x
image
Yoona
ნიჭიერად დაწერილი წიგნების ეკრანიზაცია, რომლებმაც „ოსკარი“ დამსახურებულად მიიღეს
არსებობს ბევრი შესანიშნავი წიგნი, რომლის მიხედვით შემდგომში ფილმი გადაიღეს. თუმცა ყველა მათგანს არ მიუღია დადებითი შეფასებები კრიტიკოსებისა და მაყურებლებისგან. ლიტერატულური ნაწარმოების დიდ ეკრანზე გადატანა რთული ამოცანაა. სადღაც შეიძლება გიმტყუნოს გადაღებამ, სადღაც მსახიობის თამაშმა ან კოსტიუმების დიზაინერების ნამუშევარმა.



image



ვისაუბრებთ საოცარ ლიტერატურულ შედევრებზე, რომლებიც ნიჭიერი რეჟისორებისა და გადამღები ჯგუფის ხელში მოხვდნენ და საოცარ ფილმებად იქცნენ. შემდგომში კი დაეხმარნენ კინორეჟისორებს არა ერთი პრესტიჟული ჯილდოს აღებაში, მათ შორის არის ნანატრი „ოსკარი“.




„გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა“ (1962) – „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“ (1975)

image


კენ კიზის რომანის მიხედვით გადაღებულმა ფილმმა 1976 წელს მიიღო 5 ოსკარი: „საუკეთესო ფილმი“, „საუკეთესო მსახიობი მამაკაცი“ (ჯეკ ნიკოლსონი), „საუკეთესო მსახიობი ქალი“ (ლუიზ ფლეჩერი), „საუკეთესო რეჟისორი“ (მილოშ ფორმანი), „საუკეთესო ადაპტირებული სცენარი“ (ბო გოლდმანი, ლორენს ჰაუენი).



„ნათლია“ (1969) – „ნათლია“ (1972)

image

მარიო პიუზოს წიგნის მიხედვით გადაღებულმა ფილმმა 1973 წელს აიღო 3 ოსკარი: „საუკეთესო ფილმი“, „საუკეთესო მსახიობი მამაკაცი“ (მარლონ ბრანდო), „საუკეთესო ადაპტირებული სცენარი“ (მარიო პიუზო, ფრენსის ფორდ კოპოლა).



„კრავთა დუმილი“ (1988) – „კრავთა დუმილი“ (1991)

image

ტომ ჰარისის რომანის მიხედვით გადაღებულმა ფილმმა 1992 წელს აიღო ოსკარის 5 ჯილდო: „საუკეთესო ფილმი“, „საუკეთესო მსახიობი მამაკაცი“ (ენტონი ჰოპკინზი), „საუკეთესო მსახიობი ქალი“ (ჯოდი ფოსტერი), „საუკეთესო რეჟისორი“ (ჯონათან დემი), „საუკეთესო ადაპტირებული სცენარი“.



„ქარწაღებულნი“ (1936) – „ქარწაღებულნი“ (1939)

image

მარგარეტ მიჩელის რომანის მიხედვით გადაღებულმა ფილმმა აიღო ოსკარი 1940 წელს „საუკეთესო ფილმისთვის“, „საუკეთესო მსახიობი ქალისთვის“ (ვივიენ ლი), „საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მეორეხარისხოვან როლში“ (ჰეტი მაკდანიელი), „საუკეთესო რეჟისორისთვის“ (ვიქტორ ფლემინგი), „საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის“, „საუკეთესო ოპერატორისთვის“, „საუკეთესო მონტაჟისთვის“ და „საუკეთესო მხატვრული გაფორმებისთვის“.



„მოხუცების ადგილი აქ არ არის“ (2005) – „მოხუცების ადგილი აქ არ არის“ (2007)

image

კორმაკ მაკარტის რომანის მიხედვით გადაღებულმა ფილმმა 2008 წელს აიღო 4 ოსკარი: „საუკეთესო ფილმი“, „საუკეთესო მსახიობი მამაკაცი მეორეხარისხოვან როლში“ (ხავიერ ბარდემი), „საუკეთესო რეჟისორი“ (ძმები კოენები), „საუკეთესო ადაპტირებული სცენარი“.



„შინდლერის სია“ (1982) – „შინდლერის სია“ (1993)

image

თომას კენილის რომანის მიხედვით გადაღებულმა ფილმმა 1994 წელს ოსკარზე აიღო ჯილდოები: „საუკეთესო ფილმი“, „საუკეთესო რეჟისორი“ (სტივენ სპილბერგი), „საუკეთესო ადაპტირებული სცენარი“, „საუკეთესო ოპერატორი“, „საუკეთესო მხატვრული გაფორმება“, „საუკეთესო მონტაჟი“ და „საუკეთესო ორიგინალური მუსიკა“.



„შუაღამის კოვბოი“ (1965) – „შუაღამის კოვბოი“ (1969)

image

ჯეიმს ლეო ჰერლიჰის რომანის მიხედვით გადაღებულმა ფილმმა 1970 წელს ოსკარზე აიღო სამი ჯილდო: „საუკეთესო ფილმი“, „საუკეთესო რეჟისორი“ (ჯონ შლეზინგერი) და „საუკეთესო ადაპტირებული სცენარი“.



„ნუ მოკლავ ჯაფარას“ (1960) – „ნუ მოკლავ ჯაფარას“ (1962)

image

ჰარპერ ლის რომანის მიხედვით გადაღებულმა ფილმმა 1963 წელს აიღო ოსკარი „საუკეთესო მსახიობი მამაკაცისთვის“ (გრეგორი პეკი), „საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის“ და „საუკეთესო დადგმისთვის“.



„ინგლისელი პაციენტი“ (1992) – „ინგლისელი პაციენტი“ (1996)

image

მაიკლ ონდააჩის რომანის მიხედვით გადაღებულმა ფილმმა 1997 წელს ოსკარზე აიღო შემდეგი ჯილდოები: „საუკეთესო ფილმი“, „საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში“ (ჟულიეტ ბინოში), „საუკეთესო რეჟისორი“ (ენტონი მინგელა), „საუკეთესო ოპერატურა“, „საუკეთესო მონტაჟი“, „საუკეთესო მხატვრული გაფორმება“, „საუკეთესო კოსტიუმების დიზაინი“, „საუკეთესო ორიგინალური მუსიკა“ და „საუკეთესო ხმა“.



„ბრწყინვალე გონება“ (2001) – „ბრწყინვალე გონება“ (2001)

image

სილვია ნაზარის წიგნის მიხედვით გადაღებულმა ფილმმა 2002 წლის ოსკარზე აიღო 4 ჯილდო: „საუკეთესო ფილმი“, „საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში“ (ჯენიფერ კონელი), „საუკეთესო რეჟისორი“ (რონ ჰოვარდი) და „საუკეთესო ადაპტირებული სცენარი“.



„რებეკა“ (1938) – „რებეკა“ (1940)

image

დაფნა დიუ მორიეს რომანის მიხედვით გადაღებულმა ფილმმა 1941 წელს ოსკარზე აიღო ჯილდოები „საუკეთესო ფილმისთვის“ და „საუკეთესო ოპერატურისთვის“.



„მონობის 12 წელი“ (1853) და „მონობის 12 წელი“ (2013)

image

სოლომონ ნორთაპის მემუარების მიხედვით გადაღებულმა ფილმმა 2015 წელს აიღო ოსკარი „საუკეთესო ფილმისთვის“, „საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მეორეხარისხოვან როლში“ (ლუპიტა ნიონგ'ო) და „საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის“.



„ნომადლენდი“ (2017) – „ნომადლენდი“ (2020)

image

ჯესიკა ბრუდერის წიგნის მიხედვით გადაღებულმა ფილმმა 2021 წელს მიიღო ოსკარი „საუკეთესო ფილმისთვის“, „საუკეთესო მსახიობი ქალისთვის“ (ფრენსის მაკდორმანდი) და „საუკეთესო რეჟისორისთვის“ (ქლოი ჟაო).



„დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ (1929) – „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ (2022)

image

ერიხ მარია რემარკის რომანის მიხედვით გადაღებულმა ფილმმა 2023 წელს აიღო ოსკარი შემდეგ ნომინაციებში: „საუკეთესო ოპერატურა“, „საუკეთესო მხატვრული გაფორმება“, „საუკეთესო ორიგინალური კინომუსიკა“ და „საუკეთესო ფილმი უცხო ენაზე“.



ასევე დაგაინტერესებთ:

1. როგორ გამოიყურება 12+ ადამიანი, რომლებიც ცნობილი წიგნების პერსონაჟების პროტოტიპები გახდნენ

2. 10 ფილმი ნამდვილ მეცნიერებზე, რომლებმაც სამყარო შეცვალეს

3. 10 შესანიშნავი ფილმი, რომელიც შექსპირის ფარული ეკრანიზაციაა და ბევრმა ამის შესახებ არ იცის

4. ლიტერატურულმა ექსპერტებმა დაასახელეს 100 წიგნი, რომლებმაც კაცობრიობის ისტორია შეცვალეს

5. მსოფლიოს 17 ბესტსელერი წიგნი, რომლის იმდენი ეგზემპლარი გაიყიდა, რომ ძნელი დასაჯერებელია

6. 12 ფილმი, რომელთა შემქმნელები დროს არ წელავენ და ყველაფერს აჩვენებენ 90 წუთში ან ნაკლებ დროში

7. სტივენ კინგმა დაასახელა თავისი საყვარელი სერიალი და ის ჰორორის ჟანრში არაა

8. სიტყვა, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა

9. ბევრი წაიკითხეთ და არა მხოლოდ: რამდენიმე მარტივი მეთოდი რომ სხვებისთვის საინტერესო გახდეთ

10. დიდებული ადამიანების ციტატები სიყვარულის შესახებ

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
130
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
130