სხვა ბრიტანეთში კაფეს მიმტანები მთლიანად გაშიშვლდნენ საქველმოქმედო მიზნისთვის(ფოტოები) 2023, 12 დეკემბერი, 16:04
დიდ ბრიტანეთში, კაფემ გამოუშვა საქველმოქმედო კალენდარი თავისი შიშველი თანამშრომლების ფოტოებით. ამის შესახებ Daily Star იუწყება.
გადაღებებში 19-დან 53 წლამდე რვა ქალი მონაწილეობდა. ცენზურის შესანარჩუნებლად, ფოტოებზე ისინი ინტიმურ ადგილებს იფარებენ წინსაფრებით, ჭიქებით და სხვა იმპროვიზირებული ნივთებით.
დაწესებულების მფლობელის, ანა უელინგსის(Anna Wellings)თქმით, თავდაპირველად ისინი აპირებდნენ ტანსაცმლის გარეშე შიშვლები გადაღებას, ისე, უბრალოდ, თუმცა შემდეგ გადაწყვიტეს შემოსავალის სასიკეთო მიზნებისთვის გამოყენება. ”გოგონების დათანხმებას დიდი დრო რ დასჭირდა”, - აღნიშნა კაფეს მფლობელმა. კალენდრები იყიდება 14, 5 ფუნტ სტერლინგად (დაახლოებით 48 ქართული ლარი). შემოსული თანხა გადაეცემა ორგანიზაციას, რომელიც ეხმარება ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებულ ქალებს. ”ეს ძალიან შთამაგონებელი იყო და ისინიც კი, რომლებიც ცოტათი ნაკლებად თავდაჯერებულები იყვნენ, მთელი დღის განმავლობაში გაბრწყინდნენ - ჩვენ ამის შემდეგ კი საბანაოდ ლინმუთის ნავსადგურშიც კი წავედით ამის შემდეგ აღსანიშნავად!” კალენდრებისგან შემოსული მთლიანი თანხა მოხმარდება North Devon Against Domestic Abuse. ანამ დასძინა: ”ეს არის საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომლის მიზანია შეინარჩუნოს ოჯახები, უზრუნველყოს უსაფრთხო ადგილი და დროებითი თავშესაფარი ქალებისა და ბავშვებისთვის და უზრუნველყოს მხარდაჭერა და დახმარება ყველასთვის, ვინც ითხოვს." 128 2-ს მოსწონს
|