x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134572
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
"აი ეს არის დუქნურ— უნახავ— პროვინციული მენტალიტეტი"- ვის ფოტოს აქვეყნებს შალვა ნათელაშვილი

image


"ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი კახა კალაძის მიერ "ტიკ ტოკზე" ატვირთვულ ვიდეოს, სადაც ის საკუთარ მეუღლეს, ანუკა არეშიძეს თმას ვარცხნის "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და თბილისის მერის მიერ სოციალურ ქსელში მსგავსი ვიდეოს ატვირთვას "მარიაჟობად" აფასებს:


"აი ეს არის დუქნურ— უნახავ— პროვინციული მენტალიტეტი. ნაცვლად იმისა, რომ ქალბატონებს დაბადების დღეზე მაინც ეძლეოდეთ უფასო ვაუჩერი სალონებში შესასვლელად, რაც მათი ოცნებაა და უამრავი კალაძის ყაჩაღობის გამო მშიერია და ამას მთელი ცხოვრება ვერ ახერხებს ამ დროს ქალაქის მერი თავისი ბედნიერებით მარიაჟობს. იმედია საახალწლო ნაძვის ხესაც ტრადიციულად დოლარებით მორთავენ."- წერს ქვეყნის ნომერ პირველი ლეიბორისტი სოციალურ ქსელში და კალაძის ვიდეოს ქვეშ ერთ - ერთი მოქალაქის კომენტარის სქრინს აზიარებს.

image

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ "ტიკ ტოკზე" ატვირთა ვიდეო, სადაც ის საკუთარ მეუღლეს თმას ვარცხნის. თბილისი მერის ზემოაღნიშნულ ვიდეოს სოციალურ ქსელში მოქალაქეების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ნაწილი მერს მზრუნველობის გამო აქებდა, ზოგიც კი აქილიკებდა, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც სატრანსპორტო კოლაფსით შეწუხებულები მას მეუღლისთვის თმი ვარცხნის ნაცვლად აღნიშნული პრობლემის მოგვარებას ურჩევდნენ.








0
384
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
384