x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134558
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508617
მას სურდა ერთადერთი შვილი ყოფილიყო ოჯახში

image

ფილიპინებში ცხოვრობდა მაგუადების ოჯახი, ჩვეულებრივი საშუალო კლასიდან. მამა მუშაობდა მასწავლებლად საშუალო სკოლაში, ხოლო დედა იყო დაწყებითი სკოლის დირექტორი. მათ ორი შვილი ჰყავდათ - 16 წლის ლუი და 18 წლის გვენი.


მათი ქალიშვილი სკოლაში კარგად სწავლობდა და განსაკუთრებით კარგად ითვისებდა უცხო ენას, კერძოდ ინგლისურს. გვენს სურდა ექიმი გამხდარიყო და თავისუფალ დროს მონაწილეობას იღებდა შეჯიბრებებში. ლუი იყო შესანიშნავი სპორტსმენი და სამომავლოდ გეგმავდა ადვოკატობას .


ერთ დღესაც სიკეთით ცნობილი გვენის წყალობით, 2021 წელს ოჯახში კიდევ ერთი ბავშვი გამოჩნდა. ჯენისი 17 წლის იყო და იგი გვენმა ახლობლის ოჯახურ წვეულებაზე გაიცნო, სადაც ჯენისი ძიძად მუშაობდა. გოგონებმა სწრაფად იპოვეს საერთო ენა და აღმოჩნდა, რომ გვენის ახალი მეგობარი ობოლი იყო და ამავდროულად არ ჰქონდა ბინა.



გოგონას შეეცოდა ჯენისი და გადაწყვიტა მშობლებთან ესაუბრა მოზარდის ოჯახში მიღების შესახებ. მშობლები, ლოველასი და კრუზი, მასწავლებლებს, რომლებსაც გულწრფელად უყვარდათ ბავშვები, დათანხმდენ გვენის წინადადებას.

imageფოტოზე: მაგუადების ოჯახი:ლოველასი, გვენი, ლუი და კრუზი



იმავე წლის ივლისში ჯენისი გადავიდა მაგუადების ოჯახში საცხოვრებლად. მას საოცრად თბილად შეხვდნენ და ისე ეპყრობოდნენ, როგორც საკუთარ შვილებს: სწავლაში ეხმარებოდნენ, ჯიბის ფულს აძლევდნენ და მის უნივერსიტეტში გაგზავნასაც გეგმავდნენ. თუმცა, ჯენისთან პრობლემები თითქმის მაშინვე წარმოიშვა: პირველივე თვეებში წყვილს დაახლოებით ორასი დოლარი დაეკარგა. ფული სწრაფად იპოვეს - ნაშვილები ქალიშვილის ზურგჩანთის ჯიბეში.


გოგონას მაშინვე აქვითინდა და საკმაოდ გულწრფელად ბოდიში მოიხადა ამ საქციელის გამო. ეს პედაგოგებმა აღიქვეს, როგორც წარსული ცხოვრების შედეგი და მის მიმართ სიმკაცრე არ გამოუჩენიათ.პირიქით, ამის შემდეგ მათი ურთიერთობა უფრო მჭიდრო და მშობლიური გახდა. ჯენისი და გვენი დებივით იყვნენ, ლუიმ გადაწყვიტა მისაღებში დაეძინა, რათა ახალ ნათესავს მის ყოფილ ოთახში თავი კომფორტულად ეგრძნო.

imageფოტოზე: ჯენისი და გვენი

10 დეკემბერს კრუზი და ლოველა სკოლაში იმყოფებოდნენ, როდესაც კრუზსს დაურეკეს და სთხოვეს, რაც შეიძლება სწრაფად მისულიყო სახლში, რადგან რამდენიმე ადამიანი შეიჭრა მათ სახლში.


თხუთმეტიოდე წუთის შემდეგ მამაკაცი უკვე სახლში იყო, როდესაც შესასვლელთან სისხლიანი საბანი და დანა დაინახა. კრუზი ბავშვებს ეძახდა, მაგრამ არავინ უპასუხა. წინა და უკანა კარის დაკეტილი დახვდა, რის შემდეგაც კაცმა შეამტვრია იგი . მან გვენის ცხედარი მისაღებში იპოვა, ლუისის კი ჰოლში. გოგონას სხეულზე მთელი ადგილი არ იყო დარჩენი - ჭრილობები, სისხლჩაქცევები, . ლუისი იყო გაკოჭილი და პირში ნაჭერი ჰქონდა გაჩრილი, ისევე როგორც მისი და, დაჩეხილი და დაჭრილი იყო. ირგვლივ დამტვრეული ბოთლების ნამსხვრევები ეყარა, იქვე ეგდო ხელკეტი და ჩაქუჩი. კრუზმა კოშმარის დანახვაზე გააცნობიერა, მაგრამ მესამე ქალიშვილი არსად ჩანდა. დიდი ალბათობით მის დასახიჩრებულ გვამს იპოვიდა. მაგრამ იმ მომენტში ახლად ნაბანავები ჯენისი საკმაოდ მშვიდად გამოვიდა აბაზანიდან.


კრუზი ამტკიცებდა, რომ ნაშვილებ ქალიშვილს არ გაუგია მამის ყვირილი და არც ის როგორ შეამტვრია კარი, რადგან ის „შხაპს იღებდა“. კრუზი გარკვეულწილად გაოცებული იყო, რომ ჯენისმა გადაწყვიტა ბანაობა, სანამ მისი ძმა და და გვერდით ოთახში კვდებოდნენ, მაგრამ იმ მომენტში მან ეს ყველაფერი შოკირებულ მდგომარეობას დააბრალა.


კრუზმა პოლიცია გამოიძახა და მეუღლეს დაურეკა. ქალი დიდხანს ვერ იჯერებდა, რომ საკუთარი შვილები აღარ იყვნენ, რომ მოკლეს და თანაც ასე სასტიკად. პოლიციამ მაშინვე დაიწყო ერთადერთი გადარჩენილი მოზარდის, ჯენისის დაკითხვა.

image

გოგონამ თქვა, რომ სახლში სამი ნიღბიანი მამაკაცი შეიჭრა და მაშინვე მის ძმას შეუტიეს. ჯენისი ამტკიცებდა, რომ საძინებლის საწოლის ქვეშ დაიმალა და სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა, რომ სახლში უცნობი ადამიანები იმყოფებოდნენ. ამიტომაც დაურეკეს კრუზს უცნობი ნომრიდან. პოლიციამ გოგონას ადვილად დაუჯერა, რადგან მიყენებული ჭრილობების ბუნება მიუთითებდა, რომ ერთზე მეტი მკვლელი იყო.


პოლიციამ სწრაფად იპოვა თავდამსხმელების ნივთები, მათ სისხლიანი ტანსაცმელი გაიხადეს სახლშივე, ხოლო პაკეტის გადაგდება მდინარეში სცადეს, მაგრამ ის ხის ტოტზე გამოედო და იქვე დაეკიდა.



მაგრამ რაღაც ვერ იყო ჯენისის მონათხრობში. მან თქვა, რომ ჯერ ლუისი მოკლეს, მაგრამ როდესაც კრუზი სახლში შევიდა, მისი ჭრილობები უფრო ახალი იყო, რადგან ჯერ კიდევ სისხლი სდიოდა. მეორეც, გადარჩენილის ოთახში ისეთი არეულობა იყო, რომ ცხადი გახდა, რომ ასეთ ვითარებაში საწოლის ქვეშ ვერ დაიმალებოდა. თავად მკვლელების მიმართაც გაჩნდა კითხვები - ჩვეულებრივ მძარცველები ცდილობენ რაც შეიძლება მეტი წაიღონ და რაც შეიძლება სწრაფად გაქრნენ, მაგრამ ეს იყო უკიდურესად სასტიკი მკვლელობა. ბევრი ჭრილობა იყო მიყენებული, თანაც უკიდურესი სისასტიკით. მძარცველებმა კი მხოლოდ მობილური ტელეფონები წაიღეს. გაირკვა, რომ ლუის და გვენის გარდაცვალება დაახლოებით 14:00 საათზე მოხდა, ხოლო ჯენისმა პოსტი სოციალურ ქსელში პოსტი მხოლოდ 15:00 საათზე გამოაქვეყნა. უფრო მეტიც, პოსტის გამოქვეყნებისთანავე, იმავე მომენტში გოგონას დაურეკა შეშფოთებულმა მეგობარმა, ტელეფონი აიღო, მაგრამ ხმა არ ამოიღო. უკანა ფონზე კი სრული სიჩუმე იყო, არა და იმ მომენტში ხომ იქ ორი ადამიანი კვდებოდა და თან სიტუაციიდან გამომდინარე, მთელი სახლს არბევდნენ?.

imageფოტოზე: ჯენისი(მარცხნივ)



მკვლელობის იარაღი ოჯახის საკუთრება იყო. მხოლოდ გვენმა და ჯენისმა იცოდნენ ზუსტად სად ინახებოდა ჩაქუჩი და ხელკეტი. ჯენისის ოთახში მდებარე კარადის თაროზე. მძარცველები შევიდნენ იქ, იპოვეს ხელკეტი, მაგრამ ვერ იპოვეს ჯენისი?



თითის ანაბეჭდების აღების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ისინი ჯენისს ეკუთვნოდა. ხოლო როცა 16 დეკემბერს ის პოლიციაში ხელმეორედ დაკითხვაზე დაიბარეს, გოგონამ ვერ გაუძლო და ადვოკატს სიმართლე გაუმხილა: და-ძმა მოკლა და ამაში მას ახლომდებარე ეკლესიის ახალგაზრდა მსახური, სახელად კარლი, დაეხმარა. ისიც 17 წლის იყო და როცა პოლიციას მათი მიმოწერა ჩაიგდო ხელთ, გაირკვა, რომ ყველაფერი დაგეგმილი ჰქონდათ.


Მაგრამ რატომ? რატომ გადაწყვიტა ჯენისმა მათი მოკვლა, ვინც მას საკუთარ დედმამიშვილივით ეპყრობოდა, ვინც საკუთარ სახლში შეუშვა და სიყვარულს და მზრუნველობას არ აკლებდა?



დაკითხვაზე ასეთი სასტიკი მკვლელობის მიზეზის გარკვევისას ჯენისმა უპასუხა, რომ ეს ყველაფერი "შურის და ბრაზის" გამო მოხდა. ჯენისის ნაცნობებმა პოლიციაში გასაუბრების დროს გაიხსენეს, რომ მან არაერთხელ ისაუბრა ცუდად მაგუადების ოჯახზე, სძულდა ისინი და მათ ღარიბებად თვლიდა.

image

მოგვიანებით კიდევ ერთი რამ გაირკვა: ის არ იყო ობოლი. მისი მშობლები ცოცხლები და ჯანმრთელები იყვნენ და კიდევ სამი შვილი ჰყავდათ. მართალია, დედამ მამა შვილებთან დატოვა და წავიდა, მაგრამ შვილებზე მაინცდამაინც არც მამა ზრუნავდა.


სხვათა შორის მკვლელობის დღეს მან პირველად უწოდა ლოველას და კრუზს "დედა და მამა." ის, ხომ იმ მომენტიდან ერთადერთი შვილი გახდა.

image

სხვა კრიმინალური ამბები იხილეთ <<ამ ბმულზე>>

1
220
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
220
  
2023, 19 დეკემბერი, 22:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1