x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ღვინო ამცირებს კიბოს ზოგიერთი სახეობის განვითარებას
image

ესპანეთის კასტილა-ლა მანჩას უნივერსიტეტის (UCLM) მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ღვინო ამცირებს კიბოს გარკვეული ტიპების განვითარების რისკს.


მკვლევარებმა შეარჩიეს 70-ზე მეტი მაღალი ხარისხის კვლევა Cochrane, Scopus, Web of Science და MEDLINE (PubMed) მონაცემთა ბაზებიდან. ისინი ჩატარდა 1986 წლიდან 2021 წლამდე და მასში 4, 3 მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.


აღმოჩნდა, რომ ღვინის ზომიერი მოხმარება ამცირებს სიმსივნის განვითარების რისკს, განსაკუთრებით თავის ტვინში, ფილტვებში, კანში, კუჭსა და პანკრეასში. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ამ სასმელში შემავალი ფიტოესტროგენები და ანტიოქსიდანტები.



საინტერესო დასკვნა დადო ვენის სამედიცინო უნივერსიტეტიდან, სხვა მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა, შაჰრუხ შარიას ხელმძღვანელობით.


მათ ჩაატარეს კვლევა -ღვინის გავლენაზე პროსტატის კიბოს ფორმირებაში, რომელიც ითვლება სიმსივნის ყველაზე გავრცელებულ სახეობად დასავლურ სამყაროში. მან აჩვენა, რომ თეთრი ღვინო ამ დაავადების განვითარების რისკს მეოთხედით ზრდის, წითელი ღვინო კი, პირიქით ამცირებს. ნაშრომი გამოქვეყნდა ჟურნალში Clinical Epidemiology-ში


მათ შეისწავლეს 17 წინა კვლევის მონაცემები ამავე თემაზე, რომელიც ეხებოდა 610 ათას პაციენტს.


აღმოჩნდა, რომ თეთრი ღვინის ზომიერი მოხმარება პროსტატის კიბოს რისკს 26%-ით ზრდის. ამასთან, წითელი ღვინის ზომიერ გამოყენებას ასეთი ეფექტი არ მოჰყოლია, პირიქით, დაავადების რისკი 12%-ით შემცირდა.


შარიამ აღნიშნა, რომ „ზომიერი“ ნიშნავს დაახლოებით ერთ ჭიქა ღვინოს დღეში.


ექიმები აპირებენ გაარკვიონ წითელი ღვინის რომელ კომპონენტებს შეუძლიათ პროსტატის კიბოს პროფილაქტიკა და შეიძლება თუ არა მათი გამოყენება თერაპიისთვის.


„ფაქტობრივად, უკვე დადასტურდა, რომ პოლიფენოლები, რომლებიც ძირითადად წითელ ღვინოშია, შეიძლება დაიცვან სხვა დაავადებებისგან ან კიბოს სხვა სახეობებისგან. პოტენციურად, წითელი ღვინის პოლიფენოლების გამოყენება შესაძლებელია პროფილაქტიკისთვის“, - აღნიშნა მეცნიერმა.

2
155
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
155
  
2023, 31 დეკემბერი, 22:54
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Xmiss.pw
2023, 19 დეკემბერი, 22:47
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2