x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
შერონ სტოუნმა აღიარა, თუ რა გახდა მისი კინოდან წასვლის მიზეზი

«ძირითადი ინსტინქტის» ვარსკვლავი, გასული საუკუნის 90–იან წლებში, ჰოლივუდის ერთ–ერთ ყველაზე ლამაზ მსახიობად ითვლებოდა. ბედის ირონიით, ეს ფილმი, რომ გამოვიდა, მსახიობი 34 წლის იყო და 6 წლის შემდეგ, 40 წელი შეუსრულდა და როგორც მან ცოტა ხნის წინ თქვა, კინოკომპანიის ზოგიერთმა ხელმძღვანელმა, ის ჩამოწერა...
სტოუნის გზა ვარსკვლავობისკენ მოდელობით და ტელევიზიაში პატარა როლებით დაიწყო. ყველაფერი კი, 1976 წლიდან იღებს სათავეს, როდესაც 18 წლის შერონმა «მის პენსილვანიის» სილამაზის კონკურსში მიიღო მონაწილეობა. ის ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა შენიშნა და მას ნიუ-იორკში გადასვლა და სამოდელო სააგენტოსთან კონტრაქტის გაფორმება ურჩია. შემდეგ იყო მილანში და პარიზში მუშაობის წლები. სწორედ ევროპაში მიიღო სტოუნმა, ნიუ-იორკში დაბრუნების და სამსახიობო კარიერის დაწყების გადაწყვეტილება.


image


80-იან წლებში, ის პატარა როლებს ასრულებდა ფილმებსა და სატელევიზიო შოუებში. მაგრამ, დიდ წარმატებამდე ჯერ კიდევ შორს იყო. მას ყურადღება მხოლოდ 90-იან წლებში მიაქციეს. თავდაპირველად, იყო მთავარი როლი ფილმში – «ყველაფრის გახსენება» (1990), რომელშიც მონაწილეობას არნოლდ შვარცნეგერიც იღებდა. ხოლო, 2 წლის შემდეგ, სტოუნმა «ძირითად ინსტინქტში» (1992) გაიბრწყინა.
ამ ფილმის გამოსვლის შემდეგ, მსახიობი პოპულარობის მწვერვალზე იყო. იმავე წელს ის, ჟურნალ PEOPLE–ის ვერსიით, «მსოფლიოს 50 ყველაზე ლამაზი ადამიანის» სიაში მოხვდა. შემდეგ, მისი ხიბლი ჟურნალმა Empire–მა აღიარა და ის «კინოს ისტორიაში, 100 ყველაზე ცხელი ვარსკვლავის» სიაში შეიყვანა. 39 წლის მსახიობი, ესოდენ დიდი წარმატების შემდეგ, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ სულ მალე, მას კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდებოდა თავს.
1998 წ. შერონს 40 წელი შეუსრულდა, რამაც, მისი ბოლო მოგონებების მიხედვით, ჰოლივუდში, «ვარგისიანობის ვადის ამოწურვას თარიღს» მიუახლოვა. სტოუნი, რომელიც დღეს 65 წლის არის, ამბობს, რომ როდესაც 40 წლის გახდა, თავისი კოლეგებისგან სულ უფრო ხშირად ესმოდა, რომ ის ბევრი როლისთვის «მეტისმეტად მოხუცი» იყო და ეს მას შოკში აგდებდა.

«40 წლის ასაკში, ადამიანი საკმარისად დიდია იმისთვის, რომ იცოდეს რა უნდა და საკმარისად ახალგაზრდა, რომ ყველაფერს მიაღწიოს. ვუყურებ ჩემს ძველ ფოტოებს და ვფიქრობ, რომ 40 წლის ასაკში, საკმაოდ კარგად გამოვიყურებოდი და როგორ შეეძლოთ იმის თქმა, რომ მოხუცი ვიყავი?!» – ამბობს მსახიობი.


imageშერონ სტოუნი შვილებთან ერთად


სტოუნის პირადი ცხოვრება კი, სწორედ მაშინ დაიწყო, როდესაც ჰოლივუდისთვის «მეტისმეტად მოხუცი» გახდა. 1998 წელს ის ფილ ბრონშტეინს გაჰყვა ცოლად, რომელიც სან-ფრანცისკოს ერთ-ერთი უდიდესი გამოცემის რედაქტორი იყო. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, მათ შვილის გაჩენა ვერ შეძლეს და 2000 წ. როან ჯოზეფი იშვილეს. 2003 წელს კი, მეუღლეები დაშორდნენ. მაგრამ, სტოუნმა ოჯახის შექმნაზე უარი არ თქვა და 2005 და 2006 წელს, კიდევ 2 ბავშვი იშვილა. მას შემდეგ, მისი რომანტიკული ურთიერთობების შესახებ, არაფერია ცნობილი და ის არც მეორედ გათხოვილა.


image

სხვა სიახლეები:


* პირველად ისტორიაში, მეცნიერებმა არამიწიერი ადამიანის მუმია აღმოაჩინეს

* საიდუმლო ოპერაცია: CIA ათწლეულების მანძილზე, უცხოპლანეტელების ჩამოვარდნილ ხომალდებს ეძებს

* პატარძლები პროფესიონალ ვიზაჟისტთან ვიზიტამდე და მის შემდეგ

* ღვიძლის გაწმენდა თაფლის საშუალებით მარტივად და ეფექტურად



0
213
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
213
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0