x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134563
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508621
"ესენი მეუბნებიან, რომ ქართულ პოლიტიკაში ძველი სახეების დრო და ძველებური მენტალიტეტის დრო უკვე დასრულდა, ვაჰ ბიჯო" - ბაკურ სვანიძე

image


"ტიპი, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები - გეპეის კომკავშირის მდივანი იყო, და მეორე ტიპი, რომელიც კომპარტიაში 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ შევიდა(მათ შევარდნაძის დროინდელ "მოღვაწეობაზე"აღარაფერს ვამბობ) ასევე, ტიპშა, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული სააკაშვილის დროინდელ რეჟიმთან, ესენი მეუბნებიან, რომ ქართულ პოლიტიკაში ძველი სახეების დრო და ძველებური მენტალიტეტის დრო უკვე დასრულდა და თვითონ არიან ახალი სახეები... და უახლესიმენტალიტეტის მქონენი... ვააააჰ, ბბბბიჯოოოო..."-წერს სოციალურ ქსელში ბლოგერი და ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე.
შეგახენებთ, საუბარია მამუკა ხაზარაძეზე, რომელიც 1988 წლიდან პოლიტექნიკური ინსტიტუტის კომკავშირის მდივანი იყო და როგორც ამბობენ, ციხიდან ახალგამოსულ მერაბ კოსტავას ერთადერთი პალტო მთლიანად შემოახია.
მეორე კი დავით უსუფაშვილია, რომელიც კომუნისტურ პარტიაში მაშინ შევიდა, როდესაც ხალხი იქიდან გამორბოდა, ანუ 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ, როდესაც კომუნისტებს წყალი ჰქონდათ შეყენებული, მოგვიანებით დავითს ჰკითხეს, ეს როგორ გააკეთეო? რას ამბობთ, პარტიაში იმიტომ შევედი, რომ შიგნიდან დამენგრიაო. ვერაფერს იტყვი, თუ მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია მთელი ცხოვრება სოციალიზმს ებრძოდნენ, ბოლომდე მაინც ვერ დაანგრიეს და ფაქტობრივად, ამ საქმეს შეეწირნენ კიდეც, უსუფაშვილი უფრო მაგარი გამოდგა – შევიდა, მიიხედ-მოიხედა, იქით ჩაქუჩსა ძვრა უყო, აქეთ ნამგალსა წიხლი ჰკრა, ლენინის ბიუსტს თვალებში თითი ატაკა და ოდესღაც უძლეველი პარტია დაანგრია, უცებ ხუხულად აქცია.....
2
161
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
161
  
2023, 24 დეკემბერი, 19:41
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 24 დეკემბერი, 19:25
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2