x
image
სფინქსი
G4B
imageimageSHONY (მახო შონია G4B-ის ერთ-ერთი წევრი) დაიბადა 1987 წელს ქალაქ სოხუმში. აქვს დამთავრებული ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი. წერს ტექსტებს პატარაობიდან, რეპმა გაიტაცა 14 წლის ასაკიდან, 17 წლისას ჩაწერა სიმღერა და ჩაერთო აქტიურად სიმღერაში, 18 წლისას RICK-თან და DNS-სთან ერთად ჩამოაყალიბა ჯგუფი KMX, ეს ჯგუფი ასრულებდა მძიმე რეპს, ამ ჯგუფმა იარსება 2 წლის მანძილზე, ამ ჯგუფის დაშლის თანავე შეიქმნა ახალი ჯგუფი იგივე შემადგენლობით პლიუს დაემატა ორი შემსრულებელი KaTY და DZIBELA, ამ ჯგუფის სახელწოდებაა "G4B" ამჟამად მხოლოდ ძველი შემადგენლობაა : RICK & SHONY & DNS. SHONY დღესდღეობით G4B-შია და ის აცხადებს, რომ სანამ იგი მღერის, სულ G4B-ის სახელით გამოვა.

image

DNS-ნიკოლოზ დრბოევი დაიბადა 1988 წელს ქალაქ თბილისში. ტექსტების წერა დაიწყო ბავშვობის ასაკში, პირველი სიმღერა ჩაწერა 17 წლის ასაკში, დუეტი SHONY-სთან, და ამის მერე დაიწყო მისი მოღვაწეობა რეპში რომელიც ჯგუფ KMX-დან დაიწყო, და ახლა გრძელდება ჯგუფ G4B-ით. ასრულებს როგორც ლირიკულ სტილს ასევე RNB-ს. ცხოვრობს აეროპორტის დასახლებაში სადაც G4B-ის ყველა წევრი ცხოვრობს, და სადაც მდებარეობს GIFT STUDIO. G4B-ის წარმატებაში როგორც სხვა წევრებს ასევე DNS-ს დიდი წვრილი მიუძღვის თავისი თანამედროვე რეპერტუარით და დიდი შრომით


image


RICK-რიჩარდ ოგანესიანი დაიბადა 1986 წელს ქალაქ თბილისში. მცირე ასაკიდან დაიწყო სიმღერების წერა, ასევე პატარაობიდან ქმინდა მუსიკას და წერდა ლექსებს. შემდეგ მან ჩააბარა შოუ-ბიზნესის აკადემიაში, აკადემიის დამთავრების შემდეგ გახდა პროფესიონალი BIT MAKER. მის აწყობილ მინუსებზე G4B-ის აქვს ჩაწერილი ბევრი სიმღერა, და მარტო G4B-ის სიმღერის შექმნის 12 წლიანმა სტაჟმა დატოვა კვალი თავის რეპერტუარზე რომელიც მაღალ დონეზე არის შესრულებული, ეს გამოიხატება როგორც მუსიკაში ასევე რეპის კითხვის მანერაში. მისი გამოცდილება ძალიან წაადგა როგორც G4B-ის ასევე GIFT STUDIO-ს, იგი რეპავს რუსულ ენაზე, ერთი სიტყვით ის თავისი საქმის პროფესიონალია

2
30
2-ს მოსწონს
ავტორი:სფინქსი
სფინქსი
30
  
2012, 10 ოქტომბერი, 23:40
საღოლ სფინქს.. მიდი მიაწექი ბრატ *♥
0 1 2