x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ქალებს ჩამოუთვალეს ორგაზმის მიღწევის მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორები
image

სექსოლოგმა ტრეისი კოქსმა ჩამოთვალა ძირითადი ფაქტორები, რომლებიც პარტნიორთან სექსის დროს ხელს უშლის ქალებს ორგაზმის მიღწევაში . მის მოსაზრებას Daily Mail ავრცელებს.


ქალებისთვის ბევრად უფრო ადვილია ორგაზმის მიღწევა დამოუკიდებლად, ვიდრე მამაკაცთან ერთად, თქვა კოქსმა. მისი თქმით, ამის პირველი მიზეზი ის არის, რომ შეღწევადი სექსი არ იძლევა საკმარისად სავნებოს სტიმულაციას. გარდა ამისა, როგორც სექსოლოგმა აღნიშნა, არის სხვა ფაქტორებიც, რომლებიც გავლენას ახდენენ ორგაზმის მიუღწევლობაზე: გარეგნობაზე და ყოველდღიურ პრობლემებზე ფიქრი, ასევე პარტნიორისადმი ნდობის ნაკლებობა.


კოქსი დარწმუნებულია, რომ თუ ქალი მოიგდებს თავიდან შემაშფოთებელ აზრებს და ყურადღებას გაამახვილებს პროცესზე, უფრო ადვილი იქნება ორგაზმის მიღწევა.



„დაამყარეთ მხედველობითი კონტაქტი თქვენს პარტნიორთან, შეხედეთ მის სხეულს, უთხარით, რომ გსიამოვნებთ, რასაც ის აკეთებს. რაც უფრო აქტიური ხართ საწოლში, მით ნაკლებია ალბათობა იმისა, რომ შფოთიან ფიქრებში ჩაიძიროთ“, - ასეთ რჩევას იძლევა სექსოლოგი.


კოქსმა დასძინა, რომ ბევრ ქალს არ შეუძლია სექსისგან სიამოვნების მიღება, რადგან ისინი გრძნობენ ძალიან დიდ ემოციურ ზეწოლას პარტნიორისგან, განსაკუთრებით თუ ის ქალის ორგაზმს ელის ყოველი სექსუალური აქტის დროს.


ეს ქცევა, სექსოლოგის თქმით, დამახასიათებელია დაბალი თვითშეფასების მქონე მამაკაცებისთვის, ისინი აღიქვამენ ქალის სიამოვნებას თავიანთი მამაკაცურობის დადასტურებად და ნერვიულობენ, თუ ეს არ ხდება. დაძაბულობის შესამცირებლად სექსოლოგი ურჩევს ქალებს პარტნიორს უფრო ხშირად უთხრას კომპლიმენტები და ასევე შეახსენონ, რომ ქალის ორგაზმი განსხვავდება მამაკაცის ორგაზმისგან და ყოველთვის არ ხდება.


გარდა ამისა, ბევრი ქალი ვერ აღწევს ორგაზმს საწოლში პარტნიორების ტექნიკური შეცდომების გამო, ამბობს კოქსი. თუმცა, მისი აზრით, ამაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ მამაკაცებს კი არ ეკისრებათ, არამედ თავად ქალებსაც, რომლებიც ჩუმად არიან თავიანთ მოთხოვნილება-სურვილებზე და ხანდახან წლების განმავლობაში იტყუებიან იმაზე, რაც სინამდვილეში მოსწონთ. მაგრამ არასდროს არის გვიან სიმართლის თქმა, დარწმუნებულია სექსოლოგი.


0
383
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
383
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0