x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134580
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508657
7 სიზმარი, რომლებიც გამუდმებით ყველას ესიზმრება - რას აღნიშნავენ ისინი?
სიზმარი არის ძილის მდგომარეობაში სრულიად უნებლიე აღმოცენება და მიმდინარეობა ფსიქიკური შინაარსებისა. ზოგჯერ სიზმარს პირველ ბიძგს აძლევს ან მის შინაარსში ჩაერთვის რეალური გამღიზიანებლით გამოწვეული შეგრძნებები. სიზმარში ფანტაზია იმას წარმოგვიდგენს, რის მიმართაც განწყობილი ვართ, შეიძლება პირიქით მოხდეს, დაგვესიზმროს ის, რაც გვაწუხებს, გვაღელვებს, რისი რიდი და შიშიც გვაქვს. სიზმრის ფიზიოლოგიური საფუძველია ძილის გამო შეკავებულ მდგომარეობაში მყოფი ტვინის ქერქის ცალკეული არეების გამოსვლა შეკავებული მდგომარეობიდან („განმუხრუჭება“), რაც ზოგჯერ წარმოდგენათა ფრაგმენტულ ქაოსურ მსვლელობასაც იწვევს.



image


მისტიკა ამტკიცებს, რომ ჩვენი ქვეცნობიერი მჭიდროდაა დაკავშირებული სხვა სამყაროსთან, რომელში გამოღვიძებაც შეუძლებელია. ფსიქოლოგები კი მუდმივად განგვიმარტავენ, თუ რა მიზეზსა და პროცესებზეა დამოკიდებული ჩვენი სიზმრები და, რომ სიზმრების მეშვეობით შეგვიძლია საკუთარ ქვეცნობიერსა და შინაგან სამყაროში ჩავიხედოთ.



უმეტეს შემთხვევაში, სიზმრები არ არის მომავალი მოვლენების წინასწარმეტყველება, არამედ ჩვენი ქვეცნობიერი აზრებისა და ემოციების პროექცია. მაგრამ ეს აზრები არ არის ნაჩვენები პირდაპირი ფორმით, არამედ გამოსახულია ფარული სიმბოლოებით.




image



გავიგოთ მეტი შვიდი საერთო სიმბოლოს შესახებ, რომლებიც ჩნდება ჩვენს სიზმარში და რას ნიშნავს ისინი?



7 სიზმარი, რომელიც გამუდმებით ყველას ესიზმრება - რას აღნიშნავენ ისინი?




1. კბილის დაკარგვაimage

კბილების დაკარგვა ან უკვე დაკარგული კბილები არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული რამ, რაც ადამიანებს ესიზმრებათ მთელ მსოფლიოში. არა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საჭიროა რაც შეიძლება მალე ეწვიოთ სტომატოლოგს, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ წუხთ და ზრუნავთ კბილებზე. თუ სიზმარში კბილები ამოგცვივდათ ლაპარაკის დროს, ეს იმის ნიშანია, რომ რეალურ ცხოვრებაში უფრო თავდაჯერებულები უნდა იყოთ. კარიესით კბილები ავადმყოფობას ნიშნავს.




2. ფულიimage

როდესაც გვინდა ოცნების ასრულება გამდიდრებასთან დაკავშირებით, ჩვეულებრივ გვესიზმრება სიხმარი, სადაც მოვიგებთ უზარმაზარ თანხას, ლატარიას და გავხდებით მილიარდერი ერთ ღამეში. მეორეს მხრივ, ბევრ ადამიანს აქვს კოშმარები სამსახურის დაკარგვის ან გაკოტრების შესახებ. თუ ხშირად გესიზმრებათ ფული, ეს შეიძლება მიუთითებდეს შფოთვაზე ან წუხილზე თქვენი მიმდინარე ხარჯების გამო.




3. გამოცდაimage

ერთ-ერთი ყველაზე ცუდი კოშმარი, რაც ადამიანებს ესიზმრებათ, არის გამოცდა. ძირითადად მაშინ ესიზმრებათ, როდესაც ისინი გამოცდებისთვის მოუმზადებლები არიან, ან მოულოდნელად ვერ ახერხებენ გამოცდაზე გასვლას. დასკვნითი გამოცდების თემა არის საერთო სიზმარი (ან კოშმარი) მრავალი ადამიანისთვის, რომლებიც მას სტრესამდე მიყავს.




4. სახლში უცხოს შემოჭრაimage

თქვენი სახლი უნდა იყოს თქვენი ყველაზე უსაფრთხო ადგილი, თქვენი უსაფრთხოების ნავსაყუდელი. ნებისმიერი სახის შეჭრა ძალიან საშიში და დამთრგუნველია ადამიანისთვის, თუნდაც ეს სიზმარში იყოს. შეჭრაზე სიზმრები სიმბოლოა, რომ თქვენი პირადი ცხოვრება არასტაბილურია და მხოლოდ სახლში გრძნობთ სიმშვიდეს.




5. ორსულობა და მშობიარობაimage

სიზმრები შვილების გაჩენაზე შეიძლება იყოს ძალიან უცნაური, მაგრამ საინტერესო. ის გესიზმრებათ თქვენი სურვილებიდან გამომდინარე. ბავშვის გაჩენა ნიშნავს ახალ იდეებს. თუ ტყუპები გყავთ, შესაძლოა შემოქმედებით კონფლიქტში აღმოჩნდეთ ორ იდეას შორის, ხოლო ნაადრევი მშობიარობა - პატარა იდეაა.





6. დამბლა სიზმარშიimage

თუ გქონიათ ძილის დამბლა, იცით, რა საშინელი გამოცდილებაა, როდესაც გრძნობთ თავს ჩაკეტილად თქვენს სხეულში და არ შეგიძლიათ მოძრაობა, საუბარი ან სუნთქვა. ან ცდილობთ ყვირილს, მაგრამ ხმას ვერ იღებთ.


რეგულარულად ძილის დამბლა მიუთითებს ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებზე, რომლებიც დაუყოვნებლივ უნდა მოგვარდეს.





7. ფრენა ან ვარდნაimage

იმისდა მიუხედავად, რომ "სიზმარში ფრენა" ძალიან მაცდურად და სასიამოვნოდ გამოიყურება, როგორც წესი, ეს არის განგაშის ზარი. ეს მიუთითებს იმაზე, რომ თქვენ განიცდით, რომ ხართ არარეალიზებული და უჩივით პიროვნულ ზრდას. თქვენ უნდა გადადგათ ნაბიჯი ცხოვრებაში და ახვიდეთ იმაზე მაღლა, ვიდრე ხართ, მიუხედავად ყველა სირთულისა.




P.S. ამ სიზმრებიდან რომელი გესიზმრებათ ყველაზე ხშირად?



image

1
130
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
130
  
2023, 28 დეკემბერი, 10:10
ადრე წლების წინ ხშირად მესიზმრებოდა მე-4,მე-6 და მე-7 ..ახლა აღარცერთი აქედან
0 1 1