდება, საქმრო კი თავზე ადგას.

0
135
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
135
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0