x
მეტი
  • 02.05.2024
  • სტატია:134568
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508704
"ისე ხუმარას როლში "კარგად" დასცინოდა საქართველოს რუსეთთან ომის დროს "შეშინდნენო" - ლევან ნიკოლეიშვილი

image

"„არ ველოდი“, „არ მეგონა“, „სხვანაირად გვინდოდა“, „არ გამოვიდა“-არ უნდა მიეკუთვნებოდეს იმ სიტყვებისა და ფრაზების ჩამონათვალს, რომელსაც ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდალი უნდა იყენებდეს. სამწუხაროდ ასეთებიც არიან და მათ რიცხვს ბატონი ზელენსკიც მიეკუთვნება. ისე ხუმარას როლში "კარგად" დასცინოდა საქართველოს რუსეთთან ომის დროს "შეშინდნენო". ...ყოფილი ჯამბაზი და კომედიანტი როცა ევროპის ერთ-ერთი დიდი ქვეყნის პრეზიდენტი ხდება, მერე არ ველოდი და სხვანაირად გვინდოდა მისთვისაც და მისი პატრონებისთვისაც ლამის კანონზომიერი ხდება, ამიტომ როცა ომში ხარ სჯობია საერთოდ არ ილაპარაკო და შენი საქმე აკეთო, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ შენი საქმე მარტო ლაპარაკი არ გგონია!"-ასე ეხმაურება თადარიგის პოლკოვნიკი და სამხედრო ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, უკრაინის პრეზიდენტის ინტერვიუს, რომელიც The Associated Press-ს მისცა.



"კონტრშეტევის დროს უფრო სწრაფი შედეგები გვინდოდა. ამ თვალსაზრისით, სამწუხაროდ, სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ და ეს ფაქტია, "-აღნიშნა ზელენსკიმ Associated Press-თან ინტერვიში.



ასვე მან დასძინა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არ მიუღია ყველა აუცილებელი შეიარაღება, ხოლო ჯარში ადამიანური რესურსის უკმარისობა კიევს საშუალებას არ აძლევს, სწრაფად წაიწიოს წინ.


"არ მიგვიღია ის იარაღი, რაც გვინდოდა. კმაყოფილი ვერ ვიქნები, მაგრამ ძალიანაც ვერ ვიწუწუნებ. უფრო სწრაფი შედეგები გვინდოდა. ამ გადმოსახედიდან, სამწუხაროდ, სასურველ შედეგებს ვერ მივაღწიეთ, ეს ფაქტია. არ გვყოფნის ძალა, უფრო სწრაფად რომ მივაღწიოთ საწადელ შედეგებს. ოღონდ, ეს არ ნიშნავს, რომ ხელები უნდა ჩამოვუშვათ და დავნებდეთ“, – ამბობს იგი.

0
161
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
161
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0