x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ეს თუ მართალია......."- რას წერს ნიკა გვარამია

image


"მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია "იმედის" "ღამის შოუს" ბენდის წევრის, ბაბი კირკიტაძის პორნოშინაარსის ვიდეოფაბრიკაციის ე.წ. ჩათებში გავრცელებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და სამთავრობო არხის თანამშრომელს სრულ მხარდაჭერას უცხადებს:


"მგონი, პირველად ვდებ იმედის ქარდს. მაგრამ ეს თუ მართალია, ჩემი სრული მხარდაჭერა და გვერდში დგომა Babi Kirkitadzeს" - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.


image


შეგახსენებთ, რომ 7 დეკემბერს, "იმედის" "ღამის შოუს" ბენდის წევრმა, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა რომ ე.წ. ჩათებში მას პორნოშინაარსის ვიდეოს უვრცელებენ. კირკიტაძის თქმით, ასეთი ცილისწამებისთვის პასუხს აგებს ყველა დამმონტაჟებლით დაწყებული გამავრცელებლით დასრულებული:


"პირობას გაძლევთ, ადრე თუ გვიან ყველას პასუხი მოგეთხოვებათ, დამმონტაჟებელსაც და თითოეულ გამავრცელებელსაც ამ ცილისწამებისთვის! ვერც ჩურჩულით დადებული ხმა გიშველით და ვერც შუაში “სპიშკით” გადაფარული და დამონტაჟებული საზიზღრობა ფეიკით შემაშინებთ ..!!!


ყველასთვის გასაგები რომ იყოს: ჭორებით, დაცინვით და ათასი საშინელებით რომ ვერაფერი მიქნეს, ახლა ისეთ ამაზრზენ ვიდეომონტაჟს ავრცელებენ ჩემზე ჩათებში, პორნოსაიტებზეც რომ აღარ დებენ... აუცილებლად შევიტან სარჩელს და მანამ არ გავჩერდები, სანამ ყველა დამნაშავე პასუხს არ აგებს" - დაწერა "ღამის შოუს" ბენდის წევრმა სოციალურ ქსელში.


ცნობისთვის, მომღერალი ჩვენების მისაცემად საგამოძიებო სტრუქტურაში დღეს, 9 დეკემბერს არის დაბარებული.






0
530
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
530