x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ქსენია სობჩაკმა კიდევ ერთხელ უკბინა ყოფილ დაქალს
image

სტილისტთან ინტერვიუში ტელეწამყვანი ცდილობდა დაემტკიცებინა, რამდენად ცუდად გამოიყურება მისი კოლეგა და ყოფილი დაქალი თინა კანდელაკი.



ქსენია სობჩაკს ყველა საკითხზე საკუთარი უდავო მოსაზრება აქვს, რომელსაც ხმამაღლა და გარკვევით გამოთქვამს.


ტელეწამყვანმა ამჯერად მოდის და სტილის მცოდნედ წარმოაჩინა თავი, რა დროსაც გააკრიტიკა, კოლეგის, თინა კანდელაკის იმიჯი.



ამ დღეებში გამოვიდა ახალი ინტერვიუ სობჩაკთან, რომლის სტუმარი იყო რეალიტი შოუს მონაწილე "ახალი ვარსკვლავები აფრიკაში" კარინა ნიგაი.


ვინაიდან გოგონა მოდის ბლოგერია, ჟურნალისტმა ჰკითხა, რას ფიქრობს ვარსკვლავების სტილზე, მათ შორის თინა კანდელაკზე, რომელთანაც ქსენია ოდესღაც მეგობრობდა.


კარინას თქმით, თინა ერთ-ერთი ყველაზე მოდური ქალია რუსულ ეკრანზე.


სტუდიის მფლობელს აშკარად არ მოეწონა ეს შეფასება, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, რომ "ყველაზე მოდურის" იმიჯი სამართლიანად მხოლოდ მას ეკუთვნის.


”სერიოზული ამბობ თუ იმიტომ, რომ ის შენი უფროსია? ის არის საშინელება! მას აცვია შავი კოლგოტი ძალიან მახინჯი პედიკურით, მსუქანია. მსუქანი ქალია“, - თქვა ქსენიამ (ნახე ვიდეო -47 წუთიდან)


იმისდა მიუხედავად, რომ თავად ტელეწამყვანის შესამჩნევად მომრგვალებულმა გვერდებმა მიიპყრო სტუმარის და მაყურებელის ყურადღება, ნიგაიმ თინა დაიცვა და თქვა, რომ ის რეგულარული სპორტით თავს შესანიშნავ ფორმაში ინარჩუნებს.

image

შემდეგ ქსენია სობჩაკმა გადაწყვიტა დაემტკიცებინა, რომ კარინა ნიგაი, რომელიც თინა კანდელაკთან მუშაობდა, არის "*******" (ცუდი. - რედ.) სტილისტი და ამოიღო ტელეფონი, რათა ეჩვენებინა კანდელაკის სურათები და ცდილობდა აეხსნა, თუ რამდენად ცუდად იცვამს იგი.

0
232
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
232
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0