x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ხაჭაპური ღვეზელების კატეგორიაში მსოფლიოში საუკეთესო კერძად დასახელდა
image

რამდენიმე დღის წინ გაგაცანით, სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციული კერძების გასტრონომიული გზამკვლევის, TasteAtlas-ის 100 ყველაზე საზიზღარი კერძის რეიტინგი, ახლა კი ამავე გამოცემამ სასიამოვნო სიურპრიზი შემოგვთავაზა, ხაჭაპური მსოფლიოს გამოსაცხობ კერძების რეიტინგში პირველ ადგილზე დაასახელა.აი რა წერია ხაჭაპურის ანოტაციაში:


"ეს უბრალოდ ყველიანი პურია, რომელიც ცნობილია ხაჭაპურის სახელით, ყველაზე ცნობილი კერძია საქართველოში. ტრადიციულად მის ზედაპირს ფარავენ გამდნარი ყველით კვერცხით და კარაქით. ხაჭაპურის სხვადასხვა სახეობაა და მიუხედავად იმისა, რომ კერძში რამდენიმე ახალი სახეობის ყველი შედის, როგორიცაა მოცარელა და ფეტა, ყველაზე გავრცელებული დანამატები მაინც ტრადიციული ქართული სულუგუნი ან იმერული ყველია.

image


მას აძლევენ სხვადასხვა ფორმებს და გამოცხობის პროცედურისა და ფორმის მიხედვით, შეიძლება მიირთვათ ინდივიდუალურად ან დაჭრილი. ორი ყველაზე გავრცელებული სახეობაა იმერული ხაჭაპური, რომელსაც აქვს მრგვალი ფორმა და აჭარული ხაჭაპური, ღია ვერსია კარაქით და ზედ უმი კვერცხით."



სულ ახლახან TasteAtlas-მა გამოაქვეყნა კიდევ ერთი რეიტინგი-"მსოფლიოს 100 საუკეთესო გასტრონომიული ქალაქები და რეგიონები, პირველ სამ ადგილს იკავებს სამი იტალიური ქალაქი რომი, ბოლონია და ნეაპოლი, ჩვენს დედაქალაქს, თბილისს საკმაოდ მაღალი პოზიცია უკავია -მე-17 ადგილი:

image

"ხინკალი, ხაჭაპური, ხარჩო, ბადრიჯანი და ხაში"-აი რითაა ცნობილი ეს ქალაქი, ასე წერია გზამკვლევში.

აღსანიშნავია, რომ თბილისი არა მარტო ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნის ქალაქებს ასწრებს, არამედ ყველა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანასაც, ამ მხრივ რეიტინგში თბილისის შემდეგ მოსკოვია (45-ე ადგილი)

2
161
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
161
  
2023, 31 დეკემბერი, 22:54
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Xmiss.pw
2023, 19 დეკემბერი, 22:47
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2