x
image
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
იაპონიაში გაიხსნა მსოფლიოში ყველაზე დიდი ექსპერიმენტული ბირთვული შერწყმის რეაქტორი

image

JT-60SA მიზნად ისახავს ბირთვული შერწყმის გამოყენებას, იგივე პროცესით, რომელიც მზეს აძლიერებს. ფოტო: კვანტური მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ეროვნული ინსტიტუტები (QST)/AFP/Getty Images



იაპონიაში, ქალაქ ნაკაში გაიხსნა მსოფლიოში ყველაზე დიდი ოპერაციული ექსპერიმენტული ბირთვული შერწყმის რეაქტორი.


ტექნოლოგია მის საწყის ეტაპზეა, მაგრამ მეცნიერები მას მიიჩნევენ კაცობრიობისთვის თითქმის ულევ ენერგიის წყაროდ.



ბირთვული შერწყმა (ორი ატომის ბირთვის შერწყმა) განსხვავდება დაშლისგან (ერთი ატომის გახლეჩა), იმ ტექნიკისგან, რომელიც გამოიყენება ატომურ ელექტროსადგურებში ერთი ატომის გახლეჩით.




JT-60SA რეაქტორის მიზანია გამოიკვლიოს შერწყმის მიზანშეწონილობა, როგორც უსაფრთხო, ფართომასშტაბიანი და ნახშირბადისგან თავისუფალი წმინდა ენერგიის წყარო - იმაზე მეტი ენერგია, ვიდრე მის წარმოებაშია ჩადებული.


ექვსსართულიანი მანქანა, ტოკიოს ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ნაკაში კვლევით ინსტიტუტშია განთავსებული. დონატის ფორმის „ტოკამაკის“ ჭურჭელი შეიცავს 200 მილიონ გრადუს ცელსიუსამდე გაცხელებულ მბრუნავ პლაზმას.



ტოკომაკი არის მოწყობილობა, რომელიც იყენებს მძლავრ მაგნიტურ ველს პლაზმის ტორუსის ფორმის შესაფარად.


სიტყვა "ტოკომაკი" მომდინარეობს რუსული აკრონიმიდან, რაც ნიშნავს ტოროიდულ კამერას მაგნიტური ხვეულებით (toroidal chamber with magnetic coils).


imageდამახასიათებელი ტორუსის ფორმის კამერა მოპირკეთებულია გრაფიტით, რათა გაუძლოს ექსტრემალურ სიცხეს.
DIII-D-ის რეაქციის კამერა, ექსპერიმენტული ტოკამაკის შერწყმის რეაქტორი, რომელსაც მართავდა General Atomics სან-დიეგოში. გამოიყენებოდა კვლევაში 1980-იანი წლების ბოლოს. [ვიკიპედია]





JT-60SA არის ევროკავშირისა და იაპონიის ერთობლივი პროექტი და არის საფრანგეთში მშენებარე საერთაშორისო თერმობირთვული ექსპერიმენტული რეაქტორის (ITER) წინამორბედი.



ორივე პროექტის საბოლოო მიზანია წყალბადის ბირთვების შერწყმა ერთ, უფრო მძიმე ელემენტად, ჰელიუმად, რომელიც გამოყოფს ენერგიას სინათლისა და სითბოს სახით და არის იმ პროცესის მიბაძვა, რომელიც ხდება მზის შიგნით.



იაპონიისა და ევროკავშირის ამ ერთობლივ პროექტში მონაწილეობს 500-ზე მეტი მეცნიერი და ინჟინერი და 70-ზე მეტი კომპანია.


JT-60SA-ს მშენებლობის პროცესი


ევროკავშირის ენერგეტიკის კომისარმა, კადრი სიმსონმა თქვა, რომ JT-60SA არის „ყველაზე მოწინავე ტოკამაკი მსოფლიოში“ და ოპერაციების დაწყებას „შერწყმის ისტორიის მნიშვნელოვანი ეტაპი“ უწოდა.


„შერწყმას აქვს პოტენციალი გახდეს ენერგიის მიქსის ძირითადი კომპონენტი ამ საუკუნის მეორე ნახევარში“, დასძინა სიმსონმა.



დაშლისგან განსხვავებით, შერწყმა არ შეიცავს კატასტროფული ბირთვული ავარიების რისკს, როგორიც იყო კატასტროფა 2011 წელს იაპონიაში, ფუკუშიმაში და წარმოქმნის ბევრად ნაკლებ რადიოაქტიურ ნარჩენებს, ვიდრე ახლანდელი ელექტროსადგურები, ამბობენ მისი ექსპონენტები.





წყარო: The Guardian




0
213
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
213
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0