x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ის რაც ქალებისთვის მისაღებია, ხოლო კაცებს იმავე ქმედებისთვის განსჯიან
image

1-გაუბედაობა-ემანსიპაცია რა თქმა უნდა კარზეგვი კაკუნებს, თუმცა ქალი ყოველთვის პირველ ნაბიჯს მამაკაცისგანელის.წარმოიდგინეთ თუ ქალი ცალ მუხლზე დაიჩოქებს და მამაკაცს სთხოვს მიყვარხარ ცოლად წამოგყვებიო, რა იდიოტური სიტუაციაშეიქმნება.მამაკაცმა უნდა დაურეკოს, მამაკაცმა უნდა დაუნიშნოს პაემანი, მამაკაცმა უნდა დაპატიჟოს, ხელი ხელზე მოკიდოს და ა.შ.




2-ელეგანტურობა-თუ ქალი ყოველთვის მოწესრიგებულია, ელეგანტურია, უვლის თავს და ეფექტურად ჩაცმულია, ეს ნამდვილად პლიუსია..თუმცა თუ მამაკაცი მუდმივად სახამებლიანი თეთრი პერანგით დადის, გელით გადატკეცილი აქვს თმები, მუდმივად სუფთად გაპარსულია, ოდეკოლონის სურნელს 3 მეტრზე აფრქვევს და წკიპურტით იშორებს შარვლიდან მტვერს..უკვემას ალმაცერად დაუწყებენ ყურებას და ცოტა ხანში პიჟონის ან პედარასტის იარლიყი გარანტირებული ექნება.




3-არასწორი პარკირება-ქალს თუ წვალობს მანქანის დაყენებაზე, მამაკაცთა მხრიდან მხოლოდ ღიმილი, პატიება და დახმარების


სურვილი ჩნდება..თუ მამაკაცი ტრასაზე ნელა მიდის, ან არასწორად დააყენებს

ავტომობილს..ჩხუბი, გინება დააყალმაყალი გარანტირებული აქვს..მამაკაცს არ პატიობენ მანქანის მართვის არცოდნას.




4-არ ვიცი-ქალი თავისუფლად იტყვის არ ვიცი(როგორ იწყობა გარდერობი, რა არის კარბურატორი და ა.შ.)..ყველა თავს დაუქნევს, საიდან უნდა იცოდეს, ის ხომ ქალია?ხოლო მამაკაცმა მთელს სამეზობლოს რომწყალი ჩაუშვას, რადაც არ უნდა დაუჯდეს უნდა შეაკეთოს სანტექნიკა..იმიტომ, რომ ის კაცია და სირცხვილია, როგორ ერთი ონკანი ვერ უნდა შეაკეთოს?


5-უარი სექსზე-ქალს თავისუფლად შეუძლია უარიგანაცხადოს სექსზე, "დღეს მაგის ხასიათზე არ ვარ", "დაღლილი ვარ" და ა.შ....თუმცა მამაკაცმა ანალოგიურად უარი რომ თქვას სქესობრივკავშირზე..ორჯერ-ან სამჯერ მაინც, უკვე განსჯის საგანი გახდება...მამაკაცს ან საყვარელი ყავს ..ან და სასწრაფოდ უროლოგთანაა მისაყვანი.




6-ლაჩარი-ქალს თუ სიბნელეში შეიარაღებული მძარცველიდახვდა დაიკივლებს, თუ მამაკაცთან ერთადაა მის უკან დაიმალება და ელოდება როდის მოიგერიებს მისი კავალერი ბანდიტებს, ქალს ხელში აიყვანს და მოარიდებს იმ ადგილს(ეს უფრო კინოებში ხდება)...მამაკაცი კი ვერ დაიმალება..მას მაშინვე მშიშარას და ლაჩარს უწოდებენ.




7-კეკლუცობა-ქალი თუ ყურადღებიანია კოლეგების მიმართ, თვალს დაადგავს კოლეგებს, მძღოლს, ბარმენს ჰაეროვან კოცნას გაუგზავნის ერთი უფასო კოქტეილისთვის, ამის გამო დიდად არავინ განსჯის..მაგრამ თუ ანალოგიურად მამაკაცი მოიქცევა იტყვიან, რომ ის ჟიგოლო ან მექალთანეა.




8-ჭირვეული-"მინდა, მინდა"....ჩექმები, სუნამო, ზღვაზე დასვენება....ქალი ჭირვეულობს და გასდის...მამაკაცი? გინდა საათი? ტელეფონი? ავტომობილი?..არავითარი წუწუნი, გამოიმუშავე და იყიდე!




9-ტირილი–ყველას გვახსოვს ბავშვობაში ნათქვამი:"ბიჭი არ ხარ? რა გატირებს!"..მამაკაცი არ უნდა ტიროდეს, ეგ რა ვაჟკაცობაა...ასე იყო ოდითგანვე მიღებული და ალბათ მომავალშიც ასე იქნება.

1
623
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
623
  
2023, 8 დეკემბერი, 14:45
ქალები ჩექმებზე კიდევ წუწუნებენ? მე მეგონა 90-იანებში დამთავრდა ჩექმები
0 1 1