x
image
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
როგორები იქნებოდნენ ისტორიული პიროვნებები დღეს


image



ბეკა სალადინი არის ხელოვანი, რომელიც ფოტოშოპის დახმარებით "აცოცხლებს" ისტორიულ პიროვნებებს და გვაჩვენებს თუ როგორები იქნებოდნენ ისინი დღევანდელ დღეს რომ ეცოცხლათ.


გთავაზობთ მის ნამუშევრებს ეხნატონის ეპოქიდან ბეთჰოვენის საუკუნემდე.






1. ეხნატონი

ჩვ.წ.აღ.-მდე 1380 წელი


image



ძვ.წ.-ით 1380 წელს დაბადებული ამენჰოტეპ IV იყო ფარაონი, რომელიც მართავდა ძველ ეგვიპტეს ძვ.წ.-ით 1353-1336 წლებში. მისი ერთ-ერთი ცოლი ცნობილი ნეფერტიტი იყო.


ისტორიაში იგი ყველაზე მეტად სახელმგანთქმულია რელიგიური რევოლუციით. მან მრავალღმერთიანობა განდევნა და ჩაანაცვლა მონოთეისტური რელიგიით, რომელიც დაფუძნებული იყო მზის ღმერთის, ატონის თაყვანისცემაზე. სწორედ ამის შემდეგ შეერქვა მას სახელი ეხნატონი.







2. ნეფერტიტი

ჩვ.წ.აღ.-მდე 1370 წელი



image


ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საკულტო ფიგურა უძველეს ისტორიაში. ნეფერტიტი ნიშნავს "ულამაზესი ქალბატონი მოვიდა".






3. არისტოტელე

ჩვ.წ.აღ.-მდე 384 წელი


image


ცნობილი ბერძენი ფილოსოფოსი და მეცნიერი. პლატონის მოსწავლე და ალექსანდრე მაკედონელის მასწავლებელი. თანამედროვე ფილოსოფიის დასავლური სკოლის ფუძემდებელი პლატონისა და სოკრატეს გვერდით.





4. ალექსანდრე მაკედონელი

ჩვ.წ.აღ.-მდე 356 წელი



image


ალექსანდრე მესამე, მაკედონიის მეფე იყო ძვ. წ. აღ.-ით 336-323 წლებში. ყველაზე გამოჩენილი მხედართმთავარი ისტორიაში, რომელმაც დაიპყრო იმ დროისთვის არსებული თითქმის მთელი მსოფლიო.


ალექსანდრე მაკედონელი ერთ-ერთი ყველაზე ვიზუალურად წარმოდგენილი ფიგურაა მთელ ანტიკურ პერიოდში. მისი გამოსახულება ჩანს სკულპტურებში, ნახატებსა და მონეტებზე. ამ მიზეზით, ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ზუსტია ბეკას მიერ შექმნილ ნამუშევრებს შორის.





5. კლეოპატრა

ჩვ.წ.აღ.-მდე 69 წელი


image


ეგვიპტის უკანასკნელი დედოფალი. ცნობილი იყო მისი სიყვარული რომაელი მხედართმთავრებისადმი იულიუს კეისარისა და მარკუს ანტონიუსისადმი. მან თავი მოიკლა რათა არ გამხდარიყო რომის იმპერატორის ოქტავიანე ავგუსტუსის ტყვე.





6. იმპერატორი ადრიანე

ახ. წ. აღ.-ით 76 წელი



image


რომის იმპერატორი 117-138 წლებში. გამოირჩეოდა ჰუმანური დამოკიდებულებით, რის გამოც შედის "ხუთ კეთილ იმპერატორთა" შორის. მისი სახელი ცნობილია ადრიანეს კედლის მშენებლობით, რომელიც აშენდა დღევანდელი ინგლისისა და შოტლანდიის საზღვარზე. მიუხედავად იმისა, რომ მას არასოდეს უნახავს კედელი და დიდი ხანია აღარ არსებობს, ეს კედელი მაინც რჩება მის ძირითად მიღწევად.





7. მარკუს ავრელიუსი

ახ. წ. აღ.-ით 121 წელი



image


ცნობილი როგორც "ფილოსოფოსი იმპერატორი", მარკუს ავრელიუსი მართავდა რომის იმპერიას ცხრამეტი წლის განმავლობაში 161-დან 180 წლამდე. იმ დროისთვის რომის იმპერია იყო ყველაზე დიდი და მას 70-80 მილიონი ქვეშევრდომი ჰყავდა.






8. სალადინი

1138 წელი


image


სალადინი ეგვიპტის სულთანი და ჯვაროსანი იყო. ის კარგად არის ცნობილი იერუსალიმის გარშემო ქრისტიან ჯვაროსნებთან ბრძოლებით. საშინელი მეომარი იყო, მაგრამ მაინც პატივს სცემდა მოკავშირეებს და მტრებს თავისი რაინდობის გამო. მან დააარსა აიუბიდების დინასტია.






9. ჩინგიზ ყაენი

1155-1162 წ.წ.


image


ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი და სისხლისმღვრელი პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე. ჩინგიზ ხანი (ბავშვობის სახელით თემუჩინი) იყო მონღოლეთის იმპერიის ლიდერი. მან შეძლო დაქუცმაცებული მონღოლეთის გაერთიანება. მართალია დიდი ხანი არ უარსებია, მაგრამ მის მიერ შექმნილი იმპერია ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპერია იყო კაცობრიობის ისტორიაში.





10. ლეონარდო დავინჩი

1452 წელი


image


ხელოვნებისა და მხატვრობის გენიოსად აღიარებულმა ლეონარდო დავინჩიმ ეს ავტოპორტრეტი 1512 წელს დახატა. და ვინჩი ისტორიაში ყველაზე გავლენიანი და საკულტო ფიგურაა.






11. ბოტიჩელის ვენერა (სიმონეტა ვესპუჩი)

1453 წელი


image


იტალიელი დიდგვაროვანი ქალი გენუიდან სიმონეტა ვესპუჩი განთქმული თავისი სილამაზით ითვლებოდა, რომ იყო მრავალი ცნობილი იტალიელი მხატვრის რამდენიმე ნახატის მოდელი.

ერთ-ერთი მათგანი იყო მხატვარი სანდრო ბოტიჩელი, რომელმაც იგი გამოიყენა მოდელად ვენერას დაბადების ნახატში.





12. ჯოკონდა

დაახლოებით 1503 წელი


image


იგივე "მონა ლიზა". ალბათ ყველაზე ცნობილი ნახატი მთელს მსოფლიოში, მონა ლიზა ხშირად ითვლება ლეონარდო და ვინჩის დაგვირგვინებულ მიღწევად. მოდელი ქალი, რომელზედაც მონა ლიზაა დაფუძნებული, უცნობია და იდუმალებითაა მოსილი.





13. შექსპირი

1564 წელი


image


უილიამ შექსპირი ყველა დროის, ალბათ, ყველაზე ცნობილი ინგლისელი დრამატრურგი.






14. პოკაჰონტასი

დაახლოებით 1596 წელი


image


ინდიელი ამერიკელი ქალი ჯეიმსთაუნიდან, ვირჯინიის შტატში. ინდიელთა ტომის პუჰატანის ბელადის ქალიშვილი.

თავის დროზე შეიპყრეს ინგლისელმა კოლონისტებმა, შემდგომში მიიღო ქრისტიანობა მოინათლა და დაქორწინდა ინგლისელ ჯონ როლფზე. გარდაიცვალა ძალიან ახალგაზრდა 20, ან 21 წლის ასაკში გაურკვეველი მიზეზით.






15. გოგონა მარგარიტის საყურით

1665 წელი


image


სურათი, რომელიც დაფუძნებულია მხატვრის ფანტაზიაზე და არა უშუალოდ ცნობილ ისტორიულ ფიგურაზე. მხატვრის თქმით, უსახელო ქალი მარგარიტის საყურით, ქალის სილამაზის იდეალს წარმოადგენს.

ის 1665 წელს მხატვარმა იოჰანეს ვერმეერმა დახატა და მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია.






16. მოცარტი

1756 წელი


image


კომპოზიტორი ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი ჯერ კიდევ ცნობილი ადრეული წლებიდან, როგორც ბავშვი საოცრება.

მის სიცოცხლეშივე არსებობდა უკვე რამდენიმე ნახატი. მიუხედავად ამისა საინტერესო ის არის, რომ მისი ყველა პორტრეტი ერთმანეთისგან განსხვავდებოდა, ერთადერთი, რაც პორტრეტებს საერთო ჰქონდათ იყო მისი ცისფერი თვალები.






17. ნაპოლეონი

1769 წელი


image


ამ ისტორიული ფიგურისთვის მხატვარმა ორი სურათი შექმნა.

ზედა ემყარება ერთ-ერთ მრავალ ნახატს, რომელიც ნაპოლეონის სიცოცხლეში იყო შესრულებული. მეორე სურათი დაფუძნებულია ანტუან-დენის შაუდესის ცნობილი ლიდერის ბიუსტის სკულპტურაზე.






18. ბეთჰოვენი

1827 წელი


image


ბეთჰოვენი ამ პორტრეტში 49 წლისაა. კლასიკური მუსიკის ექსპერტები თანხმდებიან, რომ ბეთჰოვენმა თავისი საუკეთესო ნამუშევარი შექმნა სწორედ ამ წლებში და სწორედ ამ პერიოდში იტანჯებოდა ყველაზე მეტად ის სიყრუით.








ბეკა სალადინის სხვა ნამუშევრების ნახვა შეგიძლიათ ინსტაგრამზე royalty_now-ზე.




0
200
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
200
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0