x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134563
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
II მსოფლიო ომის ამოუხსნელი საიდუმლოებები

ეს ყველაზე სისხლიანი ომი იყო კაცობრიობის ისტორიაში. 1939 – 1945 წწ. პერიოდში 85 მლნ–ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ფაქტობრივად, დღემდე, მეორე მსოფლიო ომის თემა, მსოფლიოს წამყვანი ისტორიკოსების კვლევის მთავარ საგნად რჩება. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ შეუსწავლელია და არაერთი საიდუმლოა გასახსნელი... მაგ.:


სისხლიანი დროშაimage


სისხლის დროშა, ან სისხლიანი დროშა (Blutfahne) — მესამე რაიხის საკულტო დროშა იყო, რომელსაც მეამბოხეები მიუნხენის ლუდის პუტჩის დროს იყენებდნენ. ერთ–ერთმა მეამბოხემ მას სისხლი მიასხურა და იქიდან დაიწყო ლეგენდა... ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ის Blutfahne–ით პირადად აკურთხებდა ყველა დროშას. სულ ბოლოს, ნაცისტების საკულტო ატრიბუტი 1944 წ. ფოლკსშტურმის ცერემონიალზე ნახეს. ამის შემდეგ, დროშა უკვალოდ გაქრა.


ოქროს წყალქვეშა ნავიimage


1944 წლის ბოლოს, იაპონურ წყალქვეშა ნავის — I-52–ს გერმანიაში დიდი რაოდენობით ოქრო გადაჰქონდა. გზად მეთაურმა ამერიკულ სამხედრო გემზე თავდასხმა გადაწყვიტა. მაგრამ, ძალები ვერ გათვალა და ჩაიძირა. ძვირფასი ტვირთის პოვნას ბევრი ცდილობდა. მისი ნამტვრევები მხოლოდ გასული საუკუნის 90–იან წლებში აღმოაჩინეს... და მის გვერდით ცარიელი ყუთებიც იყო. ვინ და როდის იპოვა ოქრო და იყო, თუ არა ის სინამდვილეში, უცნობია.


ჰაინრიხ მიულერის საიდუმლო
image


მესამე რაიხის საიდუმლო პოლიციის უფროსის ჰენრიხ მიულერის სიკვდილი, დადასტურებული არ არის. ნაცისტური სისულელეების ეს ოდიოზური მქადაგებელი, შესაძლოა, არგენტინაში ან სსრ კავშირში გაქცეულიყო — ხმებს შსსკ–ს მიერ მიულერის გადაბირების შესახებ, დასავლეთის ზოგიერთი ისტორიკოსიც ეთანხმებოდა.


რეისი 19 image


«Avenger»–ის (შურისმაძიებელი) თვითმფრინავების მთელი ჯგუფის აუხსნელი გაუჩინარება, ომის ბოლოს მოხდა. 1945 წლის 5 დეკემბერს 5 ბომბდამშენი გამოძახილით — «რეისი 19», სასწავლო ფრენისთვის. ბაზიდან აფრინდა. ჯგუფს გამოცდილი პილოტი ხელმძღვანელობდა, რომელმაც მთელი მარშრუტი 5 თითივით იცოდა. ამის მიუხედავად, უცნაური შეტყობინების შემდეგ, იმის თაობაზე, რომ მიწა სადღაც გაუჩინარდა, თვითმფრინავები რადარებიდან გაქრა და მათთან კომუნიკაცია შეწყვიტეს. ყველაფერი ბერმუდის სამკუთხედის მიდამოში მოხდა, რამაც ამ ისტორიას მისტიკურობა უფრო შემატა.



ჰიტლერის სიკვდილი
image


მართლა მოკვდა, თუ არა ჰიტლერი? 1945 წლის ზაფხულის ბოლოს, ნაცისტი გერმანიის რამდენიმე ათეული მაღალჩინოსანი, წყალქვეშა ნავებიდან არგენტინის მიწაზე გადავიდა. ზოგიერთი ისტორიკოსი თვლის, რომ ერთ–ერთი მათგანი, ადოლფ ჰიტლერი იყო. ნავის აღმოჩენის შემდეგ, ის დეტალურად შეისწავლეს, მაგრამ მნიშვნელოვანი ვერაფერი ნახეს.


image

სხვა სიახლეები:


* უცნაური გორილა კოკო

* ფოტოგრაფი კოლაჟების გამოყენებით, ჩვენი სამყაროს სასტიკ კონტრასტებს გვიჩვენებს

* მას "წყვდიადის დედოფალი" შეარქვეს... და მისი სილამაზე, ნამდვილად რომ მომნუსხველია

* ღვიძლის გაწმენდა თაფლის საშუალებით მარტივად და ეფექტურად



0
545
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
545
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0