x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134559
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508620
"არ შეგარჩენთ და ძმრად ამოგადენთ"- ვის მიმართავს თამარ ჩერგოლეიშვილი

image


"ევროპული საქართველოს" წევრი თამარ ჩერგოლეიშვილი ყველა იმ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს მიმართავს, ვინც მათ გაერთიანებას "ცოლ-ქმრის პარტიას" უწოდებს. "ტაბულას" ყოფილი დამფუძნებელი პირობას დებს რომ ასეთ შეურაცხყოფას არც ერთ მათგანს არ შეარჩენს და ყველას "ძმრად ამოდენას":


"ყველა, ვინც ევროპულ საქართველოს ცოლ-ქმრის პარტიას უწოდებს, შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს თანამებრძოლებს – მათ, ვისაც იცნობთ და ვისაც არ იცნობთ.


ცხადია, ჩვენი თანამებრძოლების დაუმსახურებელ შეურაცხყოფას არ შეგარჩენთ და ძმრად ამოგადენთ.


ეს პროპაგანდა, რასაც ოლიგარქი კეზერაშვილის და ბელადი სააკაშვილის მსახურები აქტიურად აწარმოებენ ემსახურება ამ ორი კარიკატურული პერსონაჟისთვის იმ ილუზიის შექმნას, რომ მათი დაკვეთა შესრულებულია და ვინც ბელადს განუდგა, ოლიგარქის “ჯანსაღი რჩევები” უარყო, საკუთარ პრინციპებს უერთგულა და საკუთარ თავთან პირნათელი დარჩა, “განულდა”, მარტოა და იზოლირებულია.


ამ ვირტუალური რეალობის შექმნას ემსახურება მათ მიერ აგებული კორუმპირებული სისტემა და ამ სისტემის ყველა მოსამსახურე (ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად).


პრინციპების ერთგულების გამო პოლიტიკური აქტორების იზოლაციის პრეცედენტის შექმნა ქართული დემოკრატიის პერსპექტივას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს.


ამიტომ, ამ ორი კარიკატურული პერსონაჟის და მათი მოსამსახურეების მორალურ და პოლიტიკურ განადგურებას და ამ მაგალითის შექმნას, ეროვნულ საქმედ მივიჩნევ."- წერს ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.









0
314
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
314