x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მეცნიერულად დადასტურებული 9 ფაქტი, რომლის დაჯერება რთულია

ალბათ, ბავშვობაში, ბევრი ადამიანი ოცნებობდა გამხდარიყო მეცნიერი – გაეკეთებინა აღმოჩენები და ჩაეტარებინა გიჟური ექსპერიმენტები. ჩვენს სამყაროში, ჯერ კიდევ, ბევრი რამ არის უცნობია და ზოგიერთი აღმოჩენა, ნამდვილად რომ წარმოუდგენელი და საოცარია... თან იმდენად, რომ ფეიკი გვგონია. სწორედ ასეთ მეცნიერულ აღმოჩენებზეა ამ სტატიაში საუბარი:


ადამიანის ტვინი უფრო რთულია, ვიდრე ჩვენი გალაქტიკაimage


ჯანმრთელი ადამიანის ტვინი, დაახლოებით, 200 მილიარდ ნერვულ უჯრედს შეიცავს, რომლებიც ერთმანეთს, ასობით ტრილიონი სინაფსით უკავშირებენ. თითოეულ ნერვულ უჯრედს, შეიძლება, ათიათასობით სინაფსური კავშირი ჰქონდეს. ადამიანის მხოლოდ თავის ტვინის ქერქში, დაახლოებით, 125 ტრილიონი სინაფსია, რაც ვარსკვლავების რაოდენობას გალაქტიკაში, 1500–ჯერ აღემატება.


ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი
image


ადამიანის ნერწყვი შეიცავს ნივთიერებას, რომელსაც ოპიორფინი ეწოდება. ეს ძლიერი ტკივილგამაყუჩებელია, რომელიც ბუნებრივი ოპიატების ჯგუფს მიეკუთვნება. ოპიორფინის საანესთეზიო თვისება, ექვსჯერ აღემატება მორფინს და მის ნებისმიერ ანალოგს.


ომარი უკვდავია
image


ცნობილი ათფეხა კიბორჩხალასებრი ომარი, რომელსაც, ლობსტერსაც უწოდებენ, – თეორიულად უკვდავია. ის არ ბერდება, არ კარგავს რეპროდუქციულ ფუნქციას და მადას. ამასთან, ყოველთვის აქტიური და ენერგიულია. მაგრამ, უკვდავება, წყლის ბინადარს არ იცავს მტაცებლებისგან, წყლის დაბინძურებისგან, ან წყლის ტემპერატურის ცვლილებისგან.


სასიკვდილო ქოქოსი
image


უფრო დიდი შანსია, რომ პლაჟზე ადამიანი თავზე ქოქოსის დაცემის შედეგად გარდაიცვალოს, ვიდრე ზვიგენის თავდასხმით.



ადამიანის ფილტვები ჩოგბურთის კორტის ხელაა
image


ფილტვები ყველაზე მოცულობითი ორგანოა ადამიანის ორგანიზმში და თუ დავუშვებთ, რომ ამ ორგანოს გაშლა სიბრტყეზეა შეიძლება, მაშინ სავსებით შესაძლებელია, 2 ფილტვმა ჩოგბურთის კორტი დაფაროს.


ადამიანი და კოალა, ერთმანეთთან იმაზე ახლოს არიან, ვიდრე ჩვენ გვეგონა
image


ადამიანის და კოალას თითის და ხელის გულის ანაბეჭდები, თითქმის იდენტურია. ავსტრალიელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ კოალას თითის ანაბეჭდები, შეიძლება, ადამიანის ანაბეჭდთან აგვერიოს. ისინი იმდენად ჰგვანან, რომ ექსპერტებიც კი, ყოველთვის ვერ განასხვავებენ.


მეტისმეტად ბევრი ჭიანჭველაimage


ენტომოლოგებმა დედამიწაზე ჭიანჭველების საერთო რაოდენობა გამოთვალეს და აღმოჩნდა, რომ პლანეტაზე, დაახლოებით, 20 კვადრილიონი (1 კვადრილიონი – ერთი, 15 ნულით) ჭიანჭველა ბინადრობს და მათი მთლიანი ბიომასა, უფრო მეტია, ვიდრე ყველა გარეული ფრინველის და ძუძუმწოვრის მთლიანი მასა.


სწრაფი უჯრედები
image


ერითროციტებს შეუძლია, სისხლძარღვთა მთელი სისტემის, მხოლოდ 20 წამში გავლა.


ყველაზე ძლიერი არსება დედამიწაზე
image


კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა, ყველაზე ძლიერი ცოცხალი არსების ტიტულის ახალი მფლობელი გამოავლინეს. ეს გონორეის ბაქტერიაა, რომელსაც საკუთარ წონაზე, 100 000-ჯერ მეტი ტვირთის გაძლება შეუძლია. ის ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი ჩვენთვის ცნობილი არსება.


image

სხვა სიახლეები:


* ისრაელ–პალესტინის კონფლიქტის მიზეზი

* კიბოსთან ბრძოლა, ისევ კიბოს უჯრედებს შეუძლია

* სტალინის ორეულები

* ღვიძლის გაწმენდა თაფლის საშუალებით მარტივად და ეფექტურად



0
443
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
443
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0