x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
26 წლის გოგო მკერდზე "ბანჯგვლიან" თმას ისე მიეჩვია, რომ მისი გაპარსვა არ უნდა - რჩევა ზედმეტი თმის მოსაცილებლად

image
26-წლის ესთერ კალიკსტ-ბეა მონრეალიდან გახლავთ, გოგოს მკერდზე მამაკაცივით "ბანჯგვლიანი" თმა აქვს, ასევე იღლიაშიც და ფეხებზეც, თუმცა ესთერს ეს უკვე ადრინდელივით არ აკომპლექსებს და ამბობს: "რაც ბუნებამ მიბოძა-ჩემია და რატომ უნდა მოვიშორო ის? ეს ხომ ჭუჭყი არაა, რომელიც აუცილებლად უნდა მოიბანოთ? მე ჩემი თავი ასეთი მომწონს და თუ ვინმეს არ მოვწონვარ, ეს მისი პრობლემაა და არა ჩემი"!

არა და მოზარდობისას ჰორმონული დარღვევების გამო მიღებულმა პრეპარატებმა ესთერის ორგანიზმში ისეთი ცვლილებები გამოიწვია, გოგონა დიდი ხნის მანძილზე თვითმკვლელობაზეც კი ფიქრობდა და მშობლებს ფსიქოლოგთან დაჰყავდათ.
ახლა 26 წლის ესთერს არანაირი კომპლექსი არ აწუხებს, არ მიმართავს არანაირ ეპილაციას, არ მალავს მკერდზე თმას და საკმაოდ გულამოღებულ კაბებს იცვამს. არც იღლიის გაპარსვით თუ ეპილაციით იწუხებს თავს და არც ქვედა კიდურებიდან იშორებს თმას.

თინეიჯერობის პერიოდში ესთერს ერიდებოდა საზოგადოებაში გამოჩენა, მიუხედავად იმისა, რომ ჭარბთმიანობის გამო არასდროს გამხდარა ბულინგის ობიექტი. გოგონა ერთი პერიოდი იშორებდა ჭარბ თმას სახლის პირობებში, მაგრამ მერე ხელი ჩაიქნია და საზოგადოებაში გამოჩნდა ისეთი, როგორიცაა დღეს.

"მე მამაკაცი არა ვარ, ქალი ვარ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, მეც ვიღაცის მოსაწონებლად რაღაც სტანდარტებში მოვექცე და ისე ვიცხოვრო"-ამბობს ესთერი და თავის სურათებს საჯაროდ დებს სოციალურ ქსელებში.

imageimageimage

ზედმეტი თმის მოსაცილებლად სულაც არაა ძვირადღირებული პროცედურების გავლა, თუ საქმე არ ეხება განსაკუთრებულ შემთხვევებს.
უამრავი ეფექტური ხალხური მეთოდია, რომელიც მაღალი ეფექტურობით აშორებს ზედმეტ თმას, როგორც ქალებს ასევე მამაკაცებსაც.

გთავაზობთ ყველაზე გავრცელებულ მეთოდს, რომელიც ხალხური მედიცინის სპეციალისტების თქმით სრულიად უსაფრთხო და მაღალეფექტურია.

აიღეთ ფიჭვის კაკლის გარსი, ცოტახნით მოადუღეთ ცხელ წყალში და დატოვეთ ნახევარი საათის განმავლობაში. მიღებული ნაზავი წაისვით არასასურველი თმის ზრდის ადგილზე, შემდეგ კი ჩამოიბანეთ დიდი რაოდენობით თბილი წყლით. მოცემული პროცედურა გაიმეორეთ რამდენჯერმე და ცოტა ხანში თქვენ შეამჩნევთ არასასურველი თმის საგრძნობლად კლებას. რამდენიმე კვირის შემდეგ ნახავთ, რომ თმები სრულად გაქრება. მოცემული მეთოდი გამოირჩევა სიმარტივით, გავრცელებითა და უსაფრთხოებით. ფიჭვის კაკლის მაგივრად ასევე შეიძლება ჩვეულებრივი (ბერძნული) კაკლის გამოყენება.

0
157
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
157