x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
სირცხვილია, როცა გიჩანს: სელებრითები, რომლებსაც სამოსმა "უღალატა"
image


ალბათ, ყველა ადამიანის ბუნებრივი სურვილია, რაც შეიძლება ორიგინალური და ყველასგან გამორჩეული სტილი ჰქონდეს, ამიტომ ხშირად ძალისხმევას არ ვიშურებთ და თამამი ფანტაზიის წყალობით ვცდილობთ საერთო მასიდან როგორმე გამოვირჩეოდეთ, ამაში კი სწორედ ის ეპატაჟური ჩაცმის სტილი გვეხმარება რომელიც შეუმჩნეველს არ გვტოვებს, თუმცა სურვილი რეალობას ყოველთვის არ ემთხვევა და მსგავსი "ექსპრიმენტები" ხშირად, ბანალური მარცხით სრულდება. სწორედ, ასეთივე მწარე მარცხი იგემეს ცნობილმა ქალბატონმაც, რომელთა სურვილი მხოლოდ საკუთარი ჩაცმულობით გარშემომყოფებზე შთაბეჭდილების მოხდენა იყო. მოდით, ერთად ვნახოთ ის ცნობილი ქალბატონები, რომლებიც არასწორად შერჩეული სამოსის "წყალობით" განსჯის ობიექტებად იქცნენ.


image


ქარდი ბი "Bonnaroo Music Festival"-ზე გამოსვლისას "ტვერკის" ისე მონდომებით ცეკვავდა, რომ მისმა კომბინეზონმა მომღერლის ცეცხლოვან ტემპერამენტს ვერ გაუძლო და ის ყველაზე უადგილო ადგილას გაერღვა.


image



კანის კინოფესტივალისთვის ემბერ ჰერდმა ისეთი თამამი, აბრეშუმის კაბა შეარჩია რომ პუბლიკისთვის საჩვენებელი მსახიობს პრაქტიკულად არც აღარაფერი დარჩა.


image


სამეფო ოჯახის წევრთა დრეს-კოდი განსაკუთრებულ მოკრძალებასა და იდუმალებას მოითხოვს, თუმცა ერთხელ მეგანმა თავისი ქვედაბოლოს გამჭვირვალეობა სათანადოდ ვერ გათვალა და მისი შავი საცვლები კაშკაშა მზის სხივების ქვეშ ყველამ იხილა.


image


ენ ჰეთევეი ფილმის გადაღებისას დინამიურმა სცენამ ისე გაიტაცა, რომ თავისი აფრიალებული ქვედაბოლო ვერც კი შენიშნა, შესაბამისად, მსახიობის კოლგოტის "შორტიც" და მაკორექტირებელი თეთრეულის ნახვაც ყველამ შეძლო.









0
399
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
399