x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134551
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
იტალიური მაფიის ერთერთ ბოსს სასამართლოს დადგენილებით სახლი აუფეთქეს

image
მოგეხსენებათ იტალია ითვლება ორგანიზებული დანაშაულის ანუ მაფიის სამშობლოდ, მიუხედავად იმისა, რომ მაფიას ყველა დაშვებული თუ დაუშვებელი ხერხებით ებრძვიან, ერთი გამოთქმისა ("მაფია უკვდავია") არ იყოს, იტალიური მაფია მუდმივად იკრებს ძალას კლანების მეთაურების დაკავების შემდეგაც კი.
იტალიური მაფია დაკავებულია იარაღის, ნარკოტიკების კონტრაბანდით, მიგრანტების პროსტიტუციაში ჩართვით, რასაც სოლიდური შემოსავლები მოაქვს იტალიელი მაფიოზებისათვის.
არც რეკეტია უცხო იტალიელი მაფიოზებისათვის, რის შედეგადაც ბიზნესმენები იძულებული ხდებიან იტალიელ ძალოვნებს მიმართონ დახმარებისათვის.
ფაქტია, რომ იტალიურ მაფიას საკმაოდ გრძელი "საცეცები" აქვს კოლოსალური რაოდენობის ფულის მათ განკარგულებაში ქონის გამო და იტალიელ ძალოვნებში თუ ხელისუფლების სხვადასხვა რგოლში მფარველები და ინფორმატორები ჰყავთ.
გაიხსენეთ რამდენჯერ ჰქონდა პრობლემები იტალიის პრემიერყოფილ ბერლუსკონის მაფიასთან კავშირის გამო.

ამჯერად იტალიელმა ძალოვნებმა კონფისკაცია გაუკეთეს "კამორას" ერთერთი ბოსის სახლს, რომელიც 6 000 კვადრატულ მეტრზე იყო განთავსებული.
სასამართლომ მიიღო რადიკალური გადაწყვეტილება და მაფიის ერთერთი ბოსის სახლი ააფეთქეს. სახლის ასაფეთქებლად სპეციალისტებმა გამოიყენეს 400 კილოგრამი ასაფეთქებელი საშუალება ტროტილი.
სახლის აფეთქების მთელ პროცესს ესწრებოდა და პირადად იღბდა კალაბრიის რეგიონის ხელმძღვანელი.
თავად მაფიოზი იძებნება წითელი ცირკულარით.

0
165
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
165