x
image
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
გიორგი ფოცხიშვილი ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტის მთავარი სოლისტი გახდა


გიორგი ფოცხიშვილი



22 წლის ქართველი მოცეკვავე გიორგი ფოცხიშვილი ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტის მთავარი სოლისტი გახდა.



imageგიორგი ფოცხიშვილი ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტის მთავარ სოლისტად დანიშვნის მომენტში




ამის შესახებ ჰოლანდიის ბალეტის ხელმძღვანელმა და ქორეოგრაფმა ტედ ბრენდსენმა სპეკტაკლ "რაიმონდას" დასრულების შემდეგ ამცნო ქართველ მოცეკვავეს.


"გიორგი არის ფენომენალური ნიჭის მქონე მოცეკვავე, როლის მსგავსი იშვიათად შეგხვდებათ. ის არის ქარიზმატული, სცენური პიროვნება, წარმოუდგენელი ენერგიით, ტექნიკით და პარტნიორული მუშაობის თანდაყოლილი შეგრძნებით. უნიკალური შემსრულებელი, რომელიც ახალგაზრდა ასაკში ახერხებს უკვე დიდი აუდიტორიის შთაგონებას“ - ამბობს მის შესახებ ტედ ბრენდსენი.








ჰოლანდიის ნაციონალურ ბალეტში გიორგი 2020 წლიდან ცეკვავს. მანამდე სწავლობდა თბილისში, ვახტანგ ჭაბუკიანის საბალეტო სკოლაში, ბალეტის შესწავლამდე კი - ქართულ ცეკვებს.


2023 წელს მიღებული აქვს ალექსანდრა რადიუსის პრიზი.




image


image


image


image


გიორგი ფოცხიშვილი




ფოტოები: www.operaballet.nl-დან



1
110
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
110
  
2023, 22 დეკემბერი, 19:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1